ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
თურქეთში, ქალაქ ხოფაში სატვირთოების ავტოსადგომზე მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო გზაზე მდებარე „ესენკიის“ სატვირთოების ავტოსადგომზე, დილის დაახლოებით 06:00 საათზე ფერდობიდან ჩამოშლილი კლდის დიდი მასები გაჩერებულ მანქანებს დაეცა.
ხოფის სამძებრო-სამაშველო სამსახურის, სახანძრო, პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გაიგზავნა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შემდეგ, მაშველებმა რეგიონში სამძებრო-სამაშველო და ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.
45 წლის ქასიმ თოფალოღლუ, რომელმაც ინციდენტის დროს საკუთარი მანქანა გადაარჩინა და შემდეგ მეგობრების დახმარებას ცდილობდა, მეორე (განმეორებითი) მეწყრის დროს ის ადგილზე დაიღუპა.