ფერები

რჩევები 1765124978

უდარდელობის შეგრძნებას აჩენს... - ფერის ინსტიტუტმა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

ფერის ინსტიტუტმა Pantone 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს თეთრის ელფერი 11-4201 გახდა, სახელწოდებით Cloud dancer (ღრუბლების მოცეკვავე).ინსტიტუტში ფერს აღწერენ როგორც რბილ, დაბალანსებულ თეთრს, რომელიც უდარდელობის შეგრძნებას აჩენს.ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიტრის აიზემემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ბუმის დროში ღრუბლების მოცეკვავე ბობოქარ საზოგადოებაში დამამშვიდებელი გავლენის სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს მშვიდი ფიქრების ღირებულებებისკენ დაბრუნებისკენ უბიძგებს.Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს“. მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.

ფერი

მსოფლიო 1765099345

2026 წლის ფერი ცნობილია

 ფერის ინსტიტუტმა Pantone 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს თეთრის ელფერი 11-4201 გახდა, სახელწოდებით Cloud Dancer (ღრუბლების მოცეკვავე).ინსტიტუტში ფერს აღწერენ როგორც რბილ, დაბალანსებულ თეთრს, რომელიც უდარდელობის შეგრძნებას აჩენს.ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიტრის აიზემემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ბუმის დროში ღრუბლების მოცეკვავე ბობოქარ საზოგადოებაში დამამშვიდებელი გავლენის სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს მშვიდი ფიქრების ღირებულებებისკენ დაბრუნებისკენ უბიძგებს.Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს“. მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება. 

კაია კალასი

მსოფლიო 1764878934

Berliner Zeitung: კორუფციის შოკი ბრიუსელში - ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, კაია კალასზე ზეწოლა იზრდება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში კორუფციული სკანდალი ფართოვდება. ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასზე ზეწოლა იზრდება, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung. "ბრიუსელში დაძაბულობაა. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურში (EEAS) მანიპულირებული ტენდერების გარშემო კორუფციული სკანდალი ევროპულ კვარტალში სულ უფრო მეტად ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი დააკავეს, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი, ყურადღების ცენტრში ახლა კიდევ ერთი პიროვნებაა: კაია კალასი, ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში." - აღნიშნულია სტატიაში.გამოცემის ცნობით, გამოძიება კალასის ევროკავშირის მთავარ დიპლომატად დანიშვნამდე პერიოდის შესახებ ტარდება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მისი როლის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში გაჩნდა."EEAS, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. ახლა კი, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტში ფასადები ინგრევა, კრიზისის მართვა მისი მხრიდანაც, სულ უფრო დეტალური განხილვის საგანი ხდება." - წერს Berliner Zeitungკაია კალასი მიიჩნევს, რომ მოგერინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებმა, არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კარგ მუშაობაზე“. თუმცა, როგორც Berliner Zeitung-სთვის გახდა ცნობილი, ზოგიერთი თანამშრომელი კალასის მემორანდუმს კრიტიკულად უყურებს. ზოგადი განწყობაა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სურს კორუფციის საქმისგან რაც შეიძლება მალე დისტანცირება. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, კალასის „სრული გამჭვირვალობის“ შესახებ დახურულ კარს მიღმა გაცემულ დაპირებას სკეპტიციზმით შეხვდნენ. რამდენიმე თანამშრომელი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ შიდა კონტროლის სტრუქტურების შესახებ თითქმის არანაირი დეტალი არ გამოქვეყნებულა. ისინი მიუთითებენ, თუ როგორ მოხდა სავარაუდო მანიპულაციები და რატომ არ იქნა ყურადღება მიქცეული ბოლო წლებში გამაფრთხილებელ ნიშნებზე.კრიტიკულად განიხილება კალასის მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მინიშნებაც. კითხვა, თუ რატომ გახდა ასეთი ზომები აუცილებელი მხოლოდ მისი მანდატის ფარგლებში და იყო თუ არა სააგენტო სტრუქტურულად კორუფციისადმი მიდრეკილი მანამდე, პასუხგაუცემელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასი ამჟამად პოლიტიკური ზიანის შეზღუდვას ცდილობს, ევროპარლამენტში მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფები, ამჟამინდელ კორუფციულ სკანდალს ბრიუსელის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე კრიტიკის გასავრცელებლად იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ევროკომისიის მხრიდან ჯერჯერობით მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ."ბოლო თვეების განმავლობაში, კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის უკვე მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმარჯვა," - ვკითულობთ სტატიაში, სადაც ასევე საუბარია კალასის კრიტიკოსების მტკიცებაზე, რომ სკანდალი ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ევროპარლამენტარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სანდოობას და ზოგადად, საზოგადოების ნდობას. ეს ყველაფერი კი ხდება "ისედაც მგრძნობიარე დროს, როდესაც ევროკავშირი ძალიან სუსტ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია.„Berliner Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კაია კალასი, რომელიც წარსულში კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის დამცველად წარმოაჩენდა თავს, გამოძიებების გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა. გამოცემის ცნობით, ისიც ხშირად აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამსახურში სტრუქტურული სისუსტეები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა. 

