საგარეჯოში 40 წლის ქალს ეძებენ
1764072803
გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას გამოეხმაურა.
„გლობალურ არაფორმალურ ძალებს მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ინსტიტუციები, თუ ორგანიზაციები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ყაჩაღობა და თაღლითობა, რაც „კრედიტ სუისის“ ქეისის ირგვლივ ჩვენ ვნახეთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა. ამის ნათელი მაგალითია ის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროცესებს პოლიტიკურს, თუ საომარ პროცესებს აორგანიზებენ, რომლებიც არიან სწორედაც ჩვენი ლოკალური ომის პარტიის მფარველი და მხარდამჭერები. გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“ , - აღნიშნა წილოსანმა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.
ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.