შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საზოგადოება • 1792502750

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი. მათ ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე.საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა ახალი საბაკალავრო პროგრამის კონცეფცია, სწავლების ძირითადი მიმართულებები, მიღების პირობები და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და აკადემიურ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე. ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპოლიციო განათლების განვითარების, პროფესიონალი კადრების მომზადებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით.ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ

საზოგადოება • 1792137431

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა.ღონისძიებას სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად მიმართულებებსა და უწყების პრიორიტეტებს.ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია უწყების საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 96 ახალგაზრდა შეირჩა. სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირებას 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1791543742

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უკვე 11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს, პირველ კალათას ინარჩუნებს, რაც ქვეყანაში არსებულ ეფექტურ პრევენციულ, საგამოძიებო და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე მიუთითებს.განცხადებაში ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის წარმატებული საქმიანობა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ეფექტური მუშაობა.უწყება პირობას დებს, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს და ქვეყანა პირველ პოზიციას შეინარჩუნებს."ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს ყველა ის მექანიზმი და ეფექტური საშუალება, რათა ვებრძოლოთ ტრეფიკინგის და ნებისმიერი მსგავსი ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და აღკვეთილი.ანგარიშის თანახმად, დეტალურად არის შეფასებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ეფექტური საქმიანობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობა.უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, მათ შორის პრევენციული ღონისძიებები, რასაც კონკრეტული რისკ-ჯგუფების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს, ასევე საუბარია მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით და ეფექტურად არის შეფასებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს.უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სხვადასხვა დანაყოფები მომავალშიც ეფექტურად გააგრძელებენ ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა შეინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და ადგილს პირველ კალათაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

შეხვედრს

პოლიტიკა • 1790947760

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების ჩართულობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს შეხვდა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმებიც შეაჯამეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია მნიშვნელოვანია ყველა პროექტის დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა

ეკონომიკა • 1790605140

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

ქალაქ გიოგოლოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, შაჰინ ბაგიროვი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, სეზაი უჩარმაკი.საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს რეგიონული სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, შუა დერეფნისა და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო წინასწარი საბაჟო ინფორმაციის გაცვლის შემდგომი განვითარება, საერთაშორისო სატრანზიტო სისტემების ურთიერთთავსებადობა და საზღვრის კვეთისთვის საჭირო დროის კიდევ უფრო შემცირება.სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ელექტრონული დეკლარირებისას ინფორმაციის წინასწარი გაცვლასა და „ერთიანი ფანჯრის“ პრინციპის შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული საბაჟოს განვითარებას და გაზრდილი ტვირთნაკადის პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რისკების ერთობლივი მართვის შესაძლებლობების განვითარებას.აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა აკრძალული საქონლის უკანონო გადაადგილების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას, ოპერატიული ინფორმაციის დროულ გაცვლასა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით,  უმნიშვნელოვანესი პროცესია სამ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, უსაფრთხოებისა და კანონიერი ვაჭრობის ფარგლებში, 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ  შეუფერხებლად განხორციელდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის სატრანზიტო-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბაჟო ადმინისტრაციების განვითარება, შეუძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე, იმედი  მაქვს ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვდგებით“, - აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.აღნიშნულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კიაზო ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, ვახტანგ ლაშქარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური კონსული, კახაბერ აბდალაძე და  სხვა ხელმძღვანელი პირი.

შსს

სამართალი • 1790145905

შსს-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.ინფორამაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

რეგიონი • 1789654707

რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზის 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია, დარჩენილ 3 კმ-ზე კი სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.ხულო–ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026-2027 წლებში იგეგმება.აქტიურად მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 8 კმ-ზეა მოწყობილი. პროექტი გზის სავალი ნაწილის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემების, ტროტუარების, გზასთან მიერთებებისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა.გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთისრეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტი მოიცავს დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობას. ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით გზას საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობის პირობებს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მჭიდროდ დასახლებულ საკურორტო დასახლებებს. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის.რეგიონში დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. ასევე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად. პროექტი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას, მათ შორის ქობულეთს მოიცავს და კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის საინჟინრო გადაწყვეტების მომზადებას ითვალისწინებს.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა • 1789557593

ალექსანდრე დარახველიძე ფილფანის განცხადებაზე: განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - მის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციურია

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა სიცრუე თქვა.„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული", - აღნიშნა დარახველიძემ.ცნობისთვის, ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია, მის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის - გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები • 1788960662

ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე, ინვესტიციის მოცულობით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან იქნა მოზიდული თანხა, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება.„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური, წყლის, თუ რეგიონული პროექტების დაფინანსების კუთხით.აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მთავრობის, პრაქტიკულად, ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ.

ქორწინება

სამართალი • 1788792050

საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი გახდა - შს მინისტრის მოადგილის განმარტება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი • 1788789309

ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

სამართალი • 1788266524

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკეს.

✕