ილია თოფურია

სპორტი 1782333419

როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

„თოფურია ახლა კარგადაა - მე მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია გითხრათ, რომ უკვე სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს. დისკომფორტს კვლავ განიცდის, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს ბრძოლა საერთოდ არ ჩაუტარებია“, - ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალიომ განაცხადა.„სახეზე დასიებული ადგილები ჩაუცხრა და აღარც დალურჯებები აქვს. ექიმებმა გვითხრეს, რომ ძვალი 6-დან 8 კვირამდე აღდგება, რის შემდეგაც გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ის დაბრუნდეს. საუბარია დაახლოებით 2-3 თვეზე. პროცესი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ხალხს ჰგონია. ის მენტალურად კარგად არის, ყველაფერს აცნობიერებს რაც მოხდა და ისიც იცის, თუ რისი გაკეთება მომავლისთვის საჭირო, რომ უკეთესი გახდეს. ის ჩემპიონის მენტალიტეტით დაბრუნდება“, - ამბობს ხესუს გალიო.         

ჯორჯინა უზკატეგუი

ტაბლოიდი 1782197449

ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს

UFC-ის ვარსკვლავის, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგის ურთიერთობა წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. წყვილი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს და ბევრისთვის ჰარმონიული ურთიერთობის მაგალითს წარმოადგენდა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი გზები გაიყო, თუმცა არც ერთ მხარეს ურთიერთობის დასრულების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია.წყვილის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ტაბლოიდური პრესა მუდმივად აკვირდება ორივე მხარის აქტივობას სოციალურ ქსელში. ცოტა ხნის წინ, ჯორჯინა უზკატეგი, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ხავი დე ოიოსი მიერ გასაჯაროებული მიმოწერაა, სადაც მოდელი ერთ-ერთ გამომწერს პასუხობს:ერთ-ერთმა გამომწერმა ჯორჯინას ჰკითხა, რატომ აღარ დარჩა ილია თოფურიას გვერდით.„ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად გვერდით ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ უკან დახევაა. უნდა მისცე ადამიანს უფლება, თავად აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომ ამ რთულ გზაზე შეიცვალონ და იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს.“მიმოწერა ამით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა გამომწერმა ჯორჯინას მისწერა:„ვწუხვარ, მაგრამ ილია ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს.“ჯორჯინას პასუხი კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა:„ეს მართლაც მტკივნეული და გულსაკლავია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა...“.

გეიჯი და თოგურია

სპორტი 1782072400

გეიჯის პასუხი ილია თოფურიასთან რემატჩზე ცნობილია

ჯასტინ გეიჯის პასუხი რემატჩზე ცნობილია."ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მომდევნო მეტოქის სახელი უკვე შერჩეული მაქვს. ილია თოფურია რემატჩს ვერ მიიღებს. შეუძლია, ეს სცადოს, მაგრამ რემატჩს ვერ მიიღებს. სკამზე დანებდა. ორჯერ დანებდა. ორჯერ დავაფინიშე და მეტი რა უნდა გავაკეთო ?მისი მომდევნო გამოწვევა მე ვერ ვიქნები. პედი პიმბლეტს ან ვინმე სხვას უნდა ეჩხუბოს",- ამბობს გეიჯი.

ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი

სპორტი 1782044026

„იგივე დაემართება, რაც ტონი ფერგიუსონს“ - გეიჯმა თოფურიაზე ისაუბრა

 ჯასტინ გეიჯი, ჯო როგანის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა.„იმედი მაქვს, თოფურია ჩემპიონი ისევ გახდება და ვიცი , რომ საამისოდ საჭირო უნარები აქვს, თუმცა ვფიქრობ, იგივე მოხდება, რაც ტონი ფერგიუსონის შემთხვევაში. როდესაც ფერგიუსონი დავამარცხე, მისი თავდაჯერებულობა კი არ გავანადგურე, არამედ მის მეტოქეებს მასზე წარმოდგენა შევუცვალე.ჩემთან ჩხუბამდე ფერგიუსონი იყო მებრძოლი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, როგორც კი ხალხს დავანახვე, მისი ბარიერის გადასალახავად რის გაკეთება იყო საჭირო, მასთან ოქტაგონზე აღარავინ შესულა იმ ფიქრით, რომ ტონის დამარცხება შეუძლებელი გახლდათ. ილიას იდენტობაც ეს იყო. თოფურიასთვის ურთულესი იქნება ეჩხუბოს მეტოქეებს, რომლებსაც მისი არ ეშინიათ“,- ამბობს გეიჯი.

„კონკისტადორმა UFC დაიპყრო“ - ესპანური პრესა ალექსანდრე თოფურიაზე

სპორტი 1781987104

„ისტორია გრძელდება...“ - ილია თოფურიას ძმა მიმართვას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია, ილია თოფურიას ძმა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: „თავი დასრულდა, მაგრამ ისტორია გრძელდება...“შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

მერაბ დვალიშვილი

საზოგადოება 1781986755

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს: „შენ უპატივცემულობას ავლენ სპორტის მიმართ იმ ერთგულებისა და შრომის მიმართ, რასაც თითოეული მებრძოლი დებს, როცა სისულელეებს ლაპარაკობ. მოგება იქნება თუ წაგება - ჩვენ ყველა მეომრები ვართ და პატივისცემას ვიმსახურებთ. ჯანდაბაში წასულა ყველა, ვინც იმაზე ლაპარაკობს, რაც არ იცის - მოდი და პირში მითხარი.“ცნობისთვის, ილია თოფურიას წაგებას სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ქართველ ელმატადორს MMA-ს ბრძოლის ისტორიაში 17 მოგება და 1 წაგება აქვს. 

ილია თოფურია

სპორტი 1781985433

ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ ჯასტინ გეიჯი მიმართვას ავრცელებს

UFC-ს მებრძოლი ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურიასთან ბრძოლის შემდეგ მიმართვას ავრცელებს.„ძალიან ამაყი ვარ იმ შედევრით, რომელიც შევქმენი ამ გზაზე, რომელიც 2008 წელს დავიწყე. ყველა ადამიანი, ადგილი თუ მოვლენა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა ან ჩემთვის მოხდა, მაძლევდა იმ ცოდნას, რომელიც მჭირდებოდა, რომ ჩემი გონება და სხეული ჩამომეყალიბებინა ამ მომენტისთვის - UFC Freedom 250-ისთვის.მე მყავს ოჯახი, რომელსაც ჩემს მიმართ იმაზე მეტი რწმენა აქვს, ვიდრე მე ოდესმე მქონია საკუთარი თავის მიმართ და მათ გარეშე დიდი ხნის წინ დავნებდებოდი.მე ვარ UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.ყველა შეტყობინება და გამამხნევებელი სიტყვა ჩემთვის დიდი სიხარულია“, - წერს ინსტაგრამზე გეიჯი.

