1772649900
მედია: ადამ კადიროვის კორტეჟი მძიმე ავარიაში მოყვა - ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გროზნოში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს; ის მძიმე მდგომარეობაშია, აცხადებს წყარო - ინფორმაციას Kavkaz.Realii ავრცელებს,
„საავადმყოფომდე მისასვლელი გზები დაკეტილია, რადგან ადამი იქ გადაიყვანეს; ამბობენ, რომ ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს კადიროვის შვილს“, - განუცხადა გროზნოში ჩვენს რედაქციას ერთ-ერთმა წყარომ. კიდევ ერთმა წყარომ, დიასპორის წევრმა, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა, - წერს გამოცემა.