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1764847916

აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს ტრამპის სახელი მიენიჭა

აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტმა მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა და მას ტრამპის სახელი მიანიჭა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ამ დილით სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში. საუკეთესო წინ არის“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც მშვიდობის პრეზიდენტი“.აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი დაფუძნებულია და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ.

დავით სონღულაშვილი

პოლიტიკა 1764582369

დავით სონღულაშვილი: ისრაელის სახელმწიფოში საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებების განხილვას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრი, ბატონი ავი დიხტერი, მის გუნდთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაღრმავებისადმი საერთო სურვილი და შესაძლებლობები. ისრაელი სოფლის მეურნეობის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კვლევის ლიდერი სახელმწიფოა.დღეს ხელი მოვაწერეთ განზრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ქმნის ახალი და ამბიციური ერთობლივი ინიციატივების შესანიშნავ საფუძველს. განზრახულობათა დეკლარაციის ფარგლებში თანამშრომლობა მრავალმხრივია, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის გაფართოება, სასურსათო პოლიტიკისა და სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვა, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სასწავლო პროგრამები. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს წინასწარ იმ პრიორიტეტებს რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.მინისტრმა ისრაელის ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო კვლევით ინსტიტუტში, ვოლკანის ცენტრში ვიზიტით შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ცენტრთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის 10 წლიანი ისტორია აკავშირებს.„ვოლკანის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განვსაზღვრეთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები; განსაკუთრებულად აღსანიშნავია სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის მეგობრობას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა წყლის მართვის, კლიმატის ცვლილების ფონზე კლიმატგამძლე კულტურების გამოცდის, ასევე პროდუქტიულობის გაზრდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

Met Gala

კულტურა 1763459807

Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა

ჟურნალმა Vogue დაასახელა Met Gala 2026-ის თემა, რომელიც 4 მაისს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტში გაიმართება. ღონისძიება „კოსტიუმის ხელოვნებას“ მიეძღვნება.„ეს გამოფენა შეიძლება მუზეუმში მართლაც მომხიბლავი ექსპოზიცია გახდეს და ჩვენი კოლექციის ყველაზე განსხვავებული სფეროების - ფერწერის, ქანდაკების, ნახატების ექსპონატებს მოიცავდეს“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, მაქს ჰოლეინმა.გასული, Met Gala 2025-ის თემა და მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენა „შავ დენდიზმს“ მიეძღვნა.

Met Gala

მსოფლიო 1763455683

Met Gala-ს შემდეგი მეჯლისის თემა დასახელდა

ჟურნალმა Vogue დაასახელა Met Gala 2026-ის თემა, რომელიც 4 მაისს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმის ინსტიტუტში გაიმართება. ღონისძიება „კოსტიუმის ხელოვნებას“ მიეძღვნება.„ეს გამოფენა შეიძლება მუზეუმში მართლაც მომხიბლავი ექსპოზიცია გახდეს და ჩვენი კოლექციის ყველაზე განსხვავებული სფეროების - ფერწერის, ქანდაკების, ნახატების ექსპონატებს მოიცავდეს“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, მაქს ჰოლეინმა.გასული, Met Gala 2025-ის თემა და მეტროპოლიტენის მუზეუმის გამოფენა „შავ დენდიზმს“ მიეძღვნა.

 გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

განათლება 1763447703

გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო.გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტ იე ჭიჟუეისა და კანცლერ ხე სინგჩუნს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მისი თქმით, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტთან კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტების მომზადების თვალსაზრისით.თავის მხრივ, ინსტიტუტის პრეზიდენტმა და კანცლერმა გივი მიქანაძეს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვეს.მინისტრთან ერთად ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე.

დაღუპულ ჯარისკაცებს მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან

მსოფლიო 1763107195

თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, თურქული C130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს ანკარას პროვინციის მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქელი მედია ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, ანკარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, დაღუპულები მურთედის საჰაერო ბაზაზე გადაასვენეს, სადაც მათთან გამოსამშვიდობებელი სამხედრო ცერემონია იმართება.გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ცერემონიის შემდეგ, სამი დაღუპულის პანაშვიდი შუადღის ლოცვის შემდეგ, აჰმედ ჰამდი აქსექის მეჩეთში გაიმართება და მათ ანკარაში დაკრძალავენ. დანარჩენი 17 დაღუპული კი მშობლიურ ქალაქებში დაიკრძალებიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ომი უკრაინაში 1762781529

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციამ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა.KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონულიცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია იაპონიაში, ჩიბასტექნოლოგიურ ინსტიტუტს (Chiba Institute of Technology - CIT) ესტუმრნენ. KIU-ს დელეგაცია შეხვდა CIT-ის პრეზიდენტ ჯოი იტოს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორ კენიჩი სეკის და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სეტოკუმას.ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. CIT გამოირჩევა მოწინავე ინჟინერიით, რობოტოტექნიკის დარგის ონოვაციებით, ნახევარგამტარებისა და ავიაკოსმოსური კვლევებით. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს იაპონიის პირველი ოფიციალური AI-ლექტორი, რომელიც ChatGPT-სა და Blockchain/VerifiableCredentials-ზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს იყენებს.მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს KIU-სა და KUCA-ს (KutaisiUniversity Campus) CIT-თან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.ურთიერთთანამშრომლობა განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი აკადემიური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე; საერთო კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში; ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულების ბაზაზე შემუშავებული ერთობლივი სერტიფიკატები; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ტოკიოსა და ჩიბაში. CIT-თან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაპონიის უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების სტანდარტებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს. KIU-ს და CIT-ის პარტნიორობის პირველი კონკრეტული პროექტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება.აღსანიშნავია, რომ KIU-ს დელეგაციის იაპონიაშიწარმატებული ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ტოკაის უნივერსიტეტთან (იაპონია); ასევე, KIU-ს მენეჯმენტი გაეცნო ტოკაის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას.

მძევლების გადაცემა

მსოფლიო 1762581238

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.„ცაჰალის“ ცნობით, ცხედარი თელ-ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვის გადაასვენეს.ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 5 ცხედარი.

სს

საზოგადოება 1762418874

კინორეჟისორი გოგი დოლიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე.ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო.მისი რეჟისორობით 1981-1987 აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის ალექსანდრე წუწუნავას „ორი მონადირე“, „ხანუმა“, კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, „კრაზანა“, „კომუნარის ჩიბუხი“; მიხეილ ჭიაურელის „საბა“; დავით რონდელის „უგუბზიარა“; მიხეილ გელოვანის „ნამდვილი კავკასიელი“; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლადო ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით: „შურისმაძიებელი ღმერთი“ და „ორლოვების ოჯახის სირცხვილი“.გიორგი დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და კრიტიკული წერილები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის „იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები“, მაინ რიდის „ოკეანეში დაკარგული“ და სხვა.2005 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს „ჩოხოსან რაინდთა დასის“ გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალ „რაინდის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გოგი დოლიძის წიგნის „ვასილ ამაშუკელი – კავკასიური კინოს პიონერი“ პრეზენტაცია.