deda matrona

საზოგადოება 1714831104

"მოგიყვებით სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა" - რას გვიამბობს მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე

ორი მაისი მატრონა მოსკოველის გარდაცვალების დღეა. წმინდანი 71 წლის ასაკში აღესრულა. გარდაცვალებიდან ორმოცდაათ წელიწადში წმინდანად შერაცხეს. მის შესახებ ბევრი თქმულებაა... მატრონას დაბადება მშობლებს არ სურდათ. არაღვთის მოშიშთ, დუხჭირ ყოფაში და მით უფრო, მრავალშვილიანი გლეხების ოჯახში ზედმეტი მჭამელი რომ არ მოესურვებოდათ, ცხადია. თუმცა, გოგონა დაიბადა და მოგვიანებით, ის ოჯახის მარჩენალიც გახდა. მატრონოვა ნიკონოვა ძირითად დროს ტაძარში ატარებდა, ბავშვები არ ეთამაშებოდნენ. შვიდი წლის ასაკში მას აღმოაჩნდა წინასწარმეტყველების ნიჭი... ხმები გავრცელდა და მასთან ხალხმა დაიწყო სიარული. მერე იყო ვრცელი და თავგადასავლებით სავსე გზა... ***წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში.წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

ფეხსაცმელი

რჩევები 1707427777

რატომ არ შეიძლება ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლის სახლში შენახვა

რატომ არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა და ტარება? - ხალხურ გამოცემებში ძალიან ბევრი საინტერესო მინიშნებაა ცნობილი ამასთან დაკავშირებით. ძველი ფეხსაცმლის არც სახლში დატოვება ვარგა და არც სანაგვეზე გადაგდება; ათასი უბედურებისა და ბოროტების გადაცემა ხდება სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით - გვაფრთხილებს ხალხური სიბრძნე და იმასაც გვასწავლის, თავიდან როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე. ამ ყველაფერზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ლადო ბ.- დღეს ფრიად გავრცელებული და აქტუალური მოვლენაა სოციალური ქსელებით სხვადასხვა ნივთის ყიდვა-გაყიდვა. მათ შორის, ფეხსაცმელსაც უამრავი ადამიანი ყიდის ამა თუ იმ საიტის საშუალებით. შესაბამისად, მყიდველიც ბევრია. გასაგებია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მოგებიანია, მაგრამ როგორც ამბობენ, „ძუნწი ორჯერ იხდის“. შეიძლება, ასე ფინანსური სარგებელი კი ნახოთ, მაგრამ ხალხურ სიბრძნეს თუ ყურს დაუგდებთ, ფეხსაცმელთან დაკავშირებული ბევრი მინიშნება სულ სხვა რამეზე გვაფრთხილებს.- რა საფრთხეს გვიქმნის ფეხსაცმელი?- გაცვეთილ, დახეულ და ძირგავარდნილ ფეხსაცმელს ჩვენი წინაპრები სახლში არავითარ შემთხვევაში არ იტოვებდნენ, რადგან ხალხური მინიშნებების მიხედვით, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაავადებები და დანაკარგი. თუმცა, პირადი ნივთის სანაგვეზე გადაყრა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ერთგულად ემსახურა პატრონს, სახიფათოა: არავინ იცის, ვინ აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს. ამიტომ ძველი ფეხსაცმლისა და ჩუსტების თავიდან მოსაშორებლად რიტუალთა მთელი ნაკრები არსებობს. ნახმარ ფეხსაცმელს ღუმელში ან უკაცრიელ ადგილას ცეცხლში ყრიან, თან ხმამაღლა წარმოთქვამენ: „ცეცხლო, იგიზგიზე და ყველაფერი თან წაიღე“. ასე, პოტენციურად საშიშ ნივთს მტრის ხელში ჩავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება. ანდა, ფეხსაცმელი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და თან, წყალს შეევედროთ: ნივთის პატრონის სული ჩამოერეცხოს: „ჩემი იყო, ახლა არავისია“. ნივთს თუ პატრონი არ ჰყავს, არც მისი გადაგდებაა საშიში. სუფთა წყალში გარეცხილი ფეხსაცმელი და ჩექმა კი, თუ წესიერად გამოიყურება, მიზანშეწონილიც კია, მას მისცეთ, ვისაც სჭირდება. ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: თუ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთი წყვილი ფეხსაცმელიც კი არავისთვის უჩუქებია, მისი სული იმქვეყნად სულ ფეხშიშველი ივლისო. ასევე, მარილის საშუალებითაც შეიძლება ფეხსაცმლის ყოფილ მფლობელთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამიტომ, თუ ხშირად გააჩუქებთ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს, გაცემამდე აუცილებლად მარილში ჩააწყვეთ და მერე დაფერთხეთ.- ხშირად გასცემენ გარდაცვლილის სამოსს, ფეხსაცმელს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?- არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ გარდაცვლილის ფეხსაცმელი, თორემ ახალ მფლობელს საკუთარი სიკვდილისკენ გაუკვალავს ის გზას. რაც შეეხება საქორწინო ფეხსაცმელს, ქუსლი დახურული უნდა ჰქონდეს, თორემ ბედნიერება პატარძალს ღია ფეხსაცმლიდან „გაექცევა“. არის შემთხვევები, სტუმრად ყოფნისას სტუმართმოყვარე მასპინძელი ჩუსტებს გვთავაზობს. ეს არასწორია როგორც ენერგეტიკის, ისე მაგიის თვალსაზრისით. როცა სხვის ფეხსაცმელს იცვამ, „სხვისი გზებით დადიხარ“. არადა, სწორედ ადამიანის ხელ-ფეხია იმის მაჩვენებელი, თუ რას ვაკეთებთ და საით მიდის ჩვენი ცხოვრება. თუ ხელები გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თქვენს საქმეს არ აკეთებთ, არასწორად აირჩიეთ პროფესია. ფეხები და სახსრების ტკივილი კი, გიჩვენებთ, რომ ცხოვრების მცდარ გზას ადგახართ: არც საქმე შეგირჩევიათ სწორად, არც ცხოვრების გეზი და არც საკუთარ დანიშნულებას ასრულებთ ამქვეყნად. ასე რომ, თუ სხვის ფეხსაცმელს იცვამთ, მიჰყვებით იმ ადამიანის გზას, ვისიც ეს ფეხსაცმელი თქვენამდე იყო. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ყიდულობენ ასე მონდომებით მდიდარი ადამიანების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს? - კერპის თაყვანისცემის გამოო, იტყვით... მაგრამ მდიდრისგან რაიმე ნივთის შეძენა ან საჩუქრად მიღება, მით უმეტეს, თუ ეს საფულეა, გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ რიტუალი და მისი იღბალი თქვენზე გადმოვიდეს. თუმცა, ერთია მდიდარი ადამიანისგან ნაყიდი ნივთის ჩაცმა და სულ სხვაა ინტერნეტით შეძენილი მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც კარგი ცხოვრების გამო არავინ ყიდის. არადა ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობენ იქ ფეხსაცმელს ფორმულირებით: რატომ გადავიხადო ძვირი ახალში, როცა ერთ თვეში უკვე აღარც მოერგებაო. მერე კი აღმოჩნდება, რომ წყნარი და მორჩილი ბავშვი თითქოს შეცვალეს, თან სრულიად საპირისპიროდ. იზრდება და თავადვე ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის - თითქოს ეს ცხოვრება მისი არ არის. რაღაც მომენტში ყველას უგრძნია, რომ ცხოვრებაში საკუთარ გზას არ მიჰყვება.- საერთო ჯამში, რისი თავიდან აცილება შეგვიძლია ამ რიტუალებით?- ხსენებულ რიტუალებს თუ მიმართავთ და ძველ ნახმარ ფეხსაცმელსა თუ ახალსაც სათანადოდ მოეპყრობით, გაწმენდთ, შეგიძლიათ: ხელიდან დაუსხლტეთ ავადმყოფობას; თავი დააღწიოთ უიღბლობას; სძლიოთ სენს, სიღარიბეს, უბედურებას, წარუმატებლობასა და მრავალ სხვა უსიამოვნებას; მოიხსნათ ჯადო, წყევლა, ავი თვალის ზეგავლენა. თუმცა ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ასევე შეიძლება გაიგზავნოს ფეხსაცმლის საშუალებით (თუ მტერი თქვენს ფეხსაცმელს ხელში ჩაიგდებს ან ახალს იყიდის, რიტუალს შეასრულებს და თქვენ გადმოგცემთ). ბოლოს ასეთი მინიშნებაც მინდა, შეგახსენოთ, სახლში ცალ ფეხზე ჩაცმული ნებისმიერი სახის ფეხსაცმლით გავლა, იქნება ეს: ჩუსტი, ბათინკი, ჩექმა თუ სანდალი, ნიშნავს, რომ რაიმეს დაიზიანებთ ან დასახიჩრდებით. ასე რომ, ვინც ჩივის, ბედი არ მწყალობსო ანდა ამბობენ: ზუსტად ვიცი, ცხოვრების საკუთარ გზას ავცდიო, ჰკითხეთ: სხვისი ფეხსაცმელი ხომ არ უტარებია. ძალიან ხშირად ეს მართლაც არ არის ჯადოსა თუ ბოროტი თვალისგან გამოწვეული ნეგატივი, უბრალოდ, თვითდაზიანებაა - ანუ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვისი ფეხსაცმლით „სხვის გზაზე“ სიარული. წყაროასევე ნახეთ:„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძესვინ იყო ქალი, რომელიც „სიყვარულის წამლის“ გაყიდვით, სერიულ მკვლელად იქცა - 150 კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა„შვილი საქათმეში გამოკეტა და 8 წელი ქათმის საჭმელს აჭმევდა“ - დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ამინდის პროგნოზი

