„ერთმანეთს მაშინ დაგაშორეს, როცა გაიგეს, ბავშვს ელოდებოდი, შემდეგ რძლად მე მომიყვანეს...“ - ქალი ქმრის ყოფილ შეყვარებულს ეძებს

pregnant

უკვე რამდენიმე წელია, ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ფეისბუკ ჯგუფში „ვეძებ“ უამრავი ადამიანი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს, ან ადამიანს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და რეალურად, ცოცხალია.  ისტორიები ერთმანეთზე მეტად შემზარავი და მძიმეა... ამჯერად, ქალი ეძებს ქმრის ყოფილ შეყვარებულს, რომელიც 6 თვის ორსული იყო, როცა დააშორეს. 

ანონიმური პოსტის ავტორი განმარტავს, რომ მეუღლე დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავს და მხოლოდ მცირე ცნობები აქვს იმ გოგოს შესახებ, რომელიც შესაძლოა, მისი შვილების დედმამიშვილის ბიოლოგიური დედაა.

ისტორია ასეთია - ვეძებ მეუღლის ჩემი ქმრის შვილს, ჰქონდა სვან გოგოსთან ურთიერთობა, ამ დროს, ჩემი ქმარიც და ის გოგოც, ასე, 22 წლისები იყვნენ, 2-3 წელი ურთიერთობა ჰქონდათ...

ეს გოგო ნახალოვკაში, პირველ სამშობიაროსთან ახლოს, მეგობართან, მეორე სართულზე მიდიოდა ხოლმე, იქ მიდიოდა ჩემი ქმარიც შესახვედრად. 1995 წლის იანვარში უკვე ყოფილხარ 6 თვის ორსული, როდესაც მე მომიყვანა ცოლად, მაისის თვეში უნდა გემშობიარა წესით, თუ გეცნობა ეს ისტორია, ეს ხომ შენი ისტორიაა...

თუ გააჩინე შვილი და გაზარდე, ან გააშვილე, მინდა ვიცოდე, სად არის, გავიცნოთ, მეც მეყოლა შვილები, მინდა, დედმამიშვილები გაიცნოს შენმა შვილმა.

2 ან 3 წლის ურთიერთობის შემდეგ დაგაშორეს ერთმანეთს, როცა გაიგეს, რომ ბავშვს ელოდებოდი და მომიყვანეს მე რძლად/ 1995 წლის იანვარში დაშორდით.

ბიჭი, სახელად ავთო, 22 წლის იყო კახეთიდან. ნახალოვკაში 1-ელ სამშობიაროსთან, პირველ სართულზე ნათესავებთან ცხოვრობდა, რაც მისი მონაყოლიდან ვიცი, ესაა.

ვიცი, რომ წარმოშობით ხარ სვანი ხატია, ან ხათუნა. გვარი არ მახსოვს.

გთხოვთ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია...  ქმარი ახალგაზრდობაში დაიღუპა...“ - წერს ანონიმური პოსტის ავტორი.