თურქეთში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

ავარია თურქეთში

თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მანისას გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ავარიის შესახებ დილის 11:11 საათზე მიიღეს შეტყობინება.

ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრაობდა და დენიზლის პროვინციაში, ფამუქალესკენ მიემგზავრებოდა.

ავტობუსში 34 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

✕