აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი საბურავებით და ქვებით ჩახერგეს

aqcia

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილი საბურავებით და ქვებით ჩახერგეს.

მანამდე აქციის მონაწილეებს გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.