„რაც თავი მახსოვს, მამაჩემი სისტემატურად ძალადობდა ჩემზე” – რა წერილი მისწერა 24 წლის გოგონამ თამუნა მუსერიძეს

თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„აუცილებლად დაწერეთ, რომ ეს წერილი გოგონასგან მივიღე და ისე არ გამოიტანოთ სათაური,
თითქოს ჩემი დაწერილია.

გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე , რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა.. ❗️ კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე...

არ ვიცი ამ ესემესს თუ ნახავ , მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ... რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე , დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია…

ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა რადგან “ხალხი რას იტყვის” ის თაობა იყო…ალბათ 6-5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე , რადგან მეშინოდა მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდა. ერთ დღეს მთვრალი მოვიდა. დედაჩემი ცემა გააგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი.

მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რომ არ მინდოდა ის , რასაც აკეთებდა მაგრამ არ ჩერდებოდააა..

მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა 7-8 წლის ბავშვს მაგრამ მეშინოდაა.დავისტრესე,ჩავიკეტე ,დავკომპლექსდი. დღეში ასჯეერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი,ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაააულებდააა. 13 წლის ვიყავი რო ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას.ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის , რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამინი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რო ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმაა , ზუსტად ისეთმა ხალხმა ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ. უსუსურს რომელიც ვერც კი იაზრებდაა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რო ეხებოდა“, – წერს ის.