VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
მომღერალი, დიანა ღურწკაია, გარდაცვლილ მეუღლეს, ემოციურ პოსტს უძღვნის და ყველაფრისთვის მადლობას უხდის.
„18 წლის წინ, ღმერთის წინაშე, ერთმანეთს ვუთხარით "დიახ". გაუსაძლისი ტკივილისა და სიჩუმის მიღმა, ის კვლავაც ისმის, უძლებს დროსა და სივრცეს.
4 თვე გავიდა, რაც არ ხარ. რთული მისაღებია ეს, ძალიან რთული გახდა ცხოვრება. ვერასდროს მივიღებ და დავიჯერებ, რომ აღარასდროს იქნება სამზარეულოში ჩვენი დილის ჩამოსხდომები, უმიზეზოდ ნაჩუქარი ყვავილები, აღარასდროს მკითხავ, „როგორ არის შენი საქმეები“, აღარასდროს - საშინელი სიტყვაა.
ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე. ყოველთვის მეყვარები. ყოველთვის.
და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა,- დაწერა დიანა ღურწკაიამ.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს, კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ:
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს
View this post on Instagram