საზოგადოება 1706563831

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო სამი დღე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.„თბილისში 30 იანვარს, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 30 იანვარს ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.ასევე ნახეთ:სასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება გამოისახაქმრის გარდაცვალების გამო, შეშლილი ქართველი ქალის ამბავი – საბედისწერო სიყვარულის მსხვერპლი ცნობილი ოჯახიდან„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

მდუმარე ბერი

საზოგადოება 1705527231

„მამა გაბრიელმა ფეხი რომ მოიტეხა, ტკივილები აწუხებდა, მამა ნიკოლოზთან გამგზავნა...“ - რას იხსენებს მრევლი წლების შემდეგ

მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის მრევლი, რომელიც მანამდე მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო, საინტერესო ისტორიას იხსენებს.„ვიყავი მამა გაბრიელის მრევლი და მან დაგვტოვა ჩვენ მამა ნიკოლოზთან და არ მოვშორებივართ ამის მერე...მამა გაბრიელმა ფეხი რომ მოიტეხა, საშინელი ტკივილი აწუხებდა იმ დღეს მივედი მასთან - რა ვქნა, მამა გაბრიელ, რით დაგეხმაროთ? ვკითხე შეწუხებულმა. მამა ნიკოლოზთან გამგზავნა ოლღას მონასტერში, რომ იგი მიმეყვანა მასთან. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მამა ნიკოლოზი იყო მისთვის ყველაზე ახლობელი,“ - იხსენებს ნანული მერკვილაძე.ასევე ნახეთ:წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რა დატვირთვით იყენებენ მას ვარსკვლავები„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

ბექა

საზოგადოება 1705339743

ნახეთ, ბინის გარდა, რა აჩუქეს თედო ბექაურს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური გახდა. თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.მიკროსაფინანსო კომპანია "ბერმელმა" თედოს 5000 ლარი გადასცა."ჯაოკენმა" ასევე 5000 ლარი აჩუქა თედოს.თბილისის თავისუფალმა აკადემიამ ბექაურს 5000 ლარი გადასცა და ასევე, ინგლისურის შესწავლა დაუფინანსა."ბელონასგან" 1000-ლარიანი ვაუჩერი.თედომ "არქტურისგან" ბინა მიიღო, როგორც პროექტის გამარჯვებულმა.ასევე, ნოე სულაბერიძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თედოს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებენ.ასევე ნახეთ:„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძესსაქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

ბკ

საზოგადოება 1705328880

„ყველას დიდი მადლობა, ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის... ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ“ - თედო ბექაური

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული, მსახიობი, თედო ბექაური გახდა. თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს მადლობა გადაუხადა. „გამარჯობა მეგობრებო. ყველას დიდი მადლობა, ასეთი სიყვარულისთვის, გულშემატკივრობისთვის, თითოეული ზარისთვის და თუნდაც, სიტყვიერი თანადგომისთვის. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი და საუკეთესო“, - წერს თედო.ასევე ნახეთ:“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

matrona

ისტორიები 1705078530

„მომაძახა: რა ქენი, იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი. მერე...“ - რა შეემთხვა წმინდანის საფლავზე გოჩა ჭაბუკაიძეს

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე„საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა

chabukaidze

კულტურა 1696025753

"ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა..." - რა სიახლეა მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძისკენ

გოჩა ჭაბუკაიძეს თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება ოცნებად ჰქონია; მსახიობი არ გამხდარა, ცხოვრების გზამ მუსიკოსად ჩამოაყალიბა, მედავითნის როლი მისცა, წიგნები აწერინა, თუმცა მისია ამით არ ამოწურულა; ჩვენი სურვილები და ოცნებები მატერიალურია და გულით თუ გინდა, ხდება კიდეც;აგერ უკვე მეოთხე ფილმში იღებენ, მაგრამ როლსაც ხომ გააჩნია? მოძღვრის განსახიერება მიანდეს; დანარჩენს "პრაიმტაიმთან" თვითონ ჰყვება;გოჩა ჭაბუკაიძე: როცა ჩანაფიქრისკენ გულით მიილტვი და კეთილი მიზნების გაქვს, მთელი სამყარო გეხმარება მის განხორციელებაში; ჩემ ოცნებას, სამსახიობო ფაკულტეტი დამემთავრებინა, ახლა ესხმება ფრთები; მეოთხე ფილმში მიღებენ უკვე;ამჯერად მოძღვრის როლი მანდეს, საკმაოდ რთული და ძალიან საპასუხისმგებლო; მან უნდა ანუგეშოს არა მხოლოდ მასთან მისული სულიერი შვილი, არამედ ფილმის მაყურებელიც; სული კი ისეთი რამაა, შეიძლება სიტყვით ან გადარჩეს, ან წარწყმდეს ადამიანი;ფილმში, რომლის სახელწოდებაა "წამალთან თამაში", ქალბატონ მაკა ბერაიას წყალობით მოვხვდი მან თავისი სურვილი გამანდო, მინდა ოდესმე თქვენთან ერთად ვითამაშოო; დაემთხვა ისიც, რომ რეჟისორს, ბატონ ლაშა სამსახარაძეს ნანახი ვყავარ ფილმში "უსახლკარო"; მოკლედ, ამ ორი ადამიანის წყალობითა და სურვილით აღმოჩნდი სრულმეტრაჟიან  ფილმში, რომლის გადაღება დასასრულს უახლოვდება; ფილმი თანამედროვე პრობლემაზე, ოჯახურ ძალადობაზეა; სიყვარულით შექმნილ ოჯახში როგორ ინგრევა ბედნიერება, როდესაც ქმარი წამალზე დამოკიდებული ხდება; ამას რაც მოჰყვება, ნათელია, ჩხუბი, კამათი, უსიამოვნებები, ფიზიკური ძალადობა...ქმრისგან  გულგატეხილი და ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩემს გმირთან სულიერ შვილს მიჰყავს; მე ვაძლევ დარიგებას, რომ ის ჭეშმარიტების გზაზე დადგეს; რთული იყო ჩემთვის, სცენარი, სიტყვები გულამდე უნდა მიმეტანა; ერთი ასეთი რამ მოხდა: საფინალო სცენის გადაღების დროს, როდესაც ამ ქალს ვემშვიდობები, სცენარით გათვალისწინებული სიტყვის ნაცვლად ვთქვი სიტყვა, რომელიც უნებურად, გადმომსკდა და წამოვიდა ჩემი ბაგეებიდა; ვეღარ ვჩერდებოდი და რეჟისორმა რომ გადაიღო, მერე თქვა, მე ამ კადრს ვტოვებ ფილმშიო; გამოვიდა, რომ ასე იმპროვიზაციით შევცვალე სცენარი; დუბლს ხომ ვერ გაიმეორებთო, მთხოვეს; ვერა-მეთქი; მეორედ იმ სიტყვას, იმ აზრებს ვერ დავაწყობდი, თან ემოციით და მღელვარედ ვსაუბრობდი; ქალბატონმა მაკამ მითხრა, მართლა სულიერ  მოძღვართან მეგონა თავი, ისე შემიყვანა როლში თქვენმა სიტყვამო; სხვათა შორის, მაკამ თავისი მოძღვრის ანაფორა მოიტანა, რომ მე ჩამეცვა ფილმში; მის მოძღვარს ჩემთან დაუბარებია, დიდ პატივს ვცემ გოჩას და ჩემგან სიყვარულით მოიკითხეო;ეს ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა; მაშინვე მოვიდა პასუხისმგებლობა, განცდები; მეეზოვე რომ ვითამაშე, ხალხს ეგონა, მეეზოვედ დავიწყე მუშაობა; ახლა ფოტოს დავაწერე, კინოფილმის კადრია-მეთქი და დააკომენტარეს, რა იცით, იქნებ სერიოზული ნაბიჯია იმისკენ, რაც შემდეგში უნდა მოხდესო;მე ვგრძნობ, რომ ჩემი ცხვრების ბოლო ეტაპზე, ალბათ, მონასტერში წავალ;როცა სარწმუნოებაში შევდგი ფეხი, ერთ კვირაში "მოვთხოვე" მოძღვარს საერო ცხოვრებიდან წასვლის კურთხევა მოეცა; ოჯახზე ფიქრი შეგაწუხებს და ღმერთთან ფიქრით ვერ იქნებიო, მითხრა; მე შენ გაკურთხებ ამგვარად, როდესაც შენი ოჯახი შენზე ეკონომიკურად დამოკიდებული არ იქნება, მაშინ სრულიად დამშვიდებული გულით შეგიძლია წახვიდეო; აღთქმა იქ არ დამიდია, მაგრამ სურვილი მაქვს, განგება რამდენად ღირსად ჩამთვლის, რომ ბერის სახით ვემსახურო; უფლის ნება რაც იქნება, დავყვები; ასევე დაგაინტერესებთ:"საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"მას "გმობის ეშმაკს" ეძახიან; ეს არის უთავხედესი ეშმაკი, რომელსაც შეუძლია..." - მამა საბა შიშებზე, რომელსაც ეშმაკი შთაგვაგონებსვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის რეალური ადგილი

deda matrona

ისტორიები 1690755024

„სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო... უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ - დედა მატრონას სასწაულები

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... მას მორწმუნენი მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. გახლავთ მედავითნე.გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით მასთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელმაც ჩემში მისადმი რწმენა გააღვიძა და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი. განაგრძეთ კითხვაასევე ნახეთ:კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენსExclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები„ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს პროფილზე, გოგოებს კი წარწერით „აუ რა სიმპათიური ბიჭია” - მსახიობის გარდაცვალებამ თბილისი შეძრა

deda matrona

ისტორიები 1690272334

„სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო... უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ - დედა მატრონას სასწაულები, რომელიც ჩაგაფიქრებთ

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... მას მორწმუნენი მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. გახლავთ მედავითნე.გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით მასთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელმაც ჩემში მისადმი რწმენა გააღვიძა და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი. განაგრძეთ კითხვაასევე ნახეთ:კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენსExclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები„ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს პროფილზე, გოგოებს კი წარწერით „აუ რა სიმპათიური ბიჭია” - მსახიობის გარდაცვალებამ თბილისი შეძრა

laura

კულტურა 1686769872

„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა გამაოგნებელი ისტორია მოგვიყვა. წიგნია, ფილმია, ცხოვრების დრამატურგიაა…ეს არის მსახიობის 80 წლის დედის ამბავი, რომელიც შვილის გარდაცვალებას მოესწრო, დაიტირა, 40 დღე კანდელს დარაჯობდა და ლოცულობდა, ცრემლით ესაუბრებოდა პირმშოს, 41-ე დღეს კი უფალს მიაბარა სული.ლაურა რეხვიაშვილი “პრაიმტაიმის” მკითხველს დედის ისტორიას უყვება…ლაურა რეხვიაშვილი: – ჩემი უფროსი და, ლილი ხეიბარი იყო. დაწყებით კლასში დედაჩემი ასწავლიდა. დედა, პოლინა დვალიშვილი, პედაგოგი იყო. ლილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, კოჭლობა დაიწყო. როგორც გაირკვა, დაბადებით დაჰყვა პათოლოგიური სისხლძარღვი. ბავშვმა აქტიური ზრდა რომ დაიწყო და ორგანიზმში ბევრი ცვლილება წავიდა, ჯერ თითის წვერს ადგამდა, ქუსლს ვეღარ. მერე ფეხი მოხარა და საერთოდ ჰაერში აიტანა. ვეღარ დებდა სიარულის დროს. გახდა ხეიბარი და დასჭირდა ყავარჯნები.დედამ ხატის წინ თავის იესოსთან, თავის ღვთისმშობელთან, თავის ანგელოზთან და ადგილის დედასთან აღთქმა დადო, მაღალ ქუსლს აღარასოდეს ჩავიცვამ და პომადას არ წავისვამო. ამ აღთქმის შესრულებამ გადაატანინა ეს ტკივილი.ლილის ორი ოპერაცია გაუკეთდა და ორივე უშედეგოდ. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჩემი და თანდაყოლილი ხეიბარი იყო.გაიზარდა და ის იყო ჩვენი, დანარჩენი სამი დის ყველაფერი. ყავარჯნებზე შემდგარი ქალი ხეხილს წამლავდა, გვირეცხავდა, კერავდა, აუთოვებდა. იყო საქმიანი და დაკავებული. სამ დას გაუზარდა შვილები.მათე რომ გავაჩინე, 38 წლის ვიყავი და თვალებში ცრემლჩამდგარმა და გულდაწყვეტილმა მითხრა, მე ის ენერგია აღარ მაქვს, მათეც გავზარდოო.59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ დედაჩემი 80 წლის იყო. დედას ამ ასაკში არ უნდა ენახა ეს სიმწარე…ჩემი თეატრის მსახიობები  “მარშუტკით” წამოვიდნენ და გორმბორზე გაუფუჭდათ ტრანსპორტი. დააგვიანდათ ჩამოსვლა.ჩემი და ეზოში ჩამოვასვენეთ და დედამ, გამოსამშვიდობებლად, ხმით დაიტირა შვილი. სამყარო შეიძრა!!!დედამ ისეთი დატირება იცოდა, რომ მას უბარებდნენ, პოლინა, შენი დატირებით უნდა გაგვისტუმრო საიქიოშიო. განსაკუთრებული უნარია, როცა ადამიანი ლაპარაკობს ისე, რომ პოეზიაც არის, ფილოსოფიაც, ტრაგედია ხომ თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდას დასტირიან. ეს ქალი დიდ პატივს სცემდა მიცვალებულს და სიკვდილს გულში იტარებდა.სახელს ვერ დაარქმევ ამ სურათს, კაციან-ქალიანად რომ ყველა ქვითინებს. ამ დროს ჩერდება დრო, გავიწყდება ყველაფერი და გაოცებული უსმენ მოტირალ დედას.მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ მითხრა, კიდევ კარგი დასაფლავებას მოვუსწარითო. აქ ისეთი რამ ვნახეთ, რომ არ მოგვესწრო, მე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს დედის დატირებაო…აი, მაშინ დედამ ჩემს დას დაატირა: ორმოცამდე აქ უნდა მამყოფო, შენს სულს ჩემსავით ვერავინ მიხედავს, მე უნდა მოვუარო. 40 დღის დღის შემდეგ, შენ თუ არ წამიყვან, შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო. თითქოს "დატუქსა" შვილი.ის ორმოცი დღე კანდელს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო. ცივ ნიავს არ აკარებდა. ლოცულობდა, მაგრამ ფსალმუნებს კი არ კითხულობდა, თავისი გულით და აზრით ლოცულობდა. მერე ეზოში გავიდოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, რომ მაგალითად, ვაზი უნდა ენახა და იქ, თავისთვის მოთქვამდა, შვილს ელაპარაკებოდა, დიალოგი ჰქონდა, ოღონდ ტირილით.უკეთებდა საკურთხს ფაცურით, ნერვიულობით. მის სახელზე აცხობდა, მოხრაკავდა. მერე მაგიდაზე დადგამდა, სანთელს მოავლებდა სამჯერ. ილოცებდა…ეს ქალი ნამდვილად მიწის მარილი იყო…ასე მოიხადა ვალი, მოუარა შვილის სულს. ლილის 40 გადავუხადეთ და 41-ე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ…ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ასე უნდა მიიღო. მაგრამ როცა დედებს შვილები უკვდებათ, მე ამაზე მაქვს კითხვა, რა მოხდება რომ დედებმა ეს სიმწარე არ იგემონ და თუ შვილი უნდა მოკვდეს, ცოტა ხნით ადრე დედა გარდაიცვალოს?! თან დედა, რომელიც ისედაც მალე წავიდოდა, რა მოხდდებოდა რომ სიცოცხლის ბოლო მომენტში ასე არ გამწარებულიყო?..შვილმკდარი დედა რომ თავს არ იკლავს, ესეც ღმერთისგან არის შეჩერებული, რომ საიქიოში ნახონ შვილები… შვილმკვდარი დედა რომ ცოცხალია, მე ეს არ მჯერა. ვფიქრობ იმაზე, რა დევს იმ არსებობაში, რატომ აქვს ამ დედების არსებობას აზრი? რატომ არის აუცილებელი იარსებონ? აი, ეს შემაძრწუნებელი კითხვები მაქვს.სიკვდილი საერთოდ არ მაშინებს. მაგრამ არ მინდა შვილი გავაწვალო ჩემი სიკვდილით. გული ეტკინება, შეწუხდება, იტირებს. და რა გამოდის? გავაჩინე, გავზარდე, სიყვარული მივეცი და ბოლოს ამოვაშხამე. ამოშხამებას ვერ ვეგუები…დედას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, სიზმრად დედას სამყოფელი ვნახე. მესიზმრება, მივდივარ თელავში, სასაფლაოზე, დედას და დის საფლავზე. ირგვლივ მწვანე მოლია, ჟუტუნა ყვავილებიანი. ეს ჩვენებური მოლი არ არის. ყვავილი მოვწყვიტე, დავყნოსე, მაგრამ ეს აქაური ყვავილი არ არის.გამჭვირვალე სამყოფელთან იდგა ნუშის ხე. არც ის ჰგავდა “ჩვენს” ნუშის ხეს. ხის უკან დეიდა მარო გამოჩნდა. დედაჩემი სად არის-მეთქი. ხელი გაიშვირა, იქითო. გავიხედე და მოდიოდა დედა, ყველაზე ლამაზი კაბით, რომელიც ჰქონდა. შუაზე გაყოფილი და უკან ჩახვეული თმით… ლამაზი თავის ფორმა და კარგი ტან-ფეხი ჰქონდა. ყველაზე კარგი რომ არის ადამიანი, იმ ასაკში იყო და მოდიოდა ყვავილებით. ენით აუწერელი ფერებითა და კომპოზიციით.ყვავილებიანად შემომეხვია, მაკოცა ისე, როგორც სიცოცხლეში იცოდა. რომ მაკოცებდა, ხელით ნიკაპი ეჭირა და მეორე ლოყა მტკიოდა. რომ გაკოცებდა, აუცილებლდა დააყოლებდა – გენაცვალოს დედა. სიყვარულის სურვილის ასეთი მოკვლა იცოდა. ასე მაკოცა, მითხრა, გენაცვალოს დედაო. ლილიკო სად არის-მეთქი, ვკითხე. მომკიდა ხელი და ალავერდისხელა ტაძართან მიმიყვანა. გამჭვირვალე იყო… ჩემი და ამ სალოცავის კარებში იდგა, როგორც ანგელოზი.თუ ასე ადვილი იყო თქვენი ნახვა, ამდენ ხანს როგორ მოითმინე და არ დამენახე-მეთქი? წადი, სანთელი დაანთეო, მითხრა. ამ დროს ვიღაცამ ბეჭებში დამარტყა და გამომაღვიძა. წამოვჯექი. გონება რომ დალაგდა და ქმარ-შვილი დავინახე, აბა, მე სად ვიყავი-მეთქი? გავიფიქრე. თან გამახსენდა დედის ნათქვამი, სანთელი დაანთეო. დილის ხუთის ნახევარი იყო. გავედი სამზარეულოში და დავანათე სანთელი. პატარა სანთელმა დიდი ცეცხლის ენა გაიკეთა. ეს ცეცხლი გაიშალა, ამოვიდა დედაჩემის სახე, გამიცინა და ჩაქრა…საღამურზე შემოვიცვი და გავიქეცი ანჩის ხატში. შემოდგომის მიწურული იყო. შევიშლებოდი ეს რომ ცხლად ღვთისმსახურისთვის არ მომეყოლა. ანჩისხატის ტაძრის წინ ოთახები იყო. დავაკაკუნე რომელიღაც კარზე. გამოიხედა მოძღვარმა, მისი სახელიც არ ვიცი. იფიქრა, ამ გამთენიისას რაღაც უბედურება შეემთხვაო და იყურებოდა, ვინმე ხომ არ მომსდევდა. უნდა მომისმინოთ-მეთქი, დავამშვიდე. ჩემი გარდაცვლილების სამყოფელი ვნახე-მეთქი და მოვუყევი სიზმარი. თავზე ხელი გადამისვა, ჩემი ხელები დაიჭირა და მითხრა, რაც ნახე, ისინი იქ არიანო.ასე რომ, იმათ ჩვენი სიყვარული, ჩვენგან მოხსენიება, ლოცვა სჭირდებათ. ამაში ცხადად დავრწმუნდი…ასევე დაგაინტერესებთ: "მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ. თქვით, როცა სირთულეებს აწყდებით“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი"გელით კვირას, რვა საათზე" - რა ახალ გამოწვევას შეეჭიდა მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე

gocha

საზოგადოება 1686763136

"გელით კვირას, რვა საათზე" - რა ახალ გამოწვევას შეეჭიდა მუსიკოსი გოჩა ჭაბუკაიძე

მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძეს ახალ ამპლუაში ვიხილავთ. ტელეკომპანია "ტვ პლიუსის" ეთერში, კვირაობით, შეგიძლიათ ნახევარი საათი სულიერებაზე საუბარს დაუთმოთ."ამბავი კეთილი" ჰქვია გადაცემას, რომელსაც მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე წაუძღვება."მადლი და მშვიდობა სრულიად საქართველო. "ტვ პლიუსზე" ერთად ვისაუბრებთ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სულიერებაზე. სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა. გელით კვირას, რვა საათზე. სიყვარულითა და პატივისცემით, გოჩა ჭაბუკაიძე," - ამბობს გადაცემის ავტორი.ბატონ გოჩას "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მან წმინდა დედა მატრონასთან დაკავშირებით სასწაული პირველად ჩვენ მოგვითხრო.გოჩა ჭაბუკაიძე: 90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი... აქ დააწკაპუნეთ და განაგრძეთ კითხვა... ასევე დაგაინტერესებთ:ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა,,ეს ლოცვა 2000 წლისაა. წმინდა მამების აზრით, მას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს