1747854625
ბუნებრივი რეაქცია გქონდა და არავისთან არ მაქვს ამის გამო თავი სამართლებელი- მარიამ სიჭინავა ზარქუასთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარში ოპოზიციის ნაწილი პრობლემას ვერ ხედვას, მმართველ გუნდში კი გარე და შიდა რადიკალური ძალების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობენ.
პარტიის "დროას" წევრის, მარიამ სიჭინავას განცხადებით, ზარქუასთან მყოფი პირი ხელით შეეხო კერენ ესებუას, ხოლო სიტყვები, შეურაცხყოფა, რომელიც ზარქუას მიაყენეს, თავდაცვისთვის იყო გამოყენებული.
"აღმოჩნდა, რომ ზარქუა იყო "ლეთოში" და დაცვამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არ უნდა შევეშვით. ამის შემდეგ ზარქუამ როცა დატოვა რესტორნის სივრცე მათ ბუნებრივია შევხვდით ჩვენ. შეურაცხყოფა, რაც მოისმინეთ იყო თავდაცვისთვის ნათქვამი იმიტომ, რომ მასთან თანმხლები პირი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელმაც კერენ ესებუას ხელი დაარტყა და ამის შემდეგ მოხდა ჩვენგან გინება. ბუნებრივი რეაქცია გქონდა და არავისთან არ მაქვს ამის გამო თავი სამართლებელი", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.