ufc

სპორტი 1781950765

ქართველების სადებიუტო ბრძოლები UFC-ში - ორი ახალი ძალა

21 ივნისს ლევან ჩოხელი და ოთარ თანზილოვი UFC-ში თავიანთ სადებიუტო ბრძოლას გამართავენ. მოვლენა ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ალექსანდრე თოფურიას შემდეგ, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ახალი ქართველი სახეები აღარ გამოჩენილან. მათი პირველი ჩხუბის წინ, გავიხსენოთ თუ როგორი დებიუტი ჰქონდათ ჩვენს მებრძოლებს UFC-ში.ალექსანდრე თოფურია V კოლბი თიქნესი | UFC 312: Du Plessis vs. Strickland 2 | 08/02/2025 | მოგება, ერთსულოვანი გადაწყვეტილებითთოფურიასა და თიქნესის ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ორივე სპორტსმენისთვის ეს UFC-ში სადებიუტო ჩხუბს წარმოადგენდა. ამ დუელს დამატებითი ინტრიგა იმიტომ ჰქონდა, რომ კოლბი ალექს ვოლკანოვსკის გუნდელია და ლეგენდარული ქვემსუბუქწონოსანი მის კუთხეში იყო.ალექსანდრეს მხარეს კი რა თქმა უნდა, ილია თოფურია იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ავსტრალიელი მეტოქე დაამარცხა, ძმებისა და მეგობარი გუნდელების დუელს მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. რაც შეეხება შედეგს, ქართველმა სუპერმსუბუქწონოსანმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.გიგა ჭიკაძე V ბრენდონ დევისი | UFC on ESPN+ 18: Hermansson vs. Cannonier | 28/09/2019 | მოგება, გაყოფილი გადაწყვეტილებითჭიკაძემ UFC-თან კონტრაქტი ბრძოლამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე გააფორმა, მას შემდეგ, რაც დევისის თავდაპირველი მეტოქე ტრავმის გამო ჩხუბს ჩაეხსნა. გიგას არ ჰქონდა სრულფასოვანი მოსამზადებელი კემპი, მაგრამ შანსი მან ხელიდან არ გაუშვა. ბრენდონი კი იმ დროისთვის უკვე გამოცდილი მებრძოლი იყო, რაც ქართველი ქვემსუბუქწონოსნისთვის დიდ გამოცდას ნიშნავდა.რაც შეეხება შედეგს, აქ ერთი სახალისო და უცნაური ფაქტი მოხდა - ბრიუს ბაფერმა შეცდომით გამოაცხადა, რომ ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა რამდენიმე წამში შეცდომა გამოასწორა, ბოდიში მოიხადა და მოგებულად "ნინძა" გამოაცხადა.  განაგრძეთ კითხვა...

ილაი თოფურია

საზოგადოება 1781948130

როგორია ილია თოფურიას ტრავმების დეტალური სამედიცინო მიმოხილვა, მკურნალობის პროტოკოლები და რეაბილიტაციის პროგნოზი

ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა UFC Freedom 250-ის შემდეგ: სამედიცინო ანალიზი და მკურნალობის პროტოკოლები - ვინაიდან ინტერესი ამ თემისადმი ძალიან დიდია და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი, არასწორი ინფორმაციები, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ქართველი სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას.  ვაშინგტონში გამართული მძიმე ბრძოლის შემდეგ, ყოფილი ჩემპიონის, ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სპორტული მედიცინის ექსპერტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯასტინ გეიჯისთან ორთაბრძოლაში მიღებული მრავლობითი დარტყმების შედეგად, ქართველმა მებრძოლმა სახის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო.წინასწარი კლინიკური შეფასებით, პაციენტს ორბიტალური ძვლების მოტეხილობა და მხედველობის დროებითი ორმხრივი დაკარგვა აღენიშნებოდა. ქვემოთ მოცემულია სპორტსმენის ტრავმების დეტალური სამედიცინო მიმოხილვა, კონსერვატიული მკურნალობის პროტოკოლები და რეაბილიტაციის პროგნოზი.კლინიკური დიაგნოზი და მიმდინარე სტატუსი:ვაშინგტონის ჰოსპიტალში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგინდა:ორბიტალური ძვლების მოტეხილობა: თოფურიას ორსავე თვალის ბუდის არეში დაუფიქსირდა უდისლოკაციო (წანაცვლების გარეშე) მოტეხილობა, სადაც მარჯვენა მხარე უფრო მძიმედაა დაზიანებული. ვინაიდან ძვლოვანი ფრაგმენტების ანატომიური მდებარეობა შენარჩუნებულია, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა.მხედველობის დროებითი დაკარგვა: ბრძოლის მსვლელობისას სპორტსმენმა ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდგომ მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა. ეს გამოწვეული იყო მწვავე პოსტტრავმული შეშუპებითა და რეტრობულბარული ჰემატომით. ამჟამად პათოლოგიური პროცესი უკუგანვითარებადია.მიმდინარე მკურნალობა: პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და მკურნალობას სახლის პირობებში, კონსერვატიული მეთოდით აგრძელებს.კონსერვატიული მკურნალობის სამედიცინო პროტოკოლი:ვინაიდან მოტეხილობები არის სტაბილური და წანაცვლების გარეშე, მკურნალობის ტაქტიკა მთლიანად დაეფუძნა არაქირურგიულ, კონსერვატიულ პროტოკოლს:ფარმაკოთერაპია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა და კორტიკოსტეროიდების დანიშვნა პოსტტრავმული მწვავე შეშუპებისა და ტკივილის სინდრომის კუპირებისთვის.ინფექციების პრევენცია: ვინაიდან ორბიტის კედლის მოტეხილობები ხშირად თანაარსებობს პარანაზალური წიაღების ლორწოვანის დაზიანებასთან, ინიშნება ფართო სპექტრის პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია ორბიტალური ცელულიტის თავიდან ასაცილებლად. განაგრძეთ კითხვა...

