ტურისტმა პარკში 7.46 კარატიანი ბრილიანტი იპოვა და საცოლეს აჩუქა

არკანზასი

ტურისტმა პარკში 7.46 კარატიანი ბრილიანტი იპოვა და საცოლეს აჩუქა. შემთხვევა აშშ-ში, არკანზასის ეროვნულ პარკში მოხდა. მპოვნელი რიგითი ფრანგი ვიზიტორი, ჟულიენ ნავასია. როგორც თავად ამბობს, ბრილიანტი სრულიად შემთხვევით დაინახა, იგი ნაწილობრივ ტალახით იყო დაფარული.

ნავასი აშშ-ს 2 კვირით ესტუმრა. სხვადასხვა ადგილს შორის მან სამხრეთ-დასავლეთ არკანზასში ეროვნული პარკიც მოინახულა, რომელიც დაცული ტერიტორიის სტატუსით სარგებლობს. როგორც ცნობილია, ეს პარკი საკუთარი გეოლოგიური ისტორიით უნიკალურია.

ჟულიენმა იცოდა, რომ წარსულში სხვადასხვა სახის ძვირფასი ქვა ვიზიტორებს აქ არაერთხელ აღმოუჩენიათ. იგი უბრალოდ ყურადღებით აკვირდებოდა გარშემო არსებულ ტერიტორიას, რა დროსაც ბრილიანტი დაინახა. პარკის დატოვებისთანავე ბრილიანტი მან Diamond Discovery Center-ში მიიტანა. პროფესიონალებმა დაადასტურეს, რომ ქვა 7.46 კარატიანი ყავისფერი ბრილიანტია.

ნავასი მედიასთან ამბობს, რომ გადაწყვიტა, იგი საკუთარ საცოლეს, კარინეს აჩუქოს. ასევე მზადაა, ამჯერად პარკს მასთან ერთად ესტუმროს, რათა უფრო ყურადღებით დაათვალიეროს და შემდეგი მნიშვნელოვანი აღმოჩენისთვის მოემზადოს. 

ასევე ნახეთ:

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში

"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე