ვაკის პარკის საქმე

სამართალი 1699270409

ვაკის პარკის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი დამნაშავედ სცნო.მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლით, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს კი 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.გიგაშვილს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.„შპს „გრინსერვის პლუსის“ მიმართ სასამართლომ მიიღო უკანონო განაჩენი და ის დოკუმენტები, რომლებიც სიყალბესაც ედავებოდნენ გამოყენებას შპს „გრინსერვის პლუსს“ დედნის სახით არ არსებობს. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა თავი დაგვეცვა ამ ბრალდებისგან და ჩაგვეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მეორე შუალედური ექსპერტიზის დასკვნაც სრულად იყო შესაბამისობაში ტექნიკური ზედამხედველობის აქტებთან, ეს აქტები დღემდე კანონიერია, არავის სადაოდ მათი კანონიერება არ გაუხდია. სამაგიეროდ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი,“ -  ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ ელოდა ასეთ მკაცრ განაჩენს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.„განაჩენი არის მკაცრი. ვაპირებთ გასაჩივრებას და რაც შეეხება ვახტანგ ლონდარიძეს, ამ ნაწილში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ველოდი ასეთ განაჩენს. არავითარი შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში,“ – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.პროკურორის განცხადებით, სასამართლო პროკურატურის მიერმოპოვებულ მტკიცებულბებს დაეყრდნო, რომლებიც ერთობლიობაში თითოეული პირის ბრალეულობას ადასტურებდნენ, რაც სასამართლომაც გაიზიარა.„სასამართლო დაეყრდნო ჩვენს მიერ მოპოვებულ, წარდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს იყო მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, რაც მათ ჩვენებების სახით დააფიქსირეს სასამართლო პროცესზე. ასევე მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთი ეს არის საინჟინრო და ტრასოლოგიური, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ასევე სხვა ის წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებდნენ თითოეული პირის ბრალეულობას, რაც სასამართლომაც გაიზიარა,“ - აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 9 პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

მარიტა მეფარიშვილი

სამართალი 1688989139

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო, ხოლო ერთი ბრალდებული გამართლდა, რასაც ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი დამნაშავედ ცნო.სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.„მშენ-ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.„მშენ - ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა, „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, „მშენ-ექსპერტის“ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავაზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.გრინ სერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.თავის მხრივ, „გრინ სერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, გრინ სერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გ.ვ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ლ.ფ.-ს 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; „გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს ბ.მ.-ს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს ლ.ჭ.-ს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ერთ ხელოსანს გ.გ.-ს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დ.კ.-ს 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ხოლო ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნ.ქ.-ს და ამავე კომპანიის ექსპერტს დ.თ-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.რაც შეეხება „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ კიდევ ერთ ხელოსანს ვ.გ.-ს, ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. პროკურატურა სასამართლოს განაჩენს ვ.გ-ს გამართლების ნაწილში და სხვა ბრალდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, „მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტისა და სამი იურიდიული პირის ბრალდების საქმეზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.ასევე ნახეთ:⇒ „ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს⇒ „შენ კარგავ გეგმებსა და მოლოდინებს... “ - შალვა ხაჭაპურიძის მოდელი ქალიშვილი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს

ვაკის პარკი

სამართალი 1688982002

9 ბრალდებულიდან ერთი გამართლდა - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.ასევე ნახეთ:⇒ „ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში“ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო⇒ არის თუ არა წელს „გველების შემოსევა“ - ჰერპეტოლოგი მოსახლეობას მიმართავს და რეკომენდაციას ავრცელებს⇒ „უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი⇒ გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა - გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა

ვაკის პარკი

სამართალი 1688981638

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.ასევე ნახეთ:⇒ „ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში“ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო⇒ არის თუ არა წელს „გველების შემოსევა“ - ჰერპეტოლოგი მოსახლეობას მიმართავს და რეკომენდაციას ავრცელებს⇒ „უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი⇒ გრცხვენოდეთ, ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა - გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა

ვაკის პარკი

სამართალი 1688703861

ვაკის პარკის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენენ

ვაკის პარკის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენენ.ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.ამ შემთხვევაში საუბარია საქმის იმ ეპიზოდზე, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკის საქმეში 9 პირის ბრალეულობის - მათ შორის "გრინსერვის+"-ის ხელმძღვანელის საკითხს განიხილავს.

ვაკის პარკი

სამართალი 1680498766

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.„გრინსერვის+ის“ დირექტორის უფლებადამცველის თქმით, ლაშა ფურცხვანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა.ფურცხვანიძის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობითაც მიმართავს სასამართლოს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ლაშა ფურცხვანიძე

სამართალი 1679917287

ეს ტრაგედია ჩვენთვის საშინელებაა... შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ რასაც თქვენ ცდილობთ, ვერ დამაბრალებთ - ლაშა ფურცხვანიძე

ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოს სიტყვით მიმართა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, გულგრილობა მძიმე დანაშაულია და არაფრის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. ფურცხვანიძე შემთხვევის ადგილზე დანაშაულის კვალის წაშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი ფორმალურად დამნაშავის გამოკვეთაა.„ბრალად მდებენ, რომ 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო შევიწირე ბავშვის სიცოცხლე და საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას. ჩემი მშობლები ბავშვობიდან ცდილობდნენ, ჩემთვის შთაეგონებინათ, რომ საშინელებაა ცნებები „ეს მე არ მეხება”, „ეს ჩემი საქმე არაა“. მიხსნიდნენ, თუ ადამიანისთვის სხვისი გასაჭირი ისეთივე ტკივილის მომტანი არ არის, როგორც საკუთარი, მაშინ ის ადამიანი ადამიანი არ არის. რაც გავიზარდე, ამის მერე არაერთხელ გადამიხდია მადლობა ჩემი მშობლებისთვის და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები. ასე გამზარდეს. დღეს მყავს სამი შვილი – 26 წლის, 23 წლის და 15 წლის. პატარაობიდანვე ჩემს შვილებს ვუხსნიდი, როცა გაიზრდებოდნენ, ეცხოვრათ ისე, როგორც მოისურვებდნენ. მაგრამ მე, როგორც მათი მამა და იმავდროულად მეგობარი, მინდა, ვთხოვო, რომ გულგრილობა, რაშიც არ უნდა ყოფილიყო გამოვლენილი, ეს არის ადამიანის ყველაზე საშინელი თვისება.მე, როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ, დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემს გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ. იმიტომ, რომ თქვენ თავგამოდებით ცდილობთ და ცდილობდით, არ დაგეკითხათ ის ჩინელი ინჟინერი, რომელიც თვე-ნახევარი ამონტაჟებდა აპარატურას აღნიშნულ შადრევანზე. არ დაკითხეთ ადამიანი, რომლის გარდა არავის არ შეუძლია, გასცეს პასუხი ჩემთვის და საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესო კითხვას პასუხი – რა გახდა ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზი. მე პირადად მაინტერესებს ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები. იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ, თქვენგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ კი გაინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერვე გამოგონილი ბრალდება და იმაზეც კი არ იწუხებთ თავს, საზოგადოებას დააჯეროთ თქვენი გამოგონილი ვერსია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რაიმე მაინც გამოვიძიოთ ამ ტრაგედიაში რეალურად. თქვენ იმედი გაქვთ, იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც ჩემთან ერთად გაამწესეთ გლდანის ციხეში, რომელიმე მაინც გატყდება, დაეცემა და აღიარებს არჩადენილ დანაშაულს და სხვებს დაადებს ასევე ხელს. არ მიყვარს დაპირებები, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილად ნუ გექნებათ ამის იმედი“,- განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.ბრალდებულის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოძიებამ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები წაშალა.„ეს ტრაგედია ჩვენთვის საშინელებაა, თქვენთვის კი – მხოლოდ ფორმალური გარემოებები. ის, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის უბედურებაა, თქვენთვის მხოლოდ ფურცელზე გამოტანილი განაჩენია. ერთადერთი სურვილი მაქვს, გავიგო, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი ქმედებები, უფრო სწორად უმოქმედობა, არანაირ იმედს არ მიტოვებს, რომ ოდესმე გავიგებთ რამეს.იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგეცვათ ტრაგედიის ადგილი, იმავე საღამოს წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება და ისე დააზიანეთ ყველაფერი, რომ ვერ აღდგენილიყო პირვანდელი სურათი. იმის ნაცვლად, რომ შეგესწავლათ, თქვენ წაშალეთ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ჩემი ადვოკატები ცოტა თავს იკავებენ ამ სიტყვაზე, მე პირდაპირ გეტყვით, რომ წაშლილია.გისურვებთ, წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს წარმოდგენა, მე კი, ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ იოტისოდენადაც არ მეშინია თქვენი სასჯელის და ბრალდების. ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და დანარჩენი რვა ადამიანის მსაჯული და არა – თქვენ”, – განაცხადა ფურცხვანიძემ

ფურცხვანიძე

სამართალი 1679575955

ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე

დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ დაკავებულმა დამფუძნებელმა ლაშა ფურცხვანიძემ მისი საქმის პროკურორებს მიმართა.როგორც ფურცხვანიძემ აღნიშნა, ის ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო.„ვიხვეწები და პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია. ვიხვეწებოდი, ვინც კომპეტენტურია, ის დავკითხოთ-მეთქი, პროკურატურისგან პასუხია არ დავკითხოთო, განა - ვერ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ფურცხვანიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

ვაკის პარკი

სამართალი 1678035300

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გიგა გიგაშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს და "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,"ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

ვაკის პარკი

სამართალი 1678011107

„ვაკის პარკის საქმეზე“ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი დააკავეს

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი „ვაკის პარკის საქმეზე“ დააკავეს. ამასთან, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს  ბრალდება წარუდგინა.ასევე  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და  ,,მშენექსპერტს“. 

მარიტა მეფარიშვილი

სამართალი 1678010281

მარიტა მეფარიშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს  ბრალდება წარუდგინა. ასევე  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და  ,,მშენექსპერტს“. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი  გათიშვის მოწყობილობის  გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში,  უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში.  ამასთან, არ იყო დამონტაჟებული  რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და შპს ,,გრინსერვისი +“-ს  შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტობრივად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც  არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო.2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე  მისულ  მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ასევე რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,LMC“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს ,,LMC“-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი  თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების  ნორმების დაცვით.  მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა  შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს ,,LMC“-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების  თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

ვაკის პარკი

სამართალი 1677647846

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. პარალელურად, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ჩინური კომპანიის იმ სპეციალისტის გამოკითხვას, რომელსაც ადვოკატები საქმის მთავარ მოწმედ მიიჩნევენ. არც ერთი დაკავებული, მათ შორის არც ლაშა ფურცხვანიძე, ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს.9 დაკავებულიდან პროკურატურამ 4-ს ბრალი დაახლოებით 10 დღის წინ დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, "გრინსერვის პლიუსის" დირექტორს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "ჩვენ წარდგენილი გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლაშა ფურცხვანიძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ასევე, სასამართლოს წარვუდგინეთ ინფორმაცია, რომ მთავარი პირი, ვისაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს შადრევნის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, ის ინჟინერი არ არის გამოკითხული და ჩვენ გვაქვს ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული და ამაზე ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. საქმე არის არა ობიექტური გამოძიებისათვის ნაწარმოები, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული გარკვეული მოთხოვნები და გარკვეული კითხვებზე სასწრაფო პასუხი ყოფილიყო გაცემული და 9 ადამიანი წასულიყო ციხეში," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის