ძალადობა ბავშვზე

შემთხვევა 1713728851

„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა...“ - თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა.„1984 წელს ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში გაუგონარი ამბავი მოხდა. ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონა დაორსულდა, ბავშვი თბილისში გააჩინა და სამწუხაროდ მას საშვილოსნო ამოაჭრეს. გოგოს ბავშვის სახლში წაყვანა უნდოდა, მაგრამ დედის კატეგორიული მოთხოვნის და ჩხუბის შედეგად, მან შვილი სამშობიაროში დატოვა. ჩატარდა არაერთი სასამართლო, სადაც დედის მოთხოვნით მოძალადედ დამ ძმა დაასახელა.სამწუხაროდ ისტორიის დასასრული არ ვიცი, მაგრამ 39 წლის შემდეგ მინდა გითხრათ ყველას, ვინც ეს ისტორია იცით და მთელი ამ დროის განმავლობაში ძმას ლაფში სვრიდით.სინამდვილეში გოგონა უფროსმა მამაკაცმა, მეზობელმა გააუპატიურა, და-ძმას ცხოვრება გაუუბედურა და თვითონ მშვიდად დაპარპაშებს. დედის საქციელზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ. ძმა უდანაშაულოა“, - წერს თამუნა მუსერიძე.

pregnant

საზოგადოება 1711141253

„ერთმანეთს მაშინ დაგაშორეს, როცა გაიგეს, ბავშვს ელოდებოდი, შემდეგ რძლად მე მომიყვანეს...“ - ქალი ქმრის ყოფილ შეყვარებულს ეძებს

უკვე რამდენიმე წელია, ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ფეისბუკ ჯგუფში „ვეძებ“ უამრავი ადამიანი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს, ან ადამიანს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და რეალურად, ცოცხალია.  ისტორიები ერთმანეთზე მეტად შემზარავი და მძიმეა... ამჯერად, ქალი ეძებს ქმრის ყოფილ შეყვარებულს, რომელიც 6 თვის ორსული იყო, როცა დააშორეს. ანონიმური პოსტის ავტორი განმარტავს, რომ მეუღლე დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავს და მხოლოდ მცირე ცნობები აქვს იმ გოგოს შესახებ, რომელიც შესაძლოა, მისი შვილების დედმამიშვილის ბიოლოგიური დედაა.„ისტორია ასეთია - ვეძებ მეუღლის ჩემი ქმრის შვილს, ჰქონდა სვან გოგოსთან ურთიერთობა, ამ დროს, ჩემი ქმარიც და ის გოგოც, ასე, 22 წლისები იყვნენ, 2-3 წელი ურთიერთობა ჰქონდათ... ეს გოგო ნახალოვკაში, პირველ სამშობიაროსთან ახლოს, მეგობართან, მეორე სართულზე მიდიოდა ხოლმე, იქ მიდიოდა ჩემი ქმარიც შესახვედრად. 1995 წლის იანვარში უკვე ყოფილხარ 6 თვის ორსული, როდესაც მე მომიყვანა ცოლად, მაისის თვეში უნდა გემშობიარა წესით, თუ გეცნობა ეს ისტორია, ეს ხომ შენი ისტორიაა... თუ გააჩინე შვილი და გაზარდე, ან გააშვილე, მინდა ვიცოდე, სად არის, გავიცნოთ, მეც მეყოლა შვილები, მინდა, დედმამიშვილები გაიცნოს შენმა შვილმა. 2 ან 3 წლის ურთიერთობის შემდეგ დაგაშორეს ერთმანეთს, როცა გაიგეს, რომ ბავშვს ელოდებოდი და მომიყვანეს მე რძლად/ 1995 წლის იანვარში დაშორდით.ბიჭი, სახელად ავთო, 22 წლის იყო კახეთიდან. ნახალოვკაში 1-ელ სამშობიაროსთან, პირველ სართულზე ნათესავებთან ცხოვრობდა, რაც მისი მონაყოლიდან ვიცი, ესაა.ვიცი, რომ წარმოშობით ხარ სვანი ხატია, ან ხათუნა. გვარი არ მახსოვს. გთხოვთ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია...  ქმარი ახალგაზრდობაში დაიღუპა...“ - წერს ანონიმური პოსტის ავტორი.

მუსერიძე

ტაბლოიდი 1709902056

პრეზიდენტმა ჟურნალისტი და სოციალურ პროექტ „ვეძებ“-ს დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ დააფუძნა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.ამის შესახებ მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:„ღმერთო !!დღეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების მედლით დამაჯილდოვეს“. – წერს ჟურნალისტი Facebook-ზე. 

ნანუკა გულუა

faceამბები 1709639751

„გავსკდი ტირილით! გემუდარებით, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს...“ - ნანუკა გულუა

გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ ერთმანეთი, წლების შემდეგ, სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ იპოვეს. ტყუპი დები გადაცემის „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმრები იყვნენ, სადაც საკუთარ ამბავზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში მსახიობი ნანუკა გულუა ეხმიანება და წერს, რომ ეძებს ძმას, რომელიც ასევე გააშვილეს. ნანუკა გულუა ასევე მიმართავს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, რომელმაც წლების წინ მასშტაბური პროექტი – „ვეძებ“ წამოიწყო და უამრავ ადამიანს ოჯახის გაშვილებული წევრი აპოვნინა:„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ! თამუნა მუსერიძე – ბოლოს რაც გავარკვიე, ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:„შენს ვიდეოებს ვკოცნო? რატომ არაფერი მაშველინე, ჩემო მიამიტო... ვის ჩავეხუტო, ვის აქვს შენი სუნი და სული?!“ - რას წერენ ქეთი ჯავახიშვილზეVIDEO: „ისეთი ლამაზია, შემოულაწუნე, მამაო, მემართება“ – რატომ ვერ უსვამს კითხვებს „რუსთავი 2“-ის ციფრული მიმართულების მენეჯერი ანასტასია ჯეირათს

და ძმა

საზოგადოება 1708876105

VIDEO: და-ძმის პირველი შეხვედრა - მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს

გენეტიკური ტესტის მეშვეობით კიდევ ერთმა და-ძმამ იპოვა ერთმანეთი.ემოციურ ვიდეოს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ავრცელებს. 

საფლავი

საზოგადოება 1708543593

„44 წლის წინ დაიბადა გოგონა, მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია“ - თამუნა მუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს.მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა.„44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან - ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა“, - წერს თამუნა მუსერიძე. ასევე დაგაინტერესებთ:ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა კვაზარი აღმოაჩინეს„კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“ - ხავი ჩავასიVIDEO: თათია შარანგიამ მეუღლეს დაბადების დღე ეშმაკის ბორბალიდან მიულოცა

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება 1707338696

„რაც თავი მახსოვს, მამაჩემი სისტემატურად ძალადობდა ჩემზე” – რა წერილი მისწერა 24 წლის გოგონამ თამუნა მუსერიძეს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.„აუცილებლად დაწერეთ, რომ ეს წერილი გოგონასგან მივიღე და ისე არ გამოიტანოთ სათაური,თითქოს ჩემი დაწერილია.გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე , რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა.. ❗️ კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე...არ ვიცი ამ ესემესს თუ ნახავ , მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ... რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე , დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია…ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა რადგან “ხალხი რას იტყვის” ის თაობა იყო…ალბათ 6-5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე , რადგან მეშინოდა მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდა. ერთ დღეს მთვრალი მოვიდა. დედაჩემი ცემა გააგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი.მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რომ არ მინდოდა ის , რასაც აკეთებდა მაგრამ არ ჩერდებოდააა..მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა 7-8 წლის ბავშვს მაგრამ მეშინოდაა.დავისტრესე,ჩავიკეტე ,დავკომპლექსდი. დღეში ასჯეერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი,ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაააულებდააა. 13 წლის ვიყავი რო ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას.ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის , რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამინი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რო ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმაა , ზუსტად ისეთმა ხალხმა ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ. უსუსურს რომელიც ვერც კი იაზრებდაა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რო ეხებოდა“, – წერს ის.

თამუნა მუსერიძე

სამართალი 1706714921

რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე პოლიციაში

უკვე რამდენიმე საათია, სამშობიაროებიდან ჩვილების  უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში იმყოფება.არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სურდათ მისთვის საქმის ახალი დეტალები გაეცნოთ.ჩვილების უკანონოდ გაშვილება-გაყიდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საქმე 2022 წლის სექტემბერში აღიძრა.თამუნა მუსერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კომენტარს გააკეთებს. ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:პირველი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება - კალაძე„15-დან 25-წლამდე ადამიანების 80% არ მუშაობს... ვიღაცები იტყვიან, ეს ხალხი სწავლობსო“ - პავლე მგელაძე

ჩემოდანი

საზოგადოება 1706445137

„გათხრილი საფლავი ცარიელი დაგვხვდა. სრულ შოკში ვიყავით. ვიცინოდით და ვტიროდით ერთად...“ - რა ამბობს დედა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ახალშობილები მოჰპარეს

BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც საქართველოში ჩვილების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების პრაქტიკას ეხება, მოთხრობილია ბავშვების უკანონოდ გაყიდვის საქმეზე ყვარელში.ირინა ყვარლიდან ჰყვება, რომ მან და მისმა ქმარმა ცარიელი ჩემოდანი საკუთარ ეზოში დამარხეს, სადაც 40 წელი ეგონათ, რომ გარდაცვლილი ტყუპები იყვნენ.ქალის თქმით, მშობიარობიდან რამდენიმე დღეში მას უთხრეს, რომ მისი ტყუპი ვაჟები გარდაიცვალნენ. ექიმებმა ქალს უთხრეს, რომ მოეძებნა რაიმე, რითაც ბავშვების დაკრძალვას შეძლებდა.„მე ვუთხარი ჩემ ქმარს, რომ ბავშვები დაიღუპნენ და მოეტანა გასახვევი თეთრეული და ჩემოდანი დასამარხად" - ამბობს დაზარალებული ქალი.რესპონდენტის შვილის თქმით, მან Facebook-ზე თამუნა მუსერიძის გაკეთებული ჯგუფი ვეძებ იპოვა, რის შემდეგაც გაუჩნდა ეჭვები, ნამდვილად გარდაცვლილები იყვნენ თუ არა მისი ტყუპი ძმები, და თავის დასთან ერთად ჩემოდნის ამოთხრა გადაწყვიტა. 40 წლის შემდეგ ჩემოდანი ამოთხარეს, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა."ყვარლის პოლიციას დავურეკეთ და ვუთხარით, რომ გათხრილი საფლავი ცარიელი დაგვხვდა. მე და ჩემი და სრულ შოკში ვიყავით. ვიცინოდით და ვტიროდით ერთად." - ამბობს გაშვილებული ტყუპების და."უნდა იცოდნენ, რომ დედას არ გაუყიდიათ. არ იყვნენ ცუდი დედის შვილები, ნორმალური დედის შვილები იყვნენ, მაგრამ მოიპარეს. თორემ მე არაფერი არ მინდა. მე მინდა, რომ დავინახო, თუ ცოცხლები არიან, როგორები არიან " - ამბობს გაყიდული ტყუპი ვაჟების ბიოლოგიური დედა. ასევე ნახეთ:„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ“ - მადონა კოიძის თქმით, სახლში დაიღალნენ მისი მოწესრიგებულობითჩიკაგოში, ტროტუარზე ვირთხის დატოვებული ანაბეჭდი ღირსშესანიშნაობად იქცა - ფოტო

დები

მსოფლიო 1706247010

BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.„2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ". – წერია ფილმის აღწერილობაში.ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. BBC-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2024 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.            View this post on Instagram                       A post shared by BBC 100 Women (@bbc100women)  ასევე ნახეთ:VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია„ეს მოვლენა ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას...“ - რას უნდა ველოდოთ 25 იანვარს და რა არ უნდა გააკეთოთ „მგლის მთვარის“ დღეს

შორენა ბეგაშვილი

ტაბლოიდი 1705527254

VIDEO: რა კადრებს აქვეყნებს ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული შორენა ბეგაშვილი

ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამზე“ თბილისში, საკუთარ სახლში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს ↓ცნობისთვის, ფოტო მოდელმა შობა-ახალი წელი შვილთან ერთად სხვადასხვა კუნძულზე გაატარა.ასევე ნახეთ:რა შემთხვევაში გადაგიყვარებთ „ის“ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით“ჩემი დაქალი დაიკარგა 1 კვირის წინ…” - რას წერს თამუნა მუსერიძეერთ-ერთი ჩანთის ღირებულება 15 000 დოლარია - შორენა ბეგაშვილის მდიდრული გატაცებები

ჰაუსი

ტაბლოიდი 1705520193

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალური სეზონი იწყება - ნახეთ, ვინ არიან მონაწილეები

„რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსის“ ფინალური სეზონი  - „პრამ ჰაუსი All Star“ იწყება.მეგა შოუს ფინალურ სეზონში მონაწილეობას გასული სეზონის „პრაიმ ჰაუსელები“ იღებენ.როგორც ცნობილია ფინალურ სეზონში იქნებიან: ნიკო ქართველი & სალომე უშხვანი; სალომე კაპანაძე; კრისტი აბაკუმოვა; სალომე ბარათაშვილი; გიორგი დიასამიძე (დიასა), კესო ბერუაშვილი და პაატა თედიაშვილი.ჯერჯერობით უცნობია, კიდევ ვინ მიიღებს პროექტიში მონაწილებას. ასევე დაგაინტერესებთ:“ქარბუქი, თოვლი, ლიპყინული…” - ამინდი უარესდება“ჩემი დაქალი დაიკარგა 1 კვირის წინ…” - რას წერს თამუნა მუსერიძე“ბედნიერი ვარ…”- რა კადრებს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე