დიანა ღურწკაია

საზოგადოება 1750624139

„ამაზე არასდროს მილაპარაკია...“ - როგორ შეიტყო დიანა ღურწკაიამ მეუღლის გარდაცვალება

მომღერალი დიანა ღურწკაია იხსენებს დღეს, როცა მეუღლის, პეტრე  კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ შეიტყო.„ძალიან დიდ პროექტში ვიყავი ჩართული და ვემზადებოდი. ამ დროს, ტელეფონიდან ვიგებ, რომ ეს საშინელება დამატყდა თავს. ველაპარაკებოდი ჩემს ნატას, ჩემი ძმის, რობერტის მეუღლეს, რაღაცაზე ვიცინოდით, რაღაცას ვგეგმავდით და ამ დროს, ჩემი ძმის სასოწარკვეთილი ხმა გავიგე. ამ დროს, ნატამ თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა, რა მოხდაო. მე ვიძახდი, რა მოხდა... ამ დროს იქიდან გავიგე, პეტრე დაიღუპაო...თავზარი დამეცა... ბავშვი სახლში იყო, მეცადინეობდა... პეტრეს დედაც ჩემთან იყო. როგორ ვქნა ახლა, რომ ამათ მე ეს არ გავაგებინო... ბოდიში, ამ გახსნილობაზე, ვღმუოდი შიგნიდან, არ გავცე ეს ჩემი ხმა, როგორ ვუთხრა მე... დედა მყავს სახლში, მე როგორ უნდა ვთქვა...ამ გრძნობას მტეტსაც არ ვუსურვებ... მე ამაზე ასე გახსნილად არსად მილაპარაკია,“ - გაიხსენა დიანა ღურწკაიამ გადაცემაში „ნოესთან“.ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

დის

საზოგადოება 1737556008

დიანა ღურწკაია თბილისშია - რა კადრები ვრცელდება

მომღერალი, დიანა ღურწკაია თბილისშია. ის ანუკის მაღაზიას სტუმრობს და კადრებიც სწორედ იქ არის გადაღებული. ნახეთ, კადრები: @diana.gurtskaya Люблю ловить чудесные моменты — семейный шоппинг один из них 🛍️✨ ♬ original sound - Diana Gurtskaya official

დიანა

საზოგადოება 1720703760

რას ამბობს დიანა ღურწკაია მას შემდეგ, რაც მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მომღერალ დიანა ღურწკაიას მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინა დაცხრილეს.  მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია - ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ცნობილი გახდა, რომ ტყვიები პნევმატური იარაღიდან არის ნასროლი. სროლა მეზობელი სახლის მცხოვრებმა დაიწყო.პოლიციამ გაარკვია, რომ სროლა მიზანმიმართული არ ყოფილა და მომღერლის ბინა შემთხვევით დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.თავად ღურწკაია კი ამბობს: „ძვირფასო მეგობრებო, მოსკოვში არ ისვრიან. ჩემთან ყველაფერი რიგზეა. არ ყოფილა დაბომბვა, როგორც მედიაში წერენ. მადლობა ყველას ვინც შეწუხდით. მირეკავდით, მწერთ თქვენი შეშფოთების შესახებ“,-წერს ღურწკაია.

diana

საზოგადოება 1720641255

მოსკოვში დიანა ღურწკაიას სახლი დაცხრილეს

მომღერალ დიანა ღურწკაიას მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინა დაცხრილეს.2024 წლის 10 ივლისს დილით ცნობილი გახდა, რომ ტყვიები პნევმატური იარაღიდან იყო ნასროლი. სროლა მეზობელი სახლის მცხოვრებმა დაიწყო. ღურწკაიამ სამართალდამცავ უწყებებს განუცხადა, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის.ამ დროისთვის მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია - ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.პოლიციამ გაარკვია, რომ სროლა მიზანმიმართული არ ყოფილა და მომღერლის ბინა შემთხვევით დაზიანდა. შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი

საზოგადოება 1711905688

ინციდენტი თბილისი-მოსკოვის რეისზე - მთვრალმა ქალმა სტრიპტიზი იცეკვა და პოლიციის განყოფილებაში მოხვდა

თბილისი-მოსკოვის რეისზე ბორტზე ინციდენტი მოხდა, როგორც რუსული მედია წერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა ბორტზე სტრიპტიზი იცეკვა, და გვერდით მყოფი მამაკაცი ისე შეაწუხა, რომ კაცმა საბოლოოდ,  ბორტ გამცილებელთან ერთად სალონში გადაინაცვლა და რეისის ბოლომდე იქ დარჩა.მედიის ცნობით, ქალი თბილისიდან დღეს 13:50 საათზე Azimut-ის რეისით გაფრინდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა ძალიან ბევრი ჯინი დალია, შემდეგ ცეკვა დაიწყო, გაიხადა და არაადეკვატური ქცევით ყველაზე მეტად გვერდით მჯდომი მამაკაცი შეაწუხა. ბორტ გამცილებელი და კაპიტანი ცდილობდნენ მგზავრის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ.საბოლოოდ, ქალს ვნუკოვოს აეროპორტში პოლიცია დახვდა და სასაუბროდ განყოფილებაში გადაიყვანეს.ასევე ნახეთ:1-ელი აპრილიდან მერკური რეტროგრადულია - რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პერიოდშიVIDEO: „სიხარულით დაფრინავს...“ - ანრი ჯოხაძე ბაბი კირკიტაძის კადრებს აქვეყნებსგაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო... - დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

diana

ისტორიები 1711903455

გაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო... - დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება. დიანამ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ნტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა."ღამღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი - ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც", - აცხადებს მომღერალი ვიდეოსიუჟეტში. ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.ასევე ნახეთ:„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ჩემი შვილი ამას არ იმსახურებდა...“ - გიორგი ცინცაძის ემოციური პასუხინონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებს საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურა გადასცა„ეს სამჯერ გაიმეორეთ“ - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ფოტოს დადების არ შეგვეშინდეს

დიანა

საზოგადოება 1710323437

VIDEO: ატირებული დარბაზი და დიანა ღურწკაიას სცენაზე დაბრუნება - მომღერალმა გარდაცვლილ ქმარს სიმღერა მიუძღვნა

 მომღერალმა, დიანა ღურწკაიამ,  გარდაცვლილ ქმარს სიმღერა „ბოდიში“ მიუძღვნა. ის დიდხნიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ დარბაზში მყოფი ადამიანები, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. „ჩემი გული მუდამ შენთანაა, სამუდამოდ მეყვარები...“შეგახსენებთ, რომ ღურწკაიას ქმარი პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.ნახეთ, ვიდეო:           View this post on Instagram                       A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official)

ორსული

საზოგადოება 1709203608

„ორი შვილი დარჩა...“ - 26 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

26 წლის ლანა მურადიანს 4 თვის წინ "იმედის კლინიკაში" საკეისრო კვეთა ჩაუტარადა. რამდენიმე დღეში, ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ლანა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "იმედის კლინიკაში" ამბობენ, რომ საკეისრო კვეთამ წარმატებით ჩაიარა."იმედის კლინიკა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამეანო-გინეკოლოგიური კუთხით ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ ეტაპზე საკითხს შესაბამისი უწყებები და სფეროს ექსპერტები სწავლობენ. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რა გახდა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი", - ნათქვამია განცხადებაში.ვიდეო:ასევე ნახეთ:პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირიმეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა - ნახეთ, ვიდეო

დიანა ღურწკაია

საზოგადოება 1709202806

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა - ნახეთ, ვიდეო

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მომღერალი დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა.„საღამო მშვიდობისა, პირველი არხის ყველა მაყურებელს. ჩვენი დიდი ოჯახური დანაკარგის გამო პროექტში მონაწილეობა ვერ გავაგრძელეთ, მაგრამ თქვენი თანადგომა შორიდანაც კი ვიგრძენით. ჩემთვის და კოსტიასთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გამოსვლებმა მაყურებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ოჯახს გვერდით უდგახართ,“ – აღნიშნა ღურწკაიამ.შეგახსენებთ, რომ ღურწკაიას ქმარი პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.ნახეთ, ვიდეო:

anzor odisharia

საზოგადოება 1703221303

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი 22 დეკემბრის ღამეს?

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი 22 დეკემბრის ღამეს?საკითხზე, „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს.„22 ში და 23 ში უნდა ჩავიფიქროთ სურვილები:ვიღებთ სუფთა ფურცელს ვწერთ ცუდს, ის რაც გვინდა, რომ გავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან და მეორე სურვილს, რაც გვინდა რომ მოვიდეს.ერთს ვწვავთ, ვანადგურებთ, მეორეს ვინახავთ.სურვილი უნდა იყოს მიღებული ისე, თითქოს უკვე არსებობს შენს ცხოვრებაში,“ – ამბობს ოდიშარია.ასევე ნახეთ:„აღარასდროს - საშინელი სიტყვაა... გაუსაძლისი გახდა ცხოვრება..." - დიანა ღურწკაიას ემოციური პოსტი„დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ... უეცრად გამჭვირვალე, არამიწიერი ფრინველი, დათუნას ფეხებთან გაჩნდა“ - ხილვა, რომელიც მამა გაბრიელის სულიერ შვილს ჰქონდა

ზოოპარკი

საზოგადოება 1703192331

„უცაბედი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის საფრთხის შემცველია“ – ზოოპარკის დირექტორი მოქალაქეებს მიმართავს, პიროტექნიკა არ გამოიყენონ

„პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის საკმაოდ რთულ შედეგებს იწვევს. ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან მოჰყვება განათება, ცხოველებისთვის გაუგებარი, აუხსნელი და დიდი საფრთხის შემცველია“, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკისგან გამოწვეული შიშისა და ინფარქტის შედეგად ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა.„ზოგ შემთხვევაში, ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ხდება ზოგი ცხოველის დაზიანება, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.ეს პრობლემის ერთი გზაა. მეორე კი ეს არის სტრესი, რომელსაც ცხოველები შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს, მათ შორის ინსულტი და ინფარქტი. ეს დაავადებები შესაძლოა არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს.ცხოველების დაღუპვის 2 შემთხვევა გვქონდა – ორივე მათგანი იყო ახალგაზრდა გნუ [ანტილოპის სახეობა], ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი შიშის დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:ქმრის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა„კარგად მოწმინდეთ იატაკები, კუთხეებში მარილი დადეთ, დღე ოჯახთან ერთად გაატარეთ“ - ტაროლოგი მზებუდობის რიტუალზერა შემთხვევაშია პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი, თუ მას ცოფი დაუდასტურდა - ექიმის განმარტება

დიანა

საზოგადოება 1703184602

„აღარასდროს - საშინელი სიტყვაა... გაუსაძლისი გახდა ცხოვრება..." - დიანა ღურწკაიას ემოციური პოსტი

მომღერალი, დიანა ღურწკაია, გარდაცვლილ მეუღლეს, ემოციურ პოსტს უძღვნის და ყველაფრისთვის მადლობას უხდის. „18 წლის წინ,  ღმერთის წინაშე, ერთმანეთს ვუთხარით "დიახ". გაუსაძლისი ტკივილისა და სიჩუმის მიღმა, ის   კვლავაც ისმის, უძლებს დროსა და  სივრცეს.4 თვე გავიდა, რაც არ ხარ. რთული მისაღებია ეს, ძალიან რთული გახდა ცხოვრება. ვერასდროს მივიღებ და დავიჯერებ, რომ აღარასდროს იქნება სამზარეულოში ჩვენი დილის ჩამოსხდომები, უმიზეზოდ ნაჩუქარი ყვავილები, აღარასდროს მკითხავ, „როგორ არის შენი საქმეები“, აღარასდროს - საშინელი სიტყვაა.ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე. ყოველთვის მეყვარები. ყოველთვის.და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა,- დაწერა დიანა ღურწკაიამ. ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს, კი გარდაიცვალა.  კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.ასევე ნახეთ:საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს„შეხედეთ აბა, ამ ბედნიერ კადრებს... ულამაზესი გოგო, თავის შვილთან ერთად გაფრინდა“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან           View this post on Instagram                       A post shared by Диана Гурцкая (@diana.gurtskaya.official)