„44 წლის წინ დაიბადა გოგონა, მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია“ - თამუნა მუსერიძე

საფლავი

არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს.

მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა.

„44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან - ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა“, - წერს თამუნა მუსერიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა კვაზარი აღმოაჩინეს

„კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“ - ხავი ჩავასი

VIDEO: თათია შარანგიამ მეუღლეს დაბადების დღე ეშმაკის ბორბალიდან მიულოცა