თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი • 1792353291

„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში მოარულ ჭორებს ეხმაურება და პასუხობს კითხვას, დაშორდა თუ არა მეუღლეს. „სულ მეკითხებიან ხოლმე, შერიგდით? ყოველ ჯერზე, როცა ფოტოს მეუღლესთან ერთად ვდებ, სულ არის - აა, შერიგდნენ. ვერ ვხვდები, ვის რა - მე დავშორდები, შევურიგდები. ამით შენ რა, გაკლდება რამე, გემატება რამე? ეს არის პირადი. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების პატივისცემა მოიკოჭლებს. იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან მიჩვეულია ადრენალინს, ერთმანეთის კრიტიკას, ერთმანეთის საქმეში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფას და პირადი საზღვრების დაუცველობას.არ დავშორებულვართ, არც ვაპირებთ, იმედია უფლის წყალობითა და ჩვენი ინტელექტით გავქაჩავთ ბოლომდე“, - ამბობს თათა გიორგობიანი გადაცემაში „ერთი ერთზე გიორგისთან“.ცნობისთვის, თათა გიორგობიანის მეუღლე კონსტანტინე მოსიძეა.კონსტანტინემ თათას ხელი 2023 წელს, სატელევიზიო გადაცემის ჩაწერის დროს სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენჯერმე გავრცელდა.

თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი • 1752267891

„ვმუშაობდი ინგლისურის პედაგოგად და მოლარე-კონსულტანტად” - რას ჰყვება თათა გიორგობიანი

მომღერალი, თათა გიორგობიანი წლების წინ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:,,10 წლის წინანდელი ფოტოა.. მაშინ არც ეკრანზე ვიყავი, არც ვმღეროდი. ვმუშაობდი ინგლისურის პედაგოგად და მოლარე-კონსულტანტად. ღამღამობით საბნის ქვეშ ფანრის შუქზე  ვკითხულობდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურას დილამდე, თან სულ მეჩხუბებოდნენ: დროზე დაიძინეო!"-წერს თათა. 

თათა გიორგობიანი

საზოგადოება • 1750881103

ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში

თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მომღერალს პაპა გარდაეცვალა.„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ... ჩემი გამზრდელი პაპა და ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, მეწარმეთა კავშირის დამფუძნებელი, უამრავი ობოლი სტუდენტის სრულიად უანგაროდ გზაზე დამყენებელი... ბონდო ზარნაძე მიღმიერში გადასახლდა“, - წერს თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.    

ნიკუშა

საზოგადოება • 1745057100

VIDEO: „სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას. ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის" - ნიკუშა შენგელაია დედაზე

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნიკუშა შენგელაიამ დედის - სოფიკო ჭიაურელის შესახებ ისაუბრა.როგორ ახერხებდა ლეგენდარულ ქართველ მსახიობი აქტიური ცხოვრების პარალელურად, შვილებთან ურთიერთობას და როგორი იყო სიცოცხლის ბოლო წუთებში სოფიკო, რომელიც მძიმე სენმაც კი ვერ გატეხა„სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას. ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის"- ამბობს ნიკუშა.ასევე ნახეთ:VIDEO: „მისთვის თენდებოდა ყოველი დღე... მაგრამ მეორე უკიდურესობა იყო - სიმღერას, ხატვას, დედას, მამას მომაშორა... 2 წელი ასე შემომეცალა“ - რატი დურგლიშვილიVIDEO: ხვიჩას და სპალეტის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე„ურთიერთობებში გარანტიები არ არსებობს…“ - რას წერს თათა გიორგობიანი

თათა

ტაბლოიდი • 1731275921

„მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში!“ - რას წერს თათა გიორგიბიანი იუბილარ ქმარზე

მომღერალი თათა გიორგობიანი მეუღლეს, კონსტანტინე მოსიძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს:„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა! მიმაჩნია, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ მთელს მსოფლიოსა თუ გალაქტიკაში! შენ ხარ ჩემი იმედი, ჩემი მოტივაცია და ჩემი საკუკეთესო მეგობარი.მიყვარხარ სიგიჟემდე და მგონი იმის იქითაც ! ბედნიერი და მადლიერი ვარ, თითოეული შენთან გატარებული წამისთვის! უფალი გფარავდეს მუდამ“, - წერს მომღერალი.

