პრეზიდენტმა ჟურნალისტი და სოციალურ პროექტ „ვეძებ“-ს დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ დააფუძნა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ამის შესახებ მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს:

„ღმერთო !!

დღეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების მედლით დამაჯილდოვეს“. – წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.