ზაზა კოლელიშვილი

პოლიტიკა 1729703995

„ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ უნდა ნახონ ბომბების წუილი, არ ეძიონ თავშესაფარი და არ დავინახო ეს ქალაქი ნანგრევებად ქცეული, მეტი არაფერი მინდა“ - ზაზა კოლელიშვილი

ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი - საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად - ამის შესახებ თბილისში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა განაცხადა."ჩემი სათქმელი არის მამული, ენა, სარწმუნოება და ყველაზე მთავარი - საქართველო, ჩემი ერი იყოს კარგად. უნდა იყოს მშვიდობიანი ზეცა, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ ნახონ ბომბების წუილი, თავშესაფარი არ ეძიონ და არ დავინახო ეს ქალაქი ნანგრევებად ქცეული, მეტი არაფერი მინდა,"- აცხადებს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი.

ზაზა კოლელიშვილი

საზოგადოება 1724151533

VIDEO: „იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ... ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ მეტს დათმობს" - ზაზა კოლელიშვილი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ზაზა კოლელიშვილი მეუღლესთან, ნათია გოგოჭურთან ერთად "ჩვენი ოჯახის" სტუმარი იყო. წყვილი 50-წლიანი სიყვარულის შესახებ საუბრობს და ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს.„იჩხუბონ, იჩხუბონ, მაგრამ აპატიონ. ერთმანეთს შეეჯიბრონ, ვინ უფრო მეტს დათმობს. ჩვენც რომ ვიჩხუბეთ, აღარ არის საჩხუბარი და რაღაზე ვიჩხუბო“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი. 

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1707773449

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარე კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სიახლეებსა და ცვლილებებს მოუტანს

2024 წლის 24 თებერვალს ქალწულის ნიშანში სავსე მთვარეა. ასტროლოგების თქმით, ეს მოვლენა ბევრ ადამიანს მნიშვნელოვან ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, კარიერული თვალსაზრისით მოუტანს. ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი ცვლილებებს ყველაზე მეტად იგრძნობს.ქალწულიასტროლოგების თქმით, წინ მნიშვნელოვანი და თქვენთვის ძალიან სასარგებლო სიახლე გელით - შესაძლოა, დაგაწინაურონ, დიდი თანამდებობა მოგცენ, თქვენი შესაძლებლობები, უპირატესობები აღიარონ და დაგაფასონ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ დაწინაურებას თან გაზრდილი პასუხისმგებლობებიც მოჰყვება.თევზები2024 წლის თებერვლის მეორე ნახევარი თქვენთვის განსაკუთრებით ემოციური იქნება, ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ, თქვენი უკმაყოფილებების შესახებ ღიად ისაუბროთ და წყენა არ დააგროვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი კონფლიქტის ზღვარზე აღმოჩნდეთ. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც შეიძლება, ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით გაგიჭირდეთ და თქვენს ხელმძღვანელს, მენეჯერს ეჩხუბოთ იმის გამო, რომ რაღაცები ისე არ მიდის, როგორც ფიქრობდით და გეგმავდით.  მშვილდოსანისავსე მთვარე თქვენი სტატუსისა და მიღწევების სექტორში იქნება. ამიტომაც, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იწყება. შესაძლოა, სერიოზული შემოთავაზება, დაწინაურება, სტატუსის შეცვლა შემოგთავაზონ. შესაბამისად, შემოსავალიც გაგეზარდოთ და განვითარებისათვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ენერგია იპოვოთ... ვრცლად.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

შვილები

მსოფლიო 1707773410

იტალიაში პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა

რომში 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა.როგორც გამოცემა la Repubblica წერს ქალი სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტისგან მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილ შემწეობას იღებდა. გარდა ამისა თაღლითი იყენებდა დეკრეტულ შვებულებებს. ჯამში ქალმა დეკრეტული შვებულებით 111 000 ევრო მიიღო.იტალიელი ქალი სწრაფი კვების რესტორანში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში მან სამსახურში 12 ორსულობის ცნობა წარადგინა, რომელთაც თავად წერდა, ხოლო გინეკოლოგის ხელმოწერას და საავადმყოფოს ბეჭედს აყალბებდა.„ორსულობების" ნაწილი წარუმატებელი იყო. 2014-2019 წლებში კი ქალმა ხუთი შვილი "გააჩინა": ბენედეტა, ანჟელიკა, აბრამო, ლეტიცია და ისრაელე.გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბავშვების დაბადების შესახებ რომის უმსხვილეს სამშობიაროში არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს.7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მეგობარ კაცს, რომელთან ერთადაც თაღლითი 5 შვილს "ზრდიდა".  ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

სახე

რჩევები 1707771340

რა ემართება სხეულს, როდესაც პურის მირთმევას თავს ანებებთ

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს რაციონიდან ამოიღოს ცომეული, პური. ბლოგერები კი გვიზიარებენ იმ დადებით შედეგებს, რომელიც თეთრი პურის მირთმევაზე უარის თქმამ მოუტანათ.თეთრი, თუ შავი პური?ხორბლის, ან ჭვავის პური, რომელიც არანაირ დანამატს არ შეიცავს, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ეს პროდუქტები ჯანსაღია, მაგრამ, როცა საქმე ეხება თეთრ პურს, იმავეს თქმა არ შეგვიძლია. თეთრი პური მზადდება საფუარით და სხვადასხვა დანამატებით, რომელიც საზიანოა ორგანიზმისთვის. ამიტომაც, ექსპერტები მისი კვების რაციონიდან ამოღებას გვირჩევენ. ეს პური ხშირ შემთხვევაში იწვევს კანის დაავადებებს, აკნეს და სიწითლეს.  რატომ უნდა თქვათ უარი თეთრ პურზე?მიზეზი #8 - უსარგებლო პროდუქტი ხორბალი სასარგებლოა და ვიტამინებითაა სავსე, მაგრამ დამუშავების შემდეგ ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და აბსოლუტურად უსარგებლო ხდება. უფრო მეტიც, ორგანიზმისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.მიზეზი #7 - ნაკლებად გემრიელი ექსპერტები ამბობენ, რომ თეთრი პური კერძს გემოს აკარგვინებს. მათი მტკიცებით, როცა კერძს პურთან ერთად მიირთმევთ, კერძის ნამდვილ გემოს ვეღარ შეიგრძნობთ.მიზეზი #6 - მომწამვლელი თანამედროვე სამყაროში თეთრ პურზე სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა და იმისთვის, რომ მოსავალი სწრაფად მიიღონ, მწარმოებლები სხვადასხვა პესტიციდებს იყენებენ, რის გამოც, თეთრი პური საზიანოა ჯანმრთელობისთვის.მიზეზი #5 - დაზიანებული კანი თეთრი პური კანს პრობლემებს უქმნის. ის შეიცავს გლუტენს, რომელიც, როგორც წესი, აკნეს აჩენს. თუ კანზე გამონაყარი გაქვთ, შესაძლოა, ეს სწორედ თეთრი პურის მირთმევით იყოს გამოწვეული.მიზეზი #4 - საჭმლის მონელება თეთრი პური საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და ამცირებს მეტაბოლიზმის ხარისხს. იწვევს წონაში მომატებას.მიზეზი #3 - დაბერება ის კანის ნაადრევ დაბერებას განაპირობებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ თეთრ პურს, როგორც წესი, უფრო ასაკოვანი ადამიანების შეხედულება აქვთ.მიზეზი #2 - დამოკიდებულება თეთრი პური ნარკოტიკივითაა და ის დამოკიდებულებას იწვევს. მას ისე ეჩვევით, რომ ვეღარ წარმოგიდგენიათ კერძების მირთმევა თეთრი პურის გარეშე.მიზეზი #1 - იწვევს ჭარბწონიანობას თეთრი პურის მირთმევა ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. თუ რაციონიდან თეთრ პურსა და თეთრი ფქვილისგან დამზადებულ ცომეულს ამოიღებთ, ნახავთ, რომ წონაში სწრაფად და ეფექტურად დაიკლებთ.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ბავშვი

საზოგადოება 1707760892

რატომ შორდებიან წყვილები შვილის გაჩენის შემდეგ – 7 მთავარი მიზეზი

წყვილების დიდი ნაწილი შვილის გაჩენის შემდეგ დაშორების გადაწყვეტილებას იღებს. ადამიანები ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ, რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრებაში ბავშვმა. ისინი მოუმზადებლები ხვდებიან ყოველივეს და ახალ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ. ვნახოთ, რა არის მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც შვილის გაჩენის შემდეგ წყვილები ერთმანეთს შორდებიან.1. კომუნიკაციის ნაკლებობა - ბუნებრივია, რომ უფრო რთული ხდება პარტნიორთან მშვიდად საუბრისთვის დროის გამონახვა. გამუდმებით ბავშვზე ზრუნვით ხართ დაკავებულები, მას უწყვეტი ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, თქვენს საჭიროებებზე პარტნიორს ვეღარ ესაუბრებით. მუდამ დაღლილები ხართ და დროსთან ერთად, შესაძლოა, სურვილიც არ გაქვთ საუბრის, რაც რა თქმა უნდა, ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს. 2. დაძაბულობა - იყო მშობელი არ არის მარტივი და ეს განსაკუთრებით რთულია ახალბედა მშობლებისთვის. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ მშობლის ტვირთი მარტო გაწევს, მხოლოდ შენ გაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა და პარტნიორი არ იზიარებს მას. ხარ სტრესში და მუდამ დაძაბული. ეს რომანტიკულ ურთიერთობაში ბზარის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია. 3. ცხოვრება ქაოსური ხდება - როცა ბავშვი იბადება, ცხოვრება მთლიანად იცვლება. პარტნიორისთვის ცოტა დრო რჩება, ხოლო საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ გაქვთ და ხანდახან ფიქრობთ, რომ ცხოვრების გაკონტროლება აღარ შეგიძლიათ, რადგანაც ის წარმოუდგენლად ქაოსური გახდა. წყვილების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ შორდება ერთმანეთს, რომ ვერ უმკლავდებიან ცხოვრების ახალ რიტმს და ვერ ახერხებენ ქაოსის დალაგებას. 4. ბავშვის გაჩენის შემდეგ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თითქოს უმნიშვნელო ხდება - სასიყვარულო ურთიერთობა მეორე პლანზე ინაცვლებს. ასე ხდება იმ შემთხვევაში, როცა წყვილები მზად არ არიან ბავშვისთვის და არ აქვთ გააზრებული, თუ როგორ შეიძლება დროის გადანაწილება ყველაფერზე. საბოლოო ჯამში, ყოველივეს გავლენით ურთიერთობა ცივდება და წყვილები დაშორების გადაწყვეტილებას იღებენ. 5. ძილის რეჟიმის დარღვევა - ეს არის მიზეზი, რომელმაც შეიძლება ყველაზე მყარი ურთიერთობაც კი დაანგრიოს. როცა არ გყოფნით ძილი, უხასიათო და აუტანელი ხდებით და თქვენ არ ხართ გამონაკლისი. ნებისმიერ ადამიანს ასე ემართება. უძილობა გარდა ხასიათის ცვლილებისა, საღად აზროვნების შესაძლებლობას აქვეითებს და გადაწყვეტილებების რაციონალურად მიღების უნარს გიკარგავთ. 6. ბავშვი, როგორც ურთიერთობის მოგვარების საშუალება - ზოგჯერ წყვილები ბავშვს ურთიერთობის მოგვარების მიზნით აჩენენ. ფსიქოლოგების განმარტებით, ბავშვის გამოყენება ამ მიზნით ცუდი იდეაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მეთოდს და ჰგონიათ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ურთიერთობაში პრობლემები მოგვარდება. რეალურად კი ასე არ არის. ბავშვის გაჩენა ურთიერთობას ვერ მოგიგვარებთ. 7. მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ფაქტია, მაგრამ ქალების დიდ ნაწილს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ტანჯავს, რომელიც გარშემომყოფების მიერ უგულებელყოფილია და არავის ესმის, რატომ შეიძლება იყოს ქალი შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესიაში. როგორც წესი, ქალებიც მალავენ თავიანთ შინაგან მდგომარეობას, ამას უმალავენ პარტნიორსაც. იმედგაცრუებულები არიან და თავს დამნაშავედ გრძნობენ იმის გამო, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესია აქვთ. ყოველივე, რა თქმა უნდა, განწყობაზე, ხასიათზე აისახება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს. აღნიშნული კი, ზოგჯერ განშორების მიზეზი ხდება.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

არკანზასი

ტაბლოიდი 1707745920

ტურისტმა პარკში 7.46 კარატიანი ბრილიანტი იპოვა და საცოლეს აჩუქა

ტურისტმა პარკში 7.46 კარატიანი ბრილიანტი იპოვა და საცოლეს აჩუქა. შემთხვევა აშშ-ში, არკანზასის ეროვნულ პარკში მოხდა. მპოვნელი რიგითი ფრანგი ვიზიტორი, ჟულიენ ნავასია. როგორც თავად ამბობს, ბრილიანტი სრულიად შემთხვევით დაინახა, იგი ნაწილობრივ ტალახით იყო დაფარული.ნავასი აშშ-ს 2 კვირით ესტუმრა. სხვადასხვა ადგილს შორის მან სამხრეთ-დასავლეთ არკანზასში ეროვნული პარკიც მოინახულა, რომელიც დაცული ტერიტორიის სტატუსით სარგებლობს. როგორც ცნობილია, ეს პარკი საკუთარი გეოლოგიური ისტორიით უნიკალურია.ჟულიენმა იცოდა, რომ წარსულში სხვადასხვა სახის ძვირფასი ქვა ვიზიტორებს აქ არაერთხელ აღმოუჩენიათ. იგი უბრალოდ ყურადღებით აკვირდებოდა გარშემო არსებულ ტერიტორიას, რა დროსაც ბრილიანტი დაინახა. პარკის დატოვებისთანავე ბრილიანტი მან Diamond Discovery Center-ში მიიტანა. პროფესიონალებმა დაადასტურეს, რომ ქვა 7.46 კარატიანი ყავისფერი ბრილიანტია.ნავასი მედიასთან ამბობს, რომ გადაწყვიტა, იგი საკუთარ საცოლეს, კარინეს აჩუქოს. ასევე მზადაა, ამჯერად პარკს მასთან ერთად ესტუმროს, რათა უფრო ყურადღებით დაათვალიეროს და შემდეგი მნიშვნელოვანი აღმოჩენისთვის მოემზადოს. ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ქალი

რჩევები 1707743760

როგორია ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სიმპტომები

ციკლის ხანგრძლივობის ან სიმძიმის ცვლილებები, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის ან მენოპაუზის შემდეგ და ტკივილი მენჯის ან მუცლის ქვედა ნაწილში - ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ენდომეტრიუმის კიბოზე.ენდომეტრიუმის კიბო ქალის სასქესო ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს შიგნითა შრის უჯრედებიდან.ენდომეტრიუმის კიბო ძირითადად, აზიანებს პოსტმენოპაუზის ქალებს: შემთხვევების 90%-ზე მეტი დიაგნოზი 50 წლის შემდეგ ხდება. ყველაზე ხშირად ეს დაავადება 65-69 წლის ასაკის პაციენტებს ემართებათ. ენდომეტრიუმის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 5% მემკვიდრეობითია. გენეტიკური მიდრეკილების გარდა, სიხშირეზე გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტი, მენსტრუაციის ადრეული დაწყება და გვიან შეწყვეტა (10-12 წლამდე და 55 წლის შემდეგ), პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ესტროგენის მონოთერაპია (ხუთ წელზე მეტი) და ჰორმონალური პრეპარატების ხშირი გამოყენება. .ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე მოქმედებს კიბოს განვითარების რისკზე. სიმსუქნე არის ერთ-ერთი მთავარი რისკის ფაქტორი. ცხიმოვანი ქსოვილი ესტროგენებად გარდაქმნის სხვა ჰორმონებს-ანდროგენებს. თუ ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკიც იზრდება. გამოდის, რომ რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია, მით მეტია ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების ალბათობა.წყაროასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

 Wicked

შოუბიზნესი 1707743340

ახალ ფილმში არიანა გრანდეს ჯადოქრის როლში ვიხილავთ - ნახეთ Wicked-ის ტრეილერი

ფენტეზის ჟანრის ახალ მიუზიკლში, სახელად Wicked, არიანა გრანდეს მთავარ როლში ვიხილავთ. Wicked იმავე სახელწოდების რომანისა და ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის ადაპტაციაა. ფენტეზის ჟანრის ფილმი ოზის ჯადოქრის სამყაროში დაგვაბრუნებს და დასავლეთის ბოროტ ჯადოქარზე მოგვიყვება, რომლის ირგვლივაც სიუჟეტი ვითარდება.Wicked-ში არაინა გრანდესთან ერთად მთავარ როლში სინთია ერივოს ვიხილავთ. როგორც ტრეილერიდან ჩანს, არიანასა და სინთიას პერსონაჟები ერთმანეთს დაუმეგობრდებიან, შემდეგ კი ჩახლართული და საინტერესო თავგადასავლებიც იწყება. „ნუ გეშინია" - ასე ამშვიდებს არიანას პერსონაჟი ერივას პერსონაჟს. "მე არ მეშინია. ჯადოქარია ის, ვისაც ჩემი უნდა ეშინოდეს", — პასუხობს ერივა და როგორც ტრეილერიდან ჩანს, დაპირისპირებას სწორედ ამ ორ ჯადოქარს შორის ვიხილავთ.Wicked-ის პრემიერა ორ ნაწილად იგეგმება. პირველ ნაწილს მაყურებელი მსოფლიოს კინოთეატრებში 2024 წლის 27 ნოემბერს იხილავს, ხოლო Wicked-ის მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 2025 წლის 26 ნოემბერს შედგება.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ძაღლი

ასტროლოგია 1707723660

რომელი ჯიშის ძაღლი უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ჯიშის ძაღლი უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:1.ვერძი - თქვენ უნდა გყავდეთ გრეიჰაუნდი. ყველაზე უკეთ მეგობრობა სწორედ ამ ჯიშის ძაღლთან გამოგივათ. ის არის სწრაფი, მოხერხებული, კონკურენტული, რის გამოც ხშირად გაჰყავთ ხოლმე შეჯიბრებაზე.2. კურო - თქვენ ბოლონიეზი უნდა გყავდეთ. ორივე თქვენგანი მოსიყვარულე და მეგობრულია და არ ხართ მორცხვები, როცა საქმე სიყვარულის გამოხატვას ეხება. ამიტომაც, ბოლონიეზი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. 3. ტყუპები - ტყუპები თავიანთი გაორებული ხასიათით არიან გამორჩეულები. ერთ წუთში ისინი საყვარლები და მხიარულები არიან, მეორე წუთში კი შეიძლება მოიწყინონ, სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად ჩიხუახუა შეგეფერებათ. ამ ჯიშის ძაღლს ძალიან უყვარს კომუნიკაცია, ის ყველაზე ბედნიერია როცა ელაპარაკებით და ეთამაშებით და გამოირჩევა ენერგიულობით. 4. კირჩხიბი - თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ ბულდოგი გეყოლებათ. ამ ჯიშის ძაღლი ორიენტირებულია სახლზე, უყვარს თავის პატრონთან ერთად ყოფნა და მისი დაცვა და ამით ძალიან გგავთ. 5. ლომი - ბიჩონ ფრიზი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. თქვენს მსგავსად მასაც დიდი და კეთილი გული აქვს. ისევე, როგორც თქვენ, მასაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. 6. ქალწული - თქვენთვის საუკეთესო არჩევანი პომერანიელის ჯიშის ძაღლი იქნება. ისიც თქვენსავით ჭკვიანი და მოხერხებულია. ყველაფერს მარტივად გააგებინებთ. ის არის ძალიან მეგობრული და მგრძნობიარე. 7. სასწორი - ყველაზე უფრო მეტ კომფოტს ოქროსფერი მონადირე ძაღლი შეგიქმნით და მასთან თავს ჰარმონიულად იგრძნობთ. ის არის მეგობრული, უყვარს თამაში. არის მგრძნობიარე და მარტივად იგებს ადამიანის სურვილებსა და განცდებს. 8. მორიელი - უნგრული ჯიშის ძაღლი, პული, თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ისევე, როგორც თქვენ, მასაც უყვარს ადამიანებზე დაკვირვება და საოცრად ცნობისმოყვარეა. სხვადასხვა სიტუაციებში თქვენს მსგავსად ამ ჯიშის ძაღლიც ინსტიქტების მიხედვით მოქმედებს. 9. მშვიდლოსანი - ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ისლანდიური მეცხვარე ძაღლია. თქვენ მსგავსად ისიც ენერგიული და დამოუკიდებელია და ყველაზე ბედნიერი მაშინაა, როცა ბუნებაშია. ისლანდიური მეცხვარე ძაღლი განსაკუთრებული მეგობრულობით გამოირჩევა. 10. თხის რქა - ყველაზე მეტად ძველი ინგლისური მეცხვარე ძაღლი შეგეფერებათ. ამ ჯიშის ძაღლს ადამიანის განცდების გაგება შეუძლია, ის ძალიან კეთილი და მეგობრულია. სწორედ ამიტომ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. 11. მერწყული - თქვენ ამერიკული ესკიმო უნდა გყავდეთ. მერწყულებისთვის მარტივია მეგობრების შეძენა და საოცრად თბილი, მზრუნველი შინაგანი სამყარო აქვთ. სწორედ ასეთია ამერიკული ესკიმოც. ის არის ჭკვიანი და საოცრად მეგობრული. 12. თევზები - ყველაზე კომფორტულად თავს ბასეტ ჰაუნდის ჯიშის ძაღლის გვერდით იგრძნობთ. მოსიყვარულე და მგრძნობიარე ბუნების ძაღლი მარტივად უგებს მგრძნობიარე თევზებს. თქვენს მსგავსად ისიც მიმნდობი და მეგობრულია.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ბაყაყი

მსოფლიო 1707722940

კოლუმბიაში ქალს ბარგში 130 შხამიანი ბაყაყი უპოვეს

კოლუმბიაში ქალს ბარგში 130 შხამიანი ბაყაყი უპოვეს. შემთხვევა დედაქალაქ ბოგოტას საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. როგორც ბრაზილიელი ქალი განმარტავს, მას ბაყაყები საჩუქრად სამხრეთ კოლუმბიის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადასცეს.შხამიანი ბაყაყების აღნიშნული სახეობა, არლეკინი, საკმაოდ უნიკალურია. თითოეულის ღირებულება, BBC-ის ინფორმაციით, $1 000-ს აღწევს. ბოგოტას გარემოს დაცვის მდივნის, ადრიანა სოტოს თქმით, ბაყაყების ფლობისათვის ჯარიმამ, შესაძლოა, 56 მილიონ პესოს მიაღწიოს ($14 300).არლეკინის ბაყაყები ძალიან პატარა, ადამიანის ცერა თითის ზომის არიან. ისინი მომაკვდინებლად ტოქსიკურ შხამს ატარებენ. წარსულში ადგილობრივები მათ ნადირობისას, ისრებზე ამაგრებდნენ. როგორც ცნობილია, არლეკინის შხამი პატარა ცხოველების ადგილზე მოსაკლავად საკმარისად ძლიერია.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

რობოტი

მსოფლიო 1707719983

ტოკიოს კაფეში ვიზიტორებს მხოლოდ რობოტები ემსახურებიან, მათ კი სპეციალური საჭიროების მქონე პირები მართავენ

ტოკიოს კაფეში ვიზიტორებს მხოლოდ რობოტები ემსახურებიან, მათ კი სპეციალური საჭიროების მქონე პირები მართავენ. კვების ობიექტი, სახელწოდებით Dawn Avatar Robot Café უკვე ერთი წელია, შეუფერხებლად მუშაობს. მისი შექმნისას მთავარი მიზანი იყო, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად დასაქმებულიყვნენ.კაფე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტიკტოკ გამომწერებმა რობოტების მომსახურების ამსახველი კადრები აქტიურად გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ სწორედ რობოტი იღებს შეკვეთას და, ამასთან, თავადვეა პასუხისმგებელი, რომ სხვადასხვა კერძის დანიშნულების ადგილამდე მიიტანოს.„რობოტები დისტანციურად კონტროლდებიან. უამრავი ადამიანი, რომელიც სამედიცინო ან სხვა სახის გამოწვევის გამო სპეციალური საჭიროების მქონეა, დასაქმების ბაზრის მიღმა რჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ თანაბრად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა. დისტანციურ მართვით ისინი საზოგადოებასთან კავშირსაც ინარჩუნებენ", - ამბობენ რესტორნის დამფუძნებლები.ამჟამად კაფეში, მთელი იაპონიიდან, თითქმის 70 სპეციალური საჭიროების მქონე პირია დასაქმებული. რობოტების საერთო რაოდენობა კი 10-ს აღწევს.ასევე ნახეთ:დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზეროგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე