ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდება - თბილისის მერია

ლისის ტბის მიმდებარე

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს.