საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი

საზოგადოება 1745846779

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ კვლევის თანახმად, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი მომვლელები ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან.როგორც „რაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 250-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის მიხედვით გამოვლენილი სისტემური პრობლემები ჯანდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს.„სისტემური პრობლემები პირდაპირ აისახება პაციენტების ცხოვრების ხარისხზე: სტიგმა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – სიმსუქნით, დიაბეტით და კიბოთი დაავადებული პაციენტები სტიგმისა და მოტივაციის ნაკლებობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს დროულად არ მიმართავენ, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობასაც აუარესებს;დასაქმების პრობლემები – ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ფინანსურ დაუცველობას იწვევს და სტრესს ზრდის;ცნობიერების დაბალი დონე – არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შესახებ საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობა ხელს უწყობს დაავადებების დაგვიანებულ დიაგნოსტიკას;სერვისების მიუწვდომლობა – პაციენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდიან და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანგრძლივი ლოდინი უწევთ;რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა – ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ინსულტ-გადატანილი პირებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის არასაკმარისი სარეაბილიტაციო სერვისები  მათი გამოჯანმრთელების პროცესს აჭიანურებს.კვლევების შედეგად ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც ქრონიკული პაციენტების მომვლელები აწყდებიან: მხარდამჭერი სერვისების უქონლობა უკიდურესად ამძიმებს მომვლელთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამიტომაც მომვლელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია  სამსახური დატოვოს; არ არსებობს  ფორმალური მექანიზმები, რომლებიც მომვლელებს ფინანსური და ემოციური ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა.კვლევის შედეგებით, არაგადამდები დაავადებების ეფექტიანი მართვისა და პრევენციისთვის აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვა ის რგოლია, რომელიც დაავადებების ადრეულ გამოვლენას, პრევენციასა და გრძელვადიან მართვას უზრუნველყოფს.ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს. კვლევაზე დაყრდნობით, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საშურია: დაფინანსების გაზრდა – პირველადი ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა; კადრების მოზიდვა – პირველად ჯანდაცვაში ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებით; ცნობიერების ამაღლება – მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება დაავადებათა პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის; ანტი-სტიგმა პოლიტიკა – სტიგმის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება და პაციენტთა ჯგუფების მხარდაჭერა; მომვლელების მხარდაჭერა – მომვლელებისთვის სპეციალური დახმარებისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;კვლევის მონაწილეთა 86%-ის მოსაზრებით, აუცილებელია პაციენტებისა და მათი მომვლელების ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართვა, თუმცა საამისო ეფექტური მექანიზმები საქართველოში არ არსებობს.„ძალიან ძნელია დაავადებას მარტო ებრძოლო. სხვა ქვეყნებში მხარდამჭერი ჯგუფები ბევრს ეხმარებიან. ჩვენთან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს“, – აღნიშნავენ გამოკითხვის მონაწილეები.„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი გახდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი იმ კრიზისის დასაძლევად, რომელსაც არაგადამდები დაავადებები იწვევს და საქართველოში სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზი ხდება“, – აღნიშნულია „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ნემსაძე

პოლიტიკა 1745845382

სააკაშვილმა მითხრა, სასწრაფოდ გამოაცხადე ფედერაციის ახალი ყრილობა, მაქვს შიდა დაპირისპირება და თავზე დამენგრევა ყველაფერიო, დიდი დარტყმა მივიღე, მუშაობის საშუალება არ მომეცა - გიორგი ნემსაძე

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ნემსაძემ ისაუბრა, 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა მიზეზით მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.როგორც გიორგი ნემსაძემ განაცხადა, მასთან მივიდა დავით კირკიტაძე და დაალაპარაკა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სთხოვა, დაეტოვებინა თანამდებობა.„გავიმარჯვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. ყრილობა დამთავრდა გამარჯვებით, მილოცვებია, პრესა, ინტერვიუები. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. მე და დათო კირკიტაძე ფეხბურთიდან ვმეგობრობთ, ის მხარს მიჭერდა და ძალიან მედგა გვერდით. ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი დახმარება გაეწია რეგიონებში, საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს, ერთგვარად, ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. ბოდიში მოვიხადე, ყრილობა გადავდეთ ნახევარი საათით, შესვენება გამოვაცხადე. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად, რომელიც სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა აუცილებლად გასაუბრება და ლაპარაკიო. ამ საუბარში ვართ, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ, ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: „ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება“. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ, ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, არ იქნება პრობლემა-მეთქი. გამიმეორა, ძალიან გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ უნდა მოუსწროო. ჩამოვარდა ძალიან უხერხული სიტუაცია, გამოცხადებულია, მოგებულია არჩევნები, საიდან გავიდე, როგორ გავფრინდე, კარლსონი ხომ არ ვარ, ავფრინდე. ზღვა პრესა იყო, ჟურნალისტები, ბუნებრივია, მილოცვები მიღებულია, განცხადებები გაკეთებული. მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება გადადგომაზე. მას შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მეუხერხულებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, როგორ გავაჟღერო, რის გამო გადავდექი-მეთქი. ერთი კვირით, ფაქტობრივად, იზოლირებული, სახლში ჩაკეტილი ვიყავი. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

გაერო

მსოფლიო 1745845244

გაერო ისრაელს პალესტინაში ორგანიზაციის მუშაობის ხელშეშლასა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ბლოკირებაში ადანაშაულებს

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ელინორ ჰამარშელდმა განაცხადა, რომ ისრაელი ხელს უშლის გაერო-ს მუშაობას პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ზღუდავს ვიზების გაცემას გაერო-ს პერსონალისა და გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებისთვის. ამის შესახებ ჰამარშელდმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენაზე  განაცხადა.მისივე თქმით, ისრაელის მხრიდან დაფიქსირდა „არასანქცირებული შეღწევის“ მცდელობები გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მიერ პალესტინელი ბავშვებისთვის ორგანიზებულ სკოლებში. ასევე, მიღებული იყო ამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილებაც. ისრაელში კი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენას „ცირკი“ უწოდეს.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი წარმომადგენლები ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. მისივე თქმით, გაერო ისრაელის მოწინააღმდეგე და ანტისემიტურ ორგანიზაციად გადაიქცა. გიდეონ საარის თქმით, გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა.„ისრაელმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ცირკში. ეს არის პოლიტიზირებისა და სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიზნად ისრაელის დევნას ისახავს. ამის მიზანია, ისრაელს ყველაზე ფუნდამენტური უფლების – თავდაცვის უფლების ჩამორთმევა. გაერო გახდა გახრწნილი, ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ორგანო. ნათელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ, გაერო-სა და მისი გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დასაქმებული ჰყავდა ტერორისტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. შემდეგ კი ეს დამალა“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მოსმენა, რომელიც დღეს დაიწყო პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის ვალდებულებების შესრულების საკითხს ეხება. პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, სასამართლომ ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სულ 45 წერილობითი განცხადება მიიღო.ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2024 წლის 19 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პალესტინური ტერიტორიების მიმართ ისრაელის ვალდებულებების შესრულების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნის გამოტანას სთხოვს. რეზოლუციაში სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარია იმ საქონლის მიწოდებაზე, რომელიც გადამწყვეტია პალესტინელი მოსახლეობის გადარჩენისთვის, ასევე პალესტინელებისთვის ძირითადი მომსახურების, ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების დახმარების გაწევაზე.ამ დოკუმენტს მხარი 137-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა. წინააღმდეგ ხმა მისცა 12 სახელმწიფომ, მათ შორის ისრაელმა, კანადამ და აშშ-მა. კიდევ 22-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

ტესტი

ქვიზი 1745842320

აირჩიეთ ერთი სათვალე და გაიგეთ მეტი საკუთარი თავის შესახებ - ტესტი

ეს ფსიქოლოგიური სურათის ტესტი გეტყვით, როგორი ტიპის ადამიანი ხართ - კონსერვატორი თუ მკვლევარი. რამდენად ცნობისმოყვარე და მშვიდი ხართ, რა გსიამოვნებთ უფრო მეტად - ახალი შესაძლებლობები თუ სტაბილურობა. საკმარისია აირჩიოთ სათვალე, რომელსაც თავად ატარებდით.იასამნისფერი სათვალეებითუ თქვენ აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ ხართ ნამდვილი მკვლევარი. გაინტერესებს ყველაფერი ახალი, გინდა იხილო, სცადო და ისწავლო რაც შეიძლება მეტი ცხოვრებაში. გიყვართ უცნობი ადგილების აღმოჩენა, ცდილობთ გაიგოთ ის, რაც აქამდე არასდროს შეგხვედრიათ. თქვენ შეიძლება გიწოდოთ ავანტიურისტი, რომელიც დაიღალა რუტინით. თქვენ ყოველთვის ღია ხართ ახალი შთაბეჭდილებებისთვის, გამოცდილებისთვის და ადამიანებისთვის, ამიტომ ადვილად „ჩაყვინთავთ“ სხვა კულტურებსა და საქმიანობის აქამდე შეუმოწმებელ სფეროებში.შავი სათვალემეორე ტიპის სათვალეების არჩევისას ვარაუდობენ, რომ ის, ვისაც ისინი მოეწონა, უფრო კონსერვატიულია. მას არ სჭირდება დეკორაციის ხშირი შეცვლა; ის ეძებს სტაბილურობას და იბრძვის მისკენ.  თუ თქვენ აღიარებთ საკუთარ თავს ამ აღწერაში, მაშინ ყველა თქვენი მეგობარი და ოჯახი დაადასტურებს, რომ თქვენ ხართ ძალიან სანდო და პასუხისმგებელი ადამიანი. პატივი ეცით ტრადიციებს და ოჯახურ ფასეულობებს, შეძლებთ უბედურებაში დახმარებას და რთული სიტუაციის მოგვარებას. სწორედ აქ მდგომარეობს თქვენი ძალა - თქვენს გამძლეობასა და თავდაჯერებულობაში. ასეთი მსოფლმხედველობის უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ცვლილებისთვის მზადყოფნის ნაკლებობა, ნებისმიერი ინოვაციის გადადება, ასევე კომფორტის ზონაში ჩარჩენა და რაიმეს შეცვლის სურვილი, თუნდაც თქვენი ცხოვრების წესი არ მოგწონდეთ.ყვითელი სათვალემესამე ვარიანტს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ძალიან თანმიმდევრული. ისინი ხვდებიან სადღაც პიროვნების პირველ და მეორე ტიპებს შორის, ორივე ზემოთ აღწერილში. ძალიან ლოგიკური ხართ თქვენს ქმედებებში და აზრებში. იმპულსური მოქმედებები არ არის თქვენთვის დამახასიათებელი, მაგრამ შეგიძლიათ გამოთვალოთ სიტუაცია რამდენიმე ნაბიჯით წინ და იწინასწარმეტყველოთ მისი შედეგი. საინტერესოა, რომ თქვენი ქმედებების პროგნოზირება რთული არ არისცხოვრებისადმი ეს მიდგომა არ გაშინებს; თქვენ გჯერათ, რომ სისტემა არის საუკეთესო რამ, რაც ადამიანმა ოდესმე გამოიგონა. თუ შენ გარშემო ყველაფერს სწორად აწყობ, მაშინ არაფრის გამოგონება არ მოგიწევს, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ არის გამოგონილი, რჩება მხოლოდ მისი სწორად გამოყენება. ამ მსოფლმხედველობის უპირატესობა არის გონებრივი სტაბილურობა და ანალიტიკური შესაძლებლობები. მინუსი შეიძლება იყოს გადაჭარბებული სიმკაცრე და უკომპრომისობა განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანების მიმართ.

ნათია თურნავა

პოლიტიკა 1745828969

ნათია თურნავამ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.შეხვედრა ევროპისa და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა  და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი ქალია.ნათია თურნავამ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და ქალების ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შექმნილ ბარიერებზეც გაამახვილა ყურადღება.  სებ-ის პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსა მის როლს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიაში.„2020 წელს ჩვენ დავნერგეთ ფინანსური განათლების პორტალი, ხოლო 2023 წელს დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია. ორივე დოკუმენტში ქალები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ.  ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მმართველობის გასაუმჯობესებლად. განახლებული კორპორაციული მმართველობის კოდექსის მეშვეობით ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კვოტები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.მისი თქმით, ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ხარვეზისა და  სექტორში გენდერული ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას.ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

 ღაზა

მსოფლიო 1745826807

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზაში ""ცაჰალის"" იერიშებს 70 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი არ წყდება, ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზაში "ცაჰალის" იერიშებს 70 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.მედია წერს, რომ კონფლიქტის ზონაში მოსახლეობას შიმშილი ემუქრება, რადგან პალესტინურ ანკლავს მეორე კვირაა არ მიეწოდება ჰუმანიტარული დახმარება. ყატარის პრემიერის განცხადებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია.

ელენე მითაიშვილის დასახმარებლად

საზოგადოება 1745768533

„ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა, ხელების მოძრაობა შეზღუდულია....“ - 24 წლის ელენე მითაიშვილს დახმარება სჭირდება

24 წლის ელენე მითაიშვილს, საზოგადოების მხრიდან დახმარება სჭირდება! ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. აღენიშნებოდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ელენეს და, მარიამ მითაიშვილი ავრცელებს:„ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად! ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.საქართველოში, ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისთვის, აუცილებელია, თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე, ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება,“ - წერს მარიამ მითაიშვილი.გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვისსაქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002PayPal: @KZhordaniaმიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)

პოლიცია

სამართალი 1745754751

მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ეზოში დახვდნენ.მეზობლები ჰყვებიან, რომ გაიგეს ხმა, როგორ ითხოვდა დახმარებას კაცი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაზარალებული კაცი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ის ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით არის დაწყებული. 

კანადა

მსოფლიო 1745733492

ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ამის შესახებ პოლიცია აცხადებს. სამართალდამცველების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიციას მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.მანქანის მძღოლი დაკავებულია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მომხდარი თავდასხმა.მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე ფილიპინური დღესასწაულის დროს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

მიწისძვრა

მსოფლიო 1745701613

ძლიერი მიწისძვრა ეკვადორში - არიან დაშავებულები

ეკვადორის ქალაქ ესმერალდაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია და დაზიანებულია შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიც.ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ გააგზავნა პროვინციაში მინისტრები თავშესაფრების საკითხის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

მიწისძვრა

მსოფლიო 1745697611

ეკვადორში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის ქალაქ ესმერალდაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია და დაზიანებულია. შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიცეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ გააგზავნა პროვინციაში მინისტრები თავშესაფრების საკითხის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი 1745656985

ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, მაგალითად 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და ეძებს თავშესაფარს. შესაბამისად ეს ნაკადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობენ და რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები და შემოუშვას თავის ქვეყანაში მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ეკონომიკისთვის არის ხელშემწყობი და უსაფრთხო."სამწუხაროდ მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია თითქოს გამარტივდა და უფრო მეტად და მარტივად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ამ დროს პირიქითაა. იურისტებს ვისაც კარგი გამოცდილება აქვთ აქტების წაკითხვის წესით მათ ეს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ პროცესში აქტიურად ვაანალიზებთ მიგრაციულ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში არსებობს. დადგენილება მიღებულია 2015 წელს და განისაზღვრა 50 ქვეყანა უსაფრთხო ქვეყანა. ამ ქვენების მიერ თუ არის გაცემული ვიზა ან ბინადრობის მოწმობა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ და დარჩენა 90 დღის ვადით.ამასთან არსებობდა 5 ქვეყანა, რომელსაც ეძახიან გალფის ყურის ქვეყნებს, პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ადვილად გასცემენ ბინადრობის მოწმობებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ საქართველოსი შემოვიდნენ, რაც მთავარია ამ ვიზებით შემოსული მოქალაქეების მეოთხედი, საქართველოში შემოსვლისთანავე ითხოვდა თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცედურები, რაც მინიმუმ 2 წელი მაინც გრძელდება, ეს ადამიანი საქართველოსი რჩება ლეგალურად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყოველთვიური შემწეობით, ჯანდაცვის სისტემით, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ა.შ.როდესაც სახელმწიფო უწყებებს საუბარი გვქონდა დადგა საკითხი, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით დაწესებულიყო შეზღუდვები, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეები - მაგალითად ავიღოთ ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არ არის შეუძლებელი, თუნდაც დასრულდეს 2 წლიანი ხანგრძლივი პროცედურები, მაგრამ ვერ ვაძევებთ ავღანეთში, რადგან იქ ისეთი ვითარებაა შეიძლება ის წამებას დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ.ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული, ჩაიდო მოთხოვნა, ჩამონათვალი გაკეთდა დაახლოებით სულ არის 17 ქვეყანა და ამ ქვეყნებისთვის დაწესდა შეზღუდვა, რომ - თუ მაგალითად ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე ვიზაზე ან ბინადრობაზე უნდა ჰქონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ დავიწყებთ გაძევების პროცედურებს მინიმუმ უკან დავაბრუნოთ ბაჰრეინში და არ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.