ილია თოფურია

ტაბლოიდი 1781814041

„სავლე სულიერად იყო ბრმა...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის პოსტი სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მიზეზი გახდა ჯორჯინას მიერ „ინსტაგრამ“ სთორიში გამოქვეყნებული ბიბლიური ციტატა, რომელსაც მან დამატებითი განმარტებაც დაურთო და რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.„სავლე წამოდგა მიწიდან და თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა“. - საქმეები 9:8სამი დღის შემდეგ, მოწაფემ, სახელად ანანიამ, ილოცა მისთვის და მას მხედველობა დაუბრუნდა“.ჯორჯინამ ბიბლიურ ციტატას განმარტებაც დაურთო: „ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად უფრო მეტად აღიქმება, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური მხედველობის დაკარგვა: ეს სიმბოლურად ნიშნავდა, რომ სავლე სულიერად იყო „ბრმა“ და სჭირდებოდა გაჩერება, რათა საგნები სულ სხვა კუთხით დაენახა, ვიდრე თავის გზას გააგრძელებდა. გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.აღნიშნულმა პოსტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციტატა ზოგად სულიერ გზავნილს ატარებს და არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე მიმართული, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ირიბად ილია თოფურიასაც ეხებოდეს.მიუხედავად ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებისა, არც ჯორჯინა უზკატეგუის თემაზე დამატებითი საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.ესპანური მედია წერს, რომ ქართველი მებრძოლს პირად ცხოვრებაში, ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა, კერძოდ განქორწინების სასამართლო პროცესები აწ უკვე ყოფილ მეუღლესთან, რომელთანაც საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწია.განქორწინების შემდეგ თოფურიამ გარკვეული დროით დატოვა ესპანეთი და გადავიდა მაიამიში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი ყოფილი ცოლი შვილთან ერთად.

დანა უაითი

სპორტი 1781813312

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია

UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი აცხადებს, რომ UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე თავდასხმის რამდენიმე გეგმა არსებობდა.მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ამ ისტორიული ღონისძიების ჩაშლის რამდენიმე სავარაუდო მცდელობა გამოავლინეს.„UFC Freedom 250-მა“ ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საღამო შექმნა, თუმცა, მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, კულუარებში, ღონისძიების დაწყებამდე ბევრად ადრე გახდა ცნობილი.მიუხედავად უსაფრთხოების რისკებისა, ღონისძიება ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდა და მაყურებლებმა მთავარი ბრძოლა იხილეს, სადაც ჯასტინ გეიჯმა ილია თოფურია დაამარცხა. დანა უაითმა შეაქო ფედერალური უწყებები სიტუაციის ეფექტურად მართვისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საღამოს განმავლობაში მაყურებლები საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარან.

ილია თოფურია

სპორტი 1781812799

„ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა...“ - რას ამბობს ილია თოფურიას მენეჯერი

MMA-ს მებრძოლის, ილია თოფურიას მენეჯერმა მალკი კავამ, MMA Junkie-სთან ინტერვიუში „ელ მატადორის“ შესახებ ისაუბრა.კავას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა თქვა თოფურიამ პირველად მარცხის შემდეგ: „პირველი, რაც ილიამ იკითხა იყო, მიიღეს თუ არა ქომაგებმა სიამოვნება ბრძოლისგან“, - განაცხადა კავამ.ილიამ უკვე დააფიქსირა სურვილი, რომ ჯასტინ გეიჯისთან რემატჩი სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ გამოწვევას ჯასტინ გეიჯი.