ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ამის შესახებ პოლიცია აცხადებს. სამართალდამცველების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. პოლიციას მსხვერპლის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
მანქანის მძღოლი დაკავებულია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მომხდარი თავდასხმა.
მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე ფილიპინური დღესასწაულის დროს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.