ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
1764846377
აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტმა მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა და მას ტრამპის სახელი მიანიჭა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ამ დილით სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში. საუკეთესო წინ არის“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც მშვიდობის პრეზიდენტი“.
აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი დაფუძნებულია და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ.