მოძრაობის შეზღუდვა

დედაქალაქი 1751565972

ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - დეტალურად

საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია „მადაგონის“ მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს, რის შემდეგაც საბურთალოს რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელს მოაწყობს და საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.სამუშაოების დანარჩენ ეტაპებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიკამენტი

საზოგადოება 1751384239

ძვირად ღირებული მედიკამენტი, რომელსაც თბილისის მერია დააფინანსებს - როგორ უნდა ჩაერთონ მსურველები ახალ პროგრამაში

თბილისის მერია 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს, „აქტემრას“ დააფინანსებს. მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.ასევე ნახეთ ↓

კახა კალაძე

პოლიტიკა 1751355521

კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1751354683

პაატა ბურჭულაძეს დასავლელი ბიუროკრატების ქცევა აქვს გადმოტანილი, უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი

დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო. ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერიას მიმართა, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს და თქვა: „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ“.„ტრაგიკომედიაა, რა ვქნათ? – მესმის, რომ ინგლისის მთავრობას და ევროკავშირის  ბიუროკრატიას უჭირს და ამიტომ საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ, მაგრამ მათ მათსავე ნაზარდი არასამთავროები და ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს და ახლა აქეთ გვესარჩლებიან. მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია, როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ამბობს. ფაქტობრივად, რას გვეუბნებიან ხოლმე დასავლელი ბიუროკრატები? – როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არც კი შემოგვეპასუხოთო. აქედან გამომდინარე, ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული. ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თბილისის მერია

პოლიტიკა 1751272317

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტსმოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკისპირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისმოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთამხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას - სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით,პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, - აღნიშნა მერის მოადგილემ.კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

თბილისის მერია

საზოგადოება 1751272156

თბილისის მერიამ ბოლო წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულება მილიარდ ნახევარი ლარით დააფინანსა

სკოლამდელი განათლების მიმართულება ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, მთლიანობაში, მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს დედაქალაქის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე.მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას უწევს 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც რეგისტრირებულია 60 000 აღსაზრდელი.„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ბაღებში თანამედროვე სტანდარტისთვის მიგვეღწია, ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველისგან და ყველა იმ საჭირო ინვენტარს მოიცავს, რაც თანამედროვე ბაღს სჭირდება. ამ წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის ახალი შენობა; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 14 ბაღის შენობას; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დედაქალაქში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს.მისივე თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სააგენტო მუშაობს სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც.„ბაღებში უკვე დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP; დაინერგა ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ყველა ახალ ბაღში ლიფტებია შშმ პირთათვის; დაინერგა ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის კონტროლის სტანდარტი“, - განაცხადა მერის მოადგილემ.გარდა ამისა, ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა გაიზარდა 40-იდან 55-მდე და პროექტით სულ 20 000 აღსაზრდელი სარგებლობს. ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილმა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა 3 სპეციალიზებულ ბაღში მიიღო სკოლამდელი განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი.

puli

ფინანსები 1751271518

თბილისის მერიამ ჯანდაცვის და სოციალურי მიმართულებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა - ანდრია ბასილაია

„სოციალურისა და ჯანდაცვის მიმართულება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მას ზეწლების განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს დედაქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე.მისივე თქმით, ამჟამად ზემოთ აღნიშნული მიმართულების 30 პროგრამა მოქმედებს, რომლის ბენეფიციარი წელიწადში ნახევარი მილიონი თბილისელია.ბასილაიას განმარტებით, მთლიანობაში ამ წლების განმავლობაში 4 მილიონამდე განცხადი დაფინანსდა.„მოსვლის დღიდან ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ახალ პროგრამებზე, რომლებიც ყველაზე უფრო საჭირო იყო საზოგადოებისათვის. ამ წლების განმავლობაში ბევრი ახალი პროგრამა დაინერგა. პირველ რიგში, ეს არის ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტის დაფინანსება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 60 შემთხვევა, დაფინანსება ერთ პაციენტზე 120 000 ლარია; ლეიკემიისა და სხვა ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მკურნალობის ფარგლებში დაფინანსდა ბევრი კვლევა, ასევე, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა; ასევე, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა არის ისევ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ორი მუნიციპალური სკრინინგ ცენტრი და გავხსენით კიდევ ორი ფილიალი. ამ პერიოდში 850 000-მდე კვლევა დაფინანსდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას დაემატა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების პროგრამა. ბასილაიას განმარტებით, ეს არის ძვირადღირებული მკურნალობის კურსი, რომელიც წელიწადში 25 000 ლარამდე ჯდება და უკვე დაფინანსდა 1 800-მდე ბენეფიციარი.„ასევე, გვაქვს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება მკურნალობის კურსები, რომლებიც 25 000-დან 70 000-მდე ლარამდე მერყეობს. ამ მიმართულებით დაფინანსდა 1 800 ბენეფიციარი,“ - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მიმართულებას ასევე დაემატა სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 900-მდე შემთხვევა.მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აუტიზმის სპექტრის დარღვევა მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამით 2 400 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.ამასთან, ანდრია ბასილაიას განცხადებით, უკვე დაანონსებულია და ბიუჯეტში ასახულია ახალი პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას გულისხმობს. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 100%-ით დააფინანსებს სოციალურად დაუცველ პირებს, ხოლო 80%-ით ყველა სხვა მოსარგებლეს.

ლევან უჯმაჯურიძე

ფინანსები 1751021715

ლევან უჯმაჯურიძემ „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმზე“ ქართული ვაზის გენოფონდის მნიშვნელობაზე მოხსენება წარადგინა

საერთაშორისო ფორუმს, რომელიც თბილისში გაიმართა, ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინის ექსპერტები, მარკეტერები, სომელიეები, მწერლები, სამეცნიერო და სასწავლო საზოგადოების წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.„ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში, მოხსენება თემაზე: „ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის მოძიება, აღდგენა, კვლევა და კონსერვაცია“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარადგინა.ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის უნიკალურ გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, მის ისტორიულ წარსულზე, მოძიებისა და კონსერვაციის პროცესებზე, ცენტრის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, მევენახეობა-მეღვინეობის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ვაზის გენეტიკური მემკვიდრეობა არამხოლოდ დაცული და შესწავლილი იყოს, არამედ ფართოდ წარმოჩინდეს ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებზე, როგორც ქართული მეღვინეობის განვითარების უმთავრესი წინაპირობა. რაც უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ამ მიმართულებით, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი ღვინის ინდუსტრიის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა.ფორუმის ფარგლებში გაიმართა სემინარები, მასტერკლასები და დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციას და დარგის პროფესიონალებს შორის კავშირების გაძლიერებას.ღონისძიების ორგანიზატორი პლატფორმა „მადამ სომელიე“, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისის მერია და კახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ.

მოძრაობა

საზოგადოება 1750958438

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

28 ივნისიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად“, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლისის ტბის მიმდებარე

საზოგადოება 1750924349

ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდება - თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს.

ბაზრობა

საზოგადოება 1750838153

1 687 000 ლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს

სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება.„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე, მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება, დასუფთავება, ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება, მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მიმართულებითაც გაიმართა არაერთი შეხვედრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერიამ გაუწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ეს თანხა ჯამურად შეადგენს 1 687 000 ლარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა, დაზარალებულების სახელით, მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავუხადო მადლობა, იმ დაზარალებული ხალხის სახელით, რომელიც ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გადავდგით ნაბიჯი, შევხვდით ამ ადამიანებს, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. უკვე დაიწყო თანხების ჩარიცხვა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ამ დაზარალებულ მეწარმეებთან. კიდევ ერთხელ, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რათა მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დამხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია

საზოგადოება 1750836878

კარგი ინფორმაცია - ამ პაციენტების ძვირად ღირებულ მედიკამენტებს მერია დააფინანსებს

თბილისის მერია, 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა -მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს.მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.