გეორგ მატოლჩი

მსოფლიო • 1792576380

უნგრეთში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ მატოლჩი დააკავეს

უნგრეთში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ მატოლჩი დააკავეს.პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგ მატოლჩი, რომელიც თანამდებობას ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა, დღეს დილით დააკავეს.გეორგ მატოლჩისთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.მატოლჩის ადვოკატმა, პალ ბატკიმ განაცხადა, რომ მატოლჩის დღის განმავლობაში დაკითხავენ. გამოძიება ეხება თაღლითობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია, ასევე კერძო დოკუმენტის გაყალბებას.„ჩემს კლიენტს ედავებიან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამომწვევ ეკონომიკურ თაღლითობასა და კერძო დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევას“, – განაცხადა ბატკიმ.

შსს ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

სამართალი • 1792568999

შსს ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს, რომლის შედეგად 142 პირი დააკავეს

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია. 

 შსს

სამართალი • 1792567333

ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.დავით კიკნაძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები."ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.გარდა ამისა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის "კოკაინი", "მეთადონი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "ამფეტამინი", "პრეგაბალინი", "მარიხუანა" და სხვა.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტრო

სამართალი • 1792565028

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

შსს-ს შენობა

სამართალი • 1792564152

თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში თავს დაესხა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ცივი იარაღის დემონსტრირებით თანხა მოსთხოვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ, ბრალდებულმა კი შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

სამართალი • 1792477542

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე პირი დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

შსს ღამით

სამართალი • 1792477364

შსს-მ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მეორე ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს

სამართალი • 1792477175

პენსიონერების საბანკო აპლიკაციით სესხების აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნჯ

პოლიტიკა • 1792471382

საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს

საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, ლილში და ნიცაში, კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, შესაბამისი განკარგულებები პრეფექტურებმა მას შემდეგ გასცეს, რაც პროტესტი მასობრივ არეულობაში, ვანდალიზმში და მოროდიორობაში გადაიზარდა.ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავეს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურებს მისცა დირექტივა, საქმეები "ორგანიზებული დანაშაულის" მუხლით დააკვალიფიცირონ, რაც წინასწარი დაკავების ვადის 48-დან 72 საათამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება ასობით მოსწავლემ, სტუდენტმა, პედაგოგმა და სამართალდამცველმა მიიღო. ხელისუფლება ძალადობის ორგანიზებაში ულტრამემარცხენე ჯგუფებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს და, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.

sexdzaladoba

სამართალი • 1792439827

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.არსებული ცნობით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.საქმე 15 წლის გოგონას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.

ანტონიო ტაიანი

მსოფლიო • 1792433541

სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებს მთავრობა მკაცრად უპასუხებს, მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საჭირო რესურსები - ანტონიო ტაიანი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ვანდალიზმისა და ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის ძალადობაში მონაწილე არასრულწლოვანთა წინააღმდეგ.„დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას სამართალდამცველების, მოვაჭრეებისა და ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩადენილი ვანდალიზმისა და კრიმინალური თავდასხმების ტალღის მსხვერპლნი არიან. დღეს მილანში ბევრი მაღაზია კვლავ დაკეტილი დარჩა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ამ თავდასხმებს მთავრობა მკაცრად უპასუხებს, მათ შორის ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ არასრულწლოვანთა შეჩერებას შესაძლებელს გახდის“, – წერს ტაიანი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, მთავრობა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საჭირო რესურსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და შენობები დააზიანეს. იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მილანში მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა 271 ახალგაზრდა დააკავეს.იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო. დღეს მელონიმ მინისტრებსა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი არასრულწლოვანთა პრევენციული დაკავების ვადის გახანგრძლივებასა და ახალგაზრდული დაჯგუფებების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას განიხილავს.

მკვლელობა

მსოფლიო • 1792432155

ერთი მკვლელობა, შვიდი დაკავებული და 17 წლის ბრალდებული - რა მოხდა ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში

დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავეს. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება 17 წლის მოზარდსაც წაუყენეს. გამოძიება გრძელდება.დიდ ბრიტანეთში მომხდარი სისხლიანი შემთხვევა პოლიციის ფართომასშტაბიანი გამოძიების საგანი გახდა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი 2026 წლის 9 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლში მოხდა.პოლიცია ადგილზე დაახლოებით 23:45 საათზე გამოიძახეს. მისვლის შემდეგ სამართალდამცველებმა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს, რომლის გადარჩენაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ვერ შეძლო. კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.გამოძიების ფარგლებში შვიდი ადამიანი დააკავეს. თავდაპირველად პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი აიყვანა, მათ შორის 17 წლის მოზარდი, ორი 18 წლის ახალგაზრდა და 20 წლის მამაკაცი. მომდევნო დღეებში დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდა.13 ოქტომბერს პოლიციამ დაადასტურა, რომ 17 წლის მოზარდს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წარედგინა. ის სასამართლოს წინაშე წარდგა, რის შემდეგაც არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმეზე სხვა დაკავებულებიც ფიგურირებენ, თუმცა მათი სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავდება.პოლიციის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები ცდილობენ, დაადგინონ, რა ვითარებაში მოხდა ძალადობრივი ინციდენტი და რა როლი ჰქონდა თითოეულ მონაწილეს.გამომძიებლებმა ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართეს და სთხოვეს, გამოძიებას მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული სათვალთვალო კამერების, ავტომობილის კამერების ან კარის ვიდეოზარების ჩანაწერები.შემთხვევამ ადგილობრივ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს.

✕