თათა გიორგობიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე: ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს

თათა გიორგობიანი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ოზურგეთში მაყურებლის წინაში „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა. შემსრულებლები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ძალიან მიყვარს ჩემი ერი, ჩემი ქართველი ხალხი. ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან მომავალს და ღირსეულ მომავალს“, - განუცხადა „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა „ქრონიკას“.