კლასიკური ტიპის უმადური, რომელიც უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრანტად“ და გაძევდეს საქართველოდან - ედიშერ გვენეტაძე

გვენეტაძე

'ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან!,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე წერს და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კასიანოვი უნდა გაძევდეს საქართველოდან.

„რატომ არ ომობთო ამ უბოროტესების დავალებით მოქმედმა ბოროტმა სუბიექტმა! ეს კლასიკური ტიპის უმადური ნაძირალა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ასლია უნდა გამოცხადდეს „პერსონა ნონ გრატად“! და უნდა გაძევდეს საქართველოდან! მორჩა და გათავდა!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე