ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციამ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გამართა.

KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონულიცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია იაპონიაში, ჩიბასტექნოლოგიურ ინსტიტუტს (Chiba Institute of Technology - CIT) ესტუმრნენ. KIU-ს დელეგაცია შეხვდა CIT-ის პრეზიდენტ ჯოი იტოს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორ კენიჩი სეკის და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სეტოკუმას.

ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. CIT გამოირჩევა მოწინავე ინჟინერიით, რობოტოტექნიკის დარგის ონოვაციებით, ნახევარგამტარებისა და ავიაკოსმოსური კვლევებით. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს იაპონიის პირველი ოფიციალური AI-ლექტორი, რომელიც ChatGPT-სა და Blockchain/VerifiableCredentials-ზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს იყენებს.

მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს KIU-სა და KUCA-ს (KutaisiUniversity Campus) CIT-თან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.

ურთიერთთანამშრომლობა განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი აკადემიური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე; საერთო კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში; ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულების ბაზაზე შემუშავებული ერთობლივი სერტიფიკატები; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ტოკიოსა და ჩიბაში. CIT-თან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაპონიის უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების სტანდარტებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს. KIU-ს და CIT-ის პარტნიორობის პირველი კონკრეტული პროექტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

აღსანიშნავია, რომ KIU-ს დელეგაციის იაპონიაშიწარმატებული ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ტოკაის უნივერსიტეტთან (იაპონია); ასევე, KIU-ს მენეჯმენტი გაეცნო ტოკაის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას.