რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1764055599
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ უმრავლესობაში. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო უსამართლო დამოკიდებულება და ის კვლავ იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ.
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. დავა, რომელიც "კრედიტ სუისსა" და ბიძინა ივანიშვილს შორის მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გამარჯვებით დასრულდა.
68-გვერდიანი სამართლებრივი დასაბუთების თანახმად, სასამართლომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უპირობოდ, ყველა პუნქტში გაამართლა და "კრედიტ სუისი", კეთილსინდისიერი კლიენტისა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრედიტორის ძარცვასთან ერთად, ფინანსური და მორალური ნორმების ყველანაირი პრინციპების დამრღვევად მიიჩნია. ამასთან, ერთხმად უარყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ "კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის, "სი-ეს ლაიფის" საჩივარი და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.
"ვხედავთ, თუ რამდენად უსამართლო დამოკიდებულება იყო ბიძინა ივანიშვილის კანონიერი, საკუთარი აქტივების მიმართ. ალბათ, საბოლოო ჯამში, ეს ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო უარი ლონდონის სასამართლოში, მათ შორის შემხვედრი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და უპირობო გამართლება ბიძინა ივანიშვილისა. ვნახოთ, მოერევა თუ არა ეს ყველაფერი გარკვეულწილად ადამიანის წინააღმდეგ იმ დევნას, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.