თათა გიორგობიანი

საზოგადოება • 1729100255

თათა გიორგობიანის ახალმა თმის ფერმა გამომწერები აღაფრთოვანა - ნახეთ, კადრები

მომღერალი, „ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი, საკუთარ გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოებითა და ვიდეოებით ანებივრებს.უახლესი ფოტოსესიიდან კადრებს მომღერალი, ამჯერად, „ინსტაგრამზე“ ავრცელებს. ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ირაკლი კალატოზიშვილია.თათამ თმის ფერი შეიცვალა. „ულამაზესი და მშვენიერი თათა“, „სილამაზე“, „საოცარი გოგო ხარ“ – აღნიშნავენ თათა გიორგობიანის გამომწერები კომენტარებში.

tatia giorgobiani

საზოგადოება • 1727165145

“თუ გინდა, თავი დაიცვა და გადაირჩინო…” - თათა გიორგობიანის რჩევები

მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს.ამჯერად, მან მორიგი პოსტი გააზიარა, სადაც სოციალურ ქსელში მის მიმდევრებს, რთული სიტუაციიდან თავის დაღწევის გზებს სთავაზობს.„არასდროს არავის შეადარო თავი“,„თუ გინდა, თავი დაიცვა და გადაირჩინო, იყავი გულქვა მანიპულატორებთან“,„არ არსებობს „ვერ“, არსებობს მთლად არ მინდა, თორემ „კი“,„ნუ მიუდგები ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად", - წერს თათა. 

ნო

faceამბები • 1725538620

“დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, რომელმაც თამამად ვიტყვი, მეგობრობა, მამობა და ძმაკაცობა გამიწია ცხოვრებაში” - თათა გიორგობიანი

დღეს გელა გნოლიძე იუბილარია. მუსიკოსსა და მომღერალს დაბადების დღეს განსაკუთრებულად ულოცავს „ღამის შოუს“ ბენდის წევრი, თათა გიორგობიანი, რომელიც წერს, რომ მან მამობა გაუწია:„დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, რომელმაც თამამად ვიტყვი, მეგობრობა, მამობა და ძმაკაცობა გამიწია ცხოვრებაში! გელა, მიყვარხარ და გისურვებ კიდევ კიდევ უამრავი წელი იყო #1“.

თათა გიორგობიანი

პოლიტიკა • 1725124048

თათა გიორგობიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე: ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ოზურგეთში მაყურებლის წინაში „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა. შემსრულებლები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ.„ძალიან მიყვარს ჩემი ერი, ჩემი ქართველი ხალხი. ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან მომავალს და ღირსეულ მომავალს“, - განუცხადა „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა „ქრონიკას“.

თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი • 1724139814

დაათვალიერეთ თათა გიორგობიანის ზღაპრული ფოტოსესია ზღვის სანაპიროდან, მეუღლესთან ერთად

„ღამის შოუს" ბენდის წევრი  თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს.თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად წყვილი ახალ კადრებს ზღვის სანაპიროდან აქვეყნებს:

tata giorgobi

ტაბლოიდი • 1717080158

მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, არასასურველ სიტუაციებს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში - თათა გიორგობიანი

თათა გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას სასარგებლო რჩევებით ხშირად მიმართავს.ამჯერად, მომღერალი მიმართავს ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ პრობლემური სიტუაციებიდან იზოლირება გამოსავალია.თათა ურჩევს მათ არ შეუშინდნენ არასასურველ სიტუაციებს.„ზოგჯერ, ადამიანს ჰგონია, რომ იზოლირებულობა მას დაიცავს ცხოვრების სისატიკისა და სირთულეებისგან, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მეტი საფრთხის მომტანია. ინტერპერსონალური უნარების განუვითარებლობა სწორედ აქედან მოდის და კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის თანამოაზრეთა და მეგობრების პოვნას. სხვადასხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას კლავს.მხოლოდ საფრთხის გადალახვა აძლიერებს თუნდაც ყველაზე ფაქიზი სულის ადამიანს და კიდევ უფრო გამძლეს ხდის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ ხანდახან თუ წამოსტკივდება, სამომავლოდ იგივე ტკივილს სამუდამოდ აირიდებს.ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, პირიქით, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, არასასურველ სიტუაციებს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში.“ – წერს თათა გიორგობიანი.

თათა გიორგობიანი

ტაბლოიდი • 1716187441

„ცოტა მაჯა და კოჭი აღარ მაქვს, მაგრამ კარგია!” – რა კადრებს აქვეყნებს თათა გიორგობიანი და მისი რჩეული

თათა გიორგობიანი რჩეულთან, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად გადაღებულ კადრს გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.მომღერალი როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.როგორც ჩანს წყვილი თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშით ერთობა და მათ თვალებში აშკარა სიხარულს ამოიკითხავთ.,,ცოტა მაჯა და კოჭი აღარ მაქვს, მაგრამ კარგია!”, – წერს თათა გიორგობიანი.ფოტოს კომენტარებში საზოგადოებამ დადებითი სიტყვები არ დაიშურა: ,,როგორ უხდებით ერთმანეთს”…,,როგორიც არ უნდა იყოს ფოტო, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ის ძლიერი სიყვარულის გრძნობაა რამაც თქვენი სულები გააერთიანა, იხარეთ, იბედნიერეთ, უფალი ფარავდეს თქვენ კავშირს”.            Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от Tata Giorgobiani (@tatagiorgobiani__)

✕