დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1741849237

დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინტერვიუს ეხმიანება და ურჩევს მას ის გამონათქვამები გადაიკითხოს, რომელსაც უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მისამართით აკეთებდნენ და ოფიციალურ თბილისს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. ამ უკანასკნელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინას არასოდეს მოუთხოვია საქართველოს ომში ჩართვა.დავით ქართველიშვილმა თავი მოუყარა უკრაინის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებენ და ისინი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:„მაშ „полная ложь“ არა? ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...ალექსანდრე გონჩარენკო, უკრაინული რადას დეპუტატი: „მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა.“მიხაილო აპოსტოლი, უკრაინული რადას დეპუტატი: „ქართველებო! აფხაზეთში დაბრუნების დიდი შანსი გაქვს! ჩვენ ჩავკეტეთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ! მოლდოველებს! დაიბრუნეთ დნესტრისპირეთი საკუთარ თავთან! ადვილი იქნება თქვენთვის! ერთად გავტეხოთ შეშლილი დათვი!“ალექსეი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებს: „რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება.“ანდრეი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.“ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ღიად ამბობს, რომ „სააკაშვილი ომზე უარს არ იტყოდა.“ოლექსი არესტოვიჩი: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები“ დენის შმიგალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი: „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

პოლიტიკა 1684321761

ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოდან მივდივარ. მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, - წერს კასიანოვი. 

ოთარ ჩრდილელი

პოლიტიკა 1677311758

2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა ქართველი ხალხის იდენტობას, „ნაცებო“, რატომ ხართ ლერწამივით დრეკადები და უთავმოყვარეოები, ნახეთ რებს აკადრებს ზელენსკი საქართველოსა და მაშინდელ მთავრობას - ოთარ ჩრდილელი

„2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ქართველი ხალხის იდენტობას…ნაცებო, რატომ ხართ ლერწამივით დრეკადები, უთავმოყვარეოები და უპრინციპოები, გადმოიღეთ ზელენსკის ნებისმიერი ინდ კვარტალიდან და გინდ რუსული КВН-იდან და ნახეთ რეებს აკადრებს - საქართველოს და მაშინდელ მთავრობას,“- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ჟურნალისტი ოთარ ჩრდილელი.ჩრდილელი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „ოცნების“ დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე“.„ ამას ამბობს ელჩი, რომლის პრეზიდენტიც წინა ცხოვრებაში 2015 წლამდე ბუკვალურად მართლა ცეკვავდა, მღეროდა, ტაკიმასხარებდა რუსულ ბალალაიკაზე (და არა მარტო) მოსკოვებში 2008 წლის ომის შემდეგ ზელენსკი დასცინოდა  პრეზიდენტ სააკაშვილს, ქართველი ხალხის იდენტობას… ნაცებო, რატომ ხართ: ლერწამივით დრეკადები, უთავმოყვარეოები და უპრინციპოები გადმოიღეთ კაცა ზელენსკის ნებისმიერი გინდ კვარტალიდან და გინდ რუსული КВН-იდან და ნახეთ რეებს აკადრებს - საქართველოს და მაშინდელ მთავრობას… დიახ, მე მინდა უკრაინის გამარჯვება მაგრამ ეს ტრაკით მასხარას და კოლომოისკის მარიონეტი თოჯინის -ზელენსკის ზეკაცად და საქართველოს მეგობრად გამოყვანა, ნუ ჯააალიან ქაჯობად მიმაჩნია.არა აქვს ქართველ ხალხს, აკვარიუმის თევზის წამიანი მეხსიერება, რომ დავივიწყოთ მტერი და მოყვარე! ვინ როგორ დასცინოდა 3-5 დღიან ომს! თქვენ უკრაინის მოგება კი არ გინდათ, არამედ ის რაც - გუშინ წალენჯიხის არქიტექტურული შედევრის ავტორმა, გია ხარჩილავამ გააჟღერა, როცა ზელენსკის მიმართა, რუსეთს რომ მოუგებთ, მერე აქაც მოვასწოროთ სიტუაციაო.. კიდე ფანდრაიზინგსა და პატრონის ძიებაში ხართ ზოგი და ვარსკვლავების სიგეზიურ განლაგებას უცდით! წინ, კიდე უარესი იმედგაცრუება გელით ვიდრე სიტყვით გამოხტებით, მეორედ გადაიკითხეთ - ვინც ვერ გაიგეთ და ტიტლიკანა ზელენსკის მადლი გფარავდეთ“- წერს ჩრდილელი.

