ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს რაციონიდან ამოიღოს ცომეული, პური. ბლოგერები კი გვიზიარებენ იმ დადებით შედეგებს, რომელიც თეთრი პურის მირთმევაზე უარის თქმამ მოუტანათ.
თეთრი, თუ შავი პური?
ხორბლის, ან ჭვავის პური, რომელიც არანაირ დანამატს არ შეიცავს, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ეს პროდუქტები ჯანსაღია, მაგრამ, როცა საქმე ეხება თეთრ პურს, იმავეს თქმა არ შეგვიძლია. თეთრი პური მზადდება საფუარით და სხვადასხვა დანამატებით, რომელიც საზიანოა ორგანიზმისთვის. ამიტომაც, ექსპერტები მისი კვების რაციონიდან ამოღებას გვირჩევენ. ეს პური ხშირ შემთხვევაში იწვევს კანის დაავადებებს, აკნეს და სიწითლეს.
რატომ უნდა თქვათ უარი თეთრ პურზე?
მიზეზი #8 - უსარგებლო პროდუქტი
ხორბალი სასარგებლოა და ვიტამინებითაა სავსე, მაგრამ დამუშავების შემდეგ ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და აბსოლუტურად უსარგებლო ხდება. უფრო მეტიც, ორგანიზმისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.
მიზეზი #7 - ნაკლებად გემრიელი
ექსპერტები ამბობენ, რომ თეთრი პური კერძს გემოს აკარგვინებს. მათი მტკიცებით, როცა კერძს პურთან ერთად მიირთმევთ, კერძის ნამდვილ გემოს ვეღარ შეიგრძნობთ.
მიზეზი #6 - მომწამვლელი
თანამედროვე სამყაროში თეთრ პურზე სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა და იმისთვის, რომ მოსავალი სწრაფად მიიღონ, მწარმოებლები სხვადასხვა პესტიციდებს იყენებენ, რის გამოც, თეთრი პური საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
მიზეზი #5 - დაზიანებული კანი
თეთრი პური კანს პრობლემებს უქმნის. ის შეიცავს გლუტენს, რომელიც, როგორც წესი, აკნეს აჩენს. თუ კანზე გამონაყარი გაქვთ, შესაძლოა, ეს სწორედ თეთრი პურის მირთმევით იყოს გამოწვეული.
მიზეზი #4 - საჭმლის მონელება
თეთრი პური საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და ამცირებს მეტაბოლიზმის ხარისხს. იწვევს წონაში მომატებას.
მიზეზი #3 - დაბერება
ის კანის ნაადრევ დაბერებას განაპირობებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ თეთრ პურს, როგორც წესი, უფრო ასაკოვანი ადამიანების შეხედულება აქვთ.
მიზეზი #2 - დამოკიდებულება
თეთრი პური ნარკოტიკივითაა და ის დამოკიდებულებას იწვევს. მას ისე ეჩვევით, რომ ვეღარ წარმოგიდგენიათ კერძების მირთმევა თეთრი პურის გარეშე.
მიზეზი #1 - იწვევს ჭარბწონიანობას
თეთრი პურის მირთმევა ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. თუ რაციონიდან თეთრ პურსა და თეთრი ფქვილისგან დამზადებულ ცომეულს ამოიღებთ, ნახავთ, რომ წონაში სწრაფად და ეფექტურად დაიკლებთ.
ასევე ნახეთ:
დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში