1751883117
რას ამბობს დიანა ღურწკაია მას შემდეგ, რაც მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მომღერალ დიანა ღურწკაიას მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინა დაცხრილეს. მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია - ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ცნობილი გახდა, რომ ტყვიები პნევმატური იარაღიდან არის ნასროლი. სროლა მეზობელი სახლის მცხოვრებმა დაიწყო.
პოლიციამ გაარკვია, რომ სროლა მიზანმიმართული არ ყოფილა და მომღერლის ბინა შემთხვევით დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
თავად ღურწკაია კი ამბობს:
„ძვირფასო მეგობრებო, მოსკოვში არ ისვრიან. ჩემთან ყველაფერი რიგზეა. არ ყოფილა დაბომბვა, როგორც მედიაში წერენ. მადლობა ყველას ვინც შეწუხდით. მირეკავდით, მწერთ თქვენი შეშფოთების შესახებ“,-წერს ღურწკაია.