გია აბაშიძე კასიანოვის განცხადებას ეხმიანება

გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა - გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე.

როგორც აბაშიძე წერს, ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები უნდა მოეშთოს.

„საქართველოს ხელისუფლებავ, დეტალურად ვიცი, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსგავსი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ასპიტები მოსაშთობია! კმარა ბოროტი კლოუნების ბოგინი!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველოს სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.