გვენეტაძე

პოლიტიკა 1677247914

კლასიკური ტიპის უმადური, რომელიც უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრანტად“ და გაძევდეს საქართველოდან - ედიშერ გვენეტაძე

'ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან!,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე წერს და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კასიანოვი უნდა გაძევდეს საქართველოდან.„რატომ არ ომობთო ამ უბოროტესების დავალებით მოქმედმა ბოროტმა სუბიექტმა! ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან! მორჩა და გათავდა!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე

ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1677247307

კასიანოვის განცხადება არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია, ამის შემდეგ კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა, საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება - ქადაგიშვილი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის მორიგი პროვოკაციული განცხადება, რომელსაც დიპლომატისთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კასიანოვის ეს განცხადება მორიგი პროვოკაციაა.„სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის გამიზნული მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? – რა თქმა უნდა, უნდათ და სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადებები ახალისებს ასეთი პროვოკატორების ქმედებებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

vladimer bojadze

პოლიტიკა 1677247072

დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი - ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბოჟაძე წერს, რომ მსგავს ქმედებას ავატურის ნაწილად მოიხსენიებს."რუსეთ-უკრაინის უსასტიკესი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 1 წელია საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს(მათ შორის გუშინ გაეროში), პირველ ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით, 200 000 უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, 30 000 მეტი უკრაინელი ლტოლვილი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს საქართველოში, 1 წელია, ერთი გულწრფელი მადლობა არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, პირიქით 1 წელია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, 1 წელია "გვამუნათებენ" და მოგვიწოდებენ "გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში, გადავცეთ საბრძოლო იარაღი, ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი.დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა.ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ასე ღიად არის დაინტერესებული არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით, თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მუდამ ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხოლო კასიანოვის მსგავსი ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ!" - წერს ბოჟაძე.

ionatamishvili rati

პოლიტიკა 1677245979

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასდროს ავყვებით“ - რატი იონათამიშვილი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1677245503

გია აბაშიძე კასიანოვის განცხადებას ეხმიანება

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა - გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.როგორც აბაშიძე წერს, ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები უნდა მოეშთოს.„საქართველოს ხელისუფლებავ, დეტალურად ვიცი, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები მოსაშთობია! კმარა ბოროტი კლოუნების ბოგინი!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1677245215

ლევან ნიკოლეიშვილი კასიანოვის განცხადებაზე: გაღიზიანებული ადამიანის განცხადებაა სიტუაციის ოდნავ მაინც ასადუღებლად, თან აქციის დღეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.„ნაცმოძრაობის“ და რუბლოვნა ხოშტარიას დაძახებულზე რომ ხალხი არ მიდის აქციაზე, ამით უკიდურესად გაღიზიანებული ადამიანის განცხადებაა სიტუაციის ოდნავ მაინც ასადუღებლად, თან აქციის დღეს“, - წერს ექსპერტი.ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

ანდრი კასიანოვი

პოლიტიკა 1677244440

„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას“ - კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მმართველი გუნდის „ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს“.ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე," - განაცხადა კასიანოვმა.ანდრეი კასიანოვმა ასეთი პასუხი გასცა შეკითხვას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კეთდება განცხადებები, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს“.„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე. ვურჩევდი, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ დაუნდობელ ომში ამ წელს“, – განაცხადა კასიანოვმა.

პოლიტიკოსი

პოლიტიკა 1674726075

საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, იარაღის მიწოდებაზე კი, რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება - ხუნდაძე

კასიანოვი საგარეო უწყებაში კიდევ უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ბევრი განცხადება გაუგებარია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩიც დაიბარეს, თუმცა გაუგებარია, რისთვის.„ფრენებთან დაკავშირებული საკითხი იმ საერთო კონტექსტის ნაწილია, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიურად უნდა იყოს წარმოჩენილი. რუსეთთან ფრენები საქართველოს არ შეუწყვეტია და, შესაბამისად, მის აღდგენაზე საქართველო არ ზრუნავს, ეს არის რუსეთის გადასაწყვეტი. საქართველო უკრაინას იმ ნაწილში ეხმარება, რაც შეუძლია, ეს არის ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს უკან არცერთ შემთხვევაში არ დაუხევია. იარაღის მიწოდებაზე კი, საქართველო საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, მხარედ ვერ დაფიქსირდება, რადგან ეს მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და, ამ თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დგება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ლაშა დარსალია

პოლიტიკა 1674658108

უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ - საგარეო უწყება

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს. უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ.