რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
რატომ არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა და ტარება? - ხალხურ გამოცემებში ძალიან ბევრი საინტერესო მინიშნებაა ცნობილი ამასთან დაკავშირებით. ძველი ფეხსაცმლის არც სახლში დატოვება ვარგა და არც სანაგვეზე გადაგდება; ათასი უბედურებისა და ბოროტების გადაცემა ხდება სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით - გვაფრთხილებს ხალხური სიბრძნე და იმასაც გვასწავლის, თავიდან როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე. ამ ყველაფერზე ეზოთერიკოსი საუბრობს:
- გაცვეთილ, დახეულ და ძირგავარდნილ ფეხსაცმელს ჩვენი წინაპრები სახლში არავითარ შემთხვევაში არ იტოვებდნენ, რადგან ხალხური მინიშნებების მიხედვით, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაავადებები და დანაკარგი. თუმცა, პირადი ნივთის სანაგვეზე გადაყრა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ერთგულად ემსახურა პატრონს, სახიფათოა: არავინ იცის, ვინ აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს. ამიტომ ძველი ფეხსაცმლისა და ჩუსტების თავიდან მოსაშორებლად რიტუალთა მთელი ნაკრები არსებობს. ნახმარ ფეხსაცმელს ღუმელში ან უკაცრიელ ადგილას ცეცხლში ყრიან, თან ხმამაღლა წარმოთქვამენ: „ცეცხლო, იგიზგიზე და ყველაფერი თან წაიღე“. ასე, პოტენციურად საშიშ ნივთს მტრის ხელში ჩავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება. ანდა, ფეხსაცმელი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და თან, წყალს შეევედროთ: ნივთის პატრონის სული ჩამოერეცხოს: „ჩემი იყო, ახლა არავისია“. ნივთს თუ პატრონი არ ჰყავს, არც მისი გადაგდებაა საშიში. სუფთა წყალში გარეცხილი ფეხსაცმელი და ჩექმა კი, თუ წესიერად გამოიყურება, მიზანშეწონილიც კია, მას მისცეთ, ვისაც სჭირდება. ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: თუ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთი წყვილი ფეხსაცმელიც კი არავისთვის უჩუქებია, მისი სული იმქვეყნად სულ ფეხშიშველი ივლისო. ასევე, მარილის საშუალებითაც შეიძლება ფეხსაცმლის ყოფილ მფლობელთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამიტომ, თუ ხშირად გააჩუქებთ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს, გაცემამდე აუცილებლად მარილში ჩააწყვეთ და მერე დაფერთხეთ.
- ხშირად გასცემენ გარდაცვლილის სამოსს, ფეხსაცმელს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
- არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ გარდაცვლილის ფეხსაცმელი, თორემ ახალ მფლობელს საკუთარი სიკვდილისკენ გაუკვალავს ის გზას. რაც შეეხება საქორწინო ფეხსაცმელს, ქუსლი დახურული უნდა ჰქონდეს, თორემ ბედნიერება პატარძალს ღია ფეხსაცმლიდან „გაექცევა“. არის შემთხვევები, სტუმრად ყოფნისას სტუმართმოყვარე მასპინძელი ჩუსტებს გვთავაზობს. ეს არასწორია როგორც ენერგეტიკის, ისე მაგიის თვალსაზრისით. როცა სხვის ფეხსაცმელს იცვამ, „სხვისი გზებით დადიხარ“. არადა, სწორედ ადამიანის ხელ-ფეხია იმის მაჩვენებელი, თუ რას ვაკეთებთ და საით მიდის ჩვენი ცხოვრება. თუ ხელები გტკივათ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თქვენს საქმეს არ აკეთებთ, არასწორად აირჩიეთ პროფესია. ფეხები და სახსრების ტკივილი კი, გიჩვენებთ, რომ ცხოვრების მცდარ გზას ადგახართ: არც საქმე შეგირჩევიათ სწორად, არც ცხოვრების გეზი და არც საკუთარ დანიშნულებას ასრულებთ ამქვეყნად. ასე რომ, თუ სხვის ფეხსაცმელს იცვამთ, მიჰყვებით იმ ადამიანის გზას, ვისიც ეს ფეხსაცმელი თქვენამდე იყო. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ყიდულობენ ასე მონდომებით მდიდარი ადამიანების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს? - კერპის თაყვანისცემის გამოო, იტყვით... მაგრამ მდიდრისგან რაიმე ნივთის შეძენა ან საჩუქრად მიღება, მით უმეტეს, თუ ეს საფულეა, გაძლევთ საშუალებას, შეასრულოთ რიტუალი და მისი იღბალი თქვენზე გადმოვიდეს. თუმცა, ერთია მდიდარი ადამიანისგან ნაყიდი ნივთის ჩაცმა და სულ სხვაა ინტერნეტით შეძენილი მეორადი ტანსაცმელი, რომელსაც კარგი ცხოვრების გამო არავინ ყიდის. არადა ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობენ იქ ფეხსაცმელს ფორმულირებით: რატომ გადავიხადო ძვირი ახალში, როცა ერთ თვეში უკვე აღარც მოერგებაო. მერე კი აღმოჩნდება, რომ წყნარი და მორჩილი ბავშვი თითქოს შეცვალეს, თან სრულიად საპირისპიროდ. იზრდება და თავადვე ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის - თითქოს ეს ცხოვრება მისი არ არის. რაღაც მომენტში ყველას უგრძნია, რომ ცხოვრებაში საკუთარ გზას არ მიჰყვება... სრულად
ასევე ნახეთ: