მარიამ ქვრივიშვილ

პოლიტიკა 1778769177

ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა - მარიამ ქვრივიშვილი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში გაიმართა და მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების დელეგატებს შორის იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition.“„ენერგეტიკის სექტორს დიდი წვლილი შეაქვს, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა ის უდიდეს ღირებულებას ქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ეროვნული ხედვა და სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და სასიხარულოა, რომ საინვესტიციოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულება სწორედ ენერგეტიკაა. ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ ენერგეტიკის სექტორი და გვაქვს ამოცანა, მომდევნო 10 წელიწადში დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ ექნება ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის შეფასებით, საქართველო, რომელიც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის პროცესის განუყოფელი ნაწილია, დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განახლებასა და მშენებლობაზე.„საქართველომ დაიწყო შავი ზღვის 1300 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს უკვე მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ასევე ვართ მწვანე ენერგიის დერეფნის ნაწილი, რომელიც რეგიონული ინიციატივაა და საშუალოდ, 4700 მეგავატის სიმძლავრეს მოიცავს. სწორედ ამ სულისკვეთებითა და 10-წლიანი გეგმით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც რეგიონული ჰაბი არამხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ ტრანზიტსა და ლოგისტიკაშიც. მთავრობა უზრუნველყოფს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში (გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ) მომდევნო 8-10 წლის განმავლობაში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქვრივიშვილი

პოლიტიკა 1778656338

მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას.მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მაღალი დონის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებას გააკეთებს ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition,“ ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში და პანელის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.ათენში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან, სტავროს პაპასტავროუსთან. დელეგაციაში, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, არიან მინისტრის მოადგილეები  ინგა ფხალაძე და თამარ იოსელიანი.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში

მსოფლიო 1777543440

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.როგორც ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, ირანში ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტი ყველა სახის ტრანსპორტს შეეხება.მიუხედავად იმისა, რომ ციციკოსტასმა აღიარა, რომ საწვავზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი და „ევროპის ზოგ ნაწილში კომერციული თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავის მარაგები წნეხს განიცდის“, საწვავის დეფიციტის ფაქტობრივი ნიშნები ჯერ არ არის.„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომლის მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. ბაზარი ჯერ არსებულ შოკს უმკლავდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.მისი თქმით, თუ ვითარება გაუარესდება, ევროკომისია მზადაა საკუთარ გეგმებში შესწორებები შეიტანოს.„ჰორმუზის სრუტის ბლოკადა სასტიკი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ უნდა დავაჩქაროთ საწვავის ალტერნატიულ სახეობაზე გადასვლა. ევროკავშირი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - თქვა მან.

პრეზიდენტთან შეხვედრა

პოლიტიკა 1776520762

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე, რომელშიც საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამასთან, ხაზი გაესვა ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე.როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჩვენი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მისივე თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ჩვენი ერები ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლის შესახებ და დელეგაციის წევრებს გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა გადაუხადა.პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) გენერალური მდივანი, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ახალი დემოკრატიის“ გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) პრეზიდენტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრი იოან ვულპესკუ, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი ელიას მირიანთუსი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი მანალ ჰელალი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრი მილე ტალევსკი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მრჩეველი კოსტას მიგდალისი, ხოლო საქართველოს მხრიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოსო გიორგაძე

საზოგადოება 1773215641

სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა.შეხვედრის მონაწილეებმა საქპატენტსა და აშშ-ის საელჩოს შორის წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქპატენტის თავმჯდომარემ ამერიკული მხარის მონაწილეობით შესრულებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანამშრომლობისათვის.შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქპატენტში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ორიენტირებული პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება, რის შედეგადაც საქართველოში შესაძლებელი გახდა ევროპული პატენტების აღიარება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს უცხოელი განმცხადებლებისთვის საპატენტო დაცვის მიღებას.საუბარი შეეხო, აგრეთვე, ახალი სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ დანერგვას, რომელიც ამოქმედდა WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას რეგიონში. აღინიშნა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმაც, რომლის შედეგადაც განისაზღვრა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების აკრედიტაციის წესი და დაინერგა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების თანამედროვე, გამჭვირვალე მექანიზმები.საქპატენტის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს მიაწოდეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული წარმოშობის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ. მათ შორის პატენტების, სასაქონლო ნიშნებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.შეხვედრაზე იმსჯელეს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ინტერნეტ-მეკობრეობის პრობლემაზე, რომელიც ციფრულ გარემოში ავტორთა და სხვა უფლებამფლობელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთან, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და საკანონმდებლო პრაქტიკა.შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მიმართულების სპეციალისტი ნია ლომაძე, საქპატენტის მხრიდან – თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მჭედლიძე, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინი ჯინჭარაძე.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინოვაციური გარემოს განვითარებას.

 ევროპის საავტომობილო გზები

მსოფლიო 1753772256

The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ, აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, ევროპის გზები, ხიდები და რკინიგზა არ არის შესაფერისი ტანკების, ჯარებისა და სამხედრო მარაგების სწრაფი გადატანისთვის რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.„დღევანდელი რეალობა ისაა, რომ თუ გვსურს სამხედრო ტექნიკისა და ჯარების გადატანა ევროპის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ ნაწილში, ამას კვირები და ზოგიერთ შემთხვევაში თვეები სჭირდება“, - განაცხადა მან The Financial Times-თან ინტერვიუში.როგორც გამოცემა ხაზს უსვამს, ევროკავშირში არსებული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილის მშენებლობისას არ იყო გათვალისწინებული მთელ ევროკავშირში ჯარების გადაადგილების აუცილებლობა.ევროკომისრის თქმით, ძველი ხიდები მოდერნიზებას საჭიროებს, ხოლო ვიწროები - გაფართოებას. ციციკოსტასმა ასევე აღნიშნა ბლოკის მასშტაბით ახალი ხიდების აშენების აუცილებლობა.გამოცემის ცნობით, ევროკავშირი შეიმუშავებს სტრატეგიას, რათა უზრუნველყოს ჯარების გადაყვანა „საათებში, მაქსიმუმ დღეებში“ თავდასხმის შემთხვევაში, კონტინენტზე გამავალი ოთხი სამხედრო დერეფნის გასწვრივ 500 ინფრასტრუქტურული პროექტის მოდერნიზებით.ციციკოსტასის თქმით, ბრიუსელი ასევე გეგმავს ბიუროკრატიის შემცირებას, რათა თავიდან აიცილოს „ტანკების დოკუმენტაციაში გაჭედვა“ საზღვრების გადაკვეთისას. აღნიშნულია, რომ სტრატეგიას ევროკომისარი წელს წარადგენს.ციციკოსტასის თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის 17 მილიარდი ევრო იქნება საჭირო.

საბერძეთი

მსოფლიო 1743498353

ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე გზები დაიტბორა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები

საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე ძლიერი წვიმის შედეგად გზები დაიტბორა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.პაროსის მერის, კოსტას ბიზასის განცხადებით, სტიქია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გზების გასაწმენდად საჭირო ტექნიკა არ ჰყავთ მობილიზებული.„გზები დაზიანებულია და ქუჩების გასაწმენდად გვჭირდება დახმარება ტექნიკით. ეს კატასტროფა ორ საათში მოხდა“, – განაცხადა პაროსის მერმა, კოსტას ბიზასმა.

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1739449334

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.„ევროპარლამენტარები: საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომელიც ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ ბოიკოტს, რომელსაც  ქვეყნის დემოკრატიის შესუსტებასა და დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში ადანაშაულებენ. მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი უარს აცხადებს, აღიაროს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის ახლად დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეუერთდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს. ევროპარლამენტარები კვლავ აღიარებენ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, მოიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოსა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე. სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველო პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში ჩააგდო, ქვეყანაში მიმდინარეობს მშვიდობიანი მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომლებსაც პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობრივი და რეპრესიული პასუხი მოჰყვა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ეს მათ შორის მოიცავს, გავლენიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებსა და დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებს. საჭიროა ახალი არჩევნები“, – ნათქვამია რეზოლუციასთან დაკავშირებულ პრესრელიზში, რომელიც ევროპარლამენტმა გაავრცელა.ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.„რეზოლუცია ასევე ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, უნდა გაიმართოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო ღრმა მწუხარებით, პარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამერიკელი ბლოგერი

შემთხვევა 1736525235

ცნობილი ამერიკელი ბლოგერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 წლის ცნობილი ამერიკელი ბლოგერი, კეროლ აკოსტა მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი მისმა დამ დაადასტურა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბლოგერი, 3 იანვარს რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მას საკვები გადასცდა და ჰაერის უკმარისობის გამო გული გაუჩერდა.Instagram-ზე, აკოსტას 6,7 მილიონი გამომწერი ჰყავდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კოსტა და გურამი

ტაბლოიდი 1732127214

PHOTO: „არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, მერსი სულხანიშვილი, თამაზ ლოხიშვილი, სალომე ბარათაშვილი და გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძესთან შეიკრიბნენ. ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია ავრცელებს.„არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით: კოსტას ახლიდან დაბადებას აღვნიშნავთ, იმ ავბედითი დღის შემდეგ, მის სახლში. რაც კონკურენციას დაუნგრევია, მეგობრობას უშენებიაო“, - წერს გურამ შეროზია „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქვილითაია

სპორტი 1730976833

„არისმა“ ქვილითაიას ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა - კვიპროსული მედია ქართველის შემცვლელით უკმაყოფილოა

საფეხბურთო კლუბმა „არისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ქვილითაია აეკ-თან მატჩში მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე კვირით დაისვენებს.„არისის“ პრესსამსახურის მენეჯერმა, კოსტას პაპადოპულოსმა კი დააკონკრეტა, რომ ქართველი ფორვარდი, სავარაუდოდ, ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ ითამაშებს.„„Ლიმასოლის „არისი“ წამყვან ბომბარდირს დროებით კარგავს. ის ფაქტი, რომ ქართველმა ფორვარდმა წელს ყველა მატჩში ითამაშა, მის მნიშვნელობაზე მეტყველებს“, – ასე აფასებს გამოცემა Philenews-ი ლიმასოლის კლუბის დანაკლისს.Sigmalive-ი კი მიიჩნევს, რომ ქვილითაიას რუსი ალეკსანდრ კოკორინი სრულფასოვნად ვერ შეცვლის.„ის საკუთარი თავის აჩრდილია. აეკ-თან დერბიში 80 წუთზე მეტი ითამაშა და შეტევა მხოლოდ ორჯერ გაამწვავა. მისმა გამოსვლამ უპასუხა კითხვას, როგორ მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში ქვილითაიამ ადგილი. 2022 წელს ლიგის MVP გუნდის ინტენსიურ, მაღალსიჩქარიან, დინამიკურ თამაშში ვერაფერს ახერხებდა. ამიტომ ქვილითაიას შეცვლა „არისს“ ძვირად დაუჯდა“, – წერს Sigmalive-ი.

ალექსანდრე წულაძე

განათლება 1729232970

საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში - ალექსანდრე წულაძე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა კოსტას ფონტასმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, CERN-ის წარმომადგენლებმა, ქართველმა აკადემიკოსებმა და მეცნიერებმა.კონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი პროექტების შედეგები შეაჯამეს, არსებული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოში მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით CERN-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.„საამაყოა, რომ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს CERN-ში მიმდინარე უმსხვილესი გლობალური სამეცნიერო კვლევების წარმატებაში.იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობისკენ მიმავალ გზაზე დადებითი წინსვლა გვექნება, რაც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების, მხარდაჭერისა და ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის საქმეში“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტმა. მან მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და პარტნიორობის გაძლიერების სრული მზაობა გამოთქვა.აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, რომლის ფარგლებში მრავალმა ქართველმა მეცნიერმა გააგრძელა კვლევითი საქმიანობა CERN-ში.განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში. კერძოდ, ქართველი მეცნიერები CERN-ის ოთხი ძირითად ექსპერიმენტიდან ორში – ATLAS და CMS ექსპერიმენტში – არიან ჩართულები.2023 წელს გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის, განათლების, გადამზადების და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ინჟინრებისა და მკვლევრების CERN-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საზაფხულო სტუდენტური პროგრამების განხორციელება, აკადემიური და ტექნიკური პერსონალის გადამზადება, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერა, ადრონული თერაპიის სფეროში გამოცდილების გაზიარება, საჯარო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელება და სხვა.