tamta goduadze

შოუბიზნესი 1713797981

თამთა გოდუაძე ქალიშვილთან ერთად საოცნებო მოგზაურობაში იმყოფება - ნახეთ სად ისვენებს ქართველი მომღერალი

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია. მან არც ამჯერად გაუცრუა იმედები ტაბლოიდებს და საოცნებო მოგზაურობიდან ფოტოებს აზიარებს. მომღერალი ბოლო რამდენიმე დღეა საოცნებო ქვეყანაში, იაპონიაში იმყოფება. როგორც თამთა ამბობს, ამ ქვეყანაში მოგზაურობა მისი დიდი ოცნება იყო. მომღერალი ამჯერად ქალიშვილთან, ანისთან ერთად იმყოფება ტოკიოში.როგორც უცხოური მედია წერს, თამთას სტილი ყოველდღიურობაშიც კი, ეგზოტიკურია, ისეთივე ეგზოტიკური, როგორიც იაპონია.

თამთა ნუცა

საზოგადოება 1712005267

VIDEO: „მძიმე პერიოდი მქონდა, ძმა დავკარგე...“ - ნუცა ბუზალაძის და თამთა გოდუაძის ემოციური შეხვედრა

„ევროვიზამდე“ ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები ხვდებიან და ამხნევებენ. ერთ-ერთი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძეა. თანამემამულეების შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.ნახეთ კადრები ↓

დოდონა

ტაბლოიდი 1704707160

VIDEO: ნახეთ, დოდონა ნამორაძის არაჩვეულებრივი შესრულება გია ბაღაშვილის აკომპანემენტით

„ჩვენი შოუს“ საახალწლო გადაცემაში დოდონა ნამორაძემ „იაგუნდი“ გია ბაღაშვილის აკომპანემენტით შეასრულა.დოდონას ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა:დოდონა ნამორაძეს ქართველი ტელემაყურებელი მუსიკალური კონკურსებიდან კარგად იცნობს, ახლა კი ნიჭიერი გოგონას მუსიკალური შესაძლებლობები ბერძნებმაც გაიცნეს.„3-4 წელია, რაც ქუჩაში ვმღერი. ეს იმან გამოიწვია, რომ "X-ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ, გული ძალიან დამწყდა, ბავშვი ვიყავი... თან, ჩემი მენტორი თამთა გოდუაძე იყო, რომელიც გეცოდინებათ, საბერძნეთშია. ჯერ არ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გამიცნობს და ჩემს თავს გავახსენებ (იცინის)... ახლა ვხვდები, რომ რაც "X-ფაქტორზე" მოხდა, საჭირო იყო: სიმაღლეს გემოს ვერ გაუგებ, თუ დაბლა ნამყოფი არ ხარ, თუ ერთხელ მაინც არ დავარდნილხარ... მოკლედ, მაშინ არსად გამოსვლა აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, ქუჩამ სიმღერა გადამირჩინა - მივხვდი, ჩემი საქმე ეს არის... მე და ჩემი ერთ-ერთი დაქალი რიყის პარკისკენ დავდიოდით ხოლმე. ერთხელაც, იმ ადგილას რომ გავიარეთ, სადაც იოსებ ახალკაციშვილი უკრავდა, მივედი და ვუთხარი, - მამღერე-მეთქი (იღიმის). ვუთხარი, რომელი აკორდი დაეკრა და Fეელ გოოდ ვიმღერე, ვისიამოვნე. ამის შემდეგ მასთან ხშირად მივდიოდი და ვმღეროდი და ბოლოს ისე მოხდა, რომ დავრჩი (იცინის)... ძალიან ბევრი მეკითხება, - შენი შემოსავლის წყარო ეს არისო? ქუჩიდან 1 ლარიც კი არასდროს ამიღია, რადგან ჩემთვის ქუჩაში სიმღერა სულ სხვა რამეს ნიშნავს. შემოსავლის სხვა წყარო მაქვს - ვმუშაობ, საღამოობით კი სამღერად გავდივარ. უბრალოდ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ის ფაქტორიც არის, რომ როგორი მაღალი დონის და პოპულარული მომღერალიც უნდა გავხდე, ქუჩაში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის თავმდაბლობის ასოციაციაა, რადგან ხალხს უმღერი, ჩვეულებრივი მათგანი ხარ - სცენაზე, შემაღლებულ ადგილზე არ დგახარ. გარშემო მყოფები იმიტომ მოდიან და ჩერდებიან, რომ მოგისმინონ და არა იმიტომ, როგორც სასტუმროში სიმღერისას ხდება - ხალხი ვახშმობს და თან, სიმღერის მოსმენა უწევს. ქუჩაში ხალხი იმიტომ ჩერდება, რომ ჩემი მოსმენა უნდათ და ამაზე კარგი გრძნობა მართლა არ არსებობს“,- ამბობს დოდონა ერთ-ერთ ინტერვიუში.ასევე ნახეთ:„ეს მოვლენა გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ“ - რა უნდა გავაკეთოთ 11 იანვარსVIDEO: „ნამდვილი ცეცხლი დაანთო“ - ლაშა რამიშვილმა ინდოელ სტუდენტთან ერთად ინდური სიმღერების შესრულებით სოცქსელი დაიპყრო

თამთა

ტაბლოიდი 1700779150

„ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი... მგონია, რომ შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში!“ – თამთა გოდუაძე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ადგილობრივ მედიას სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე ესაუბრა.  მისი თქმით, ქალისთვის არ არსებობს დაბრკოლება, თუკი რომელიმე სამოსის მოხდენა სურს.„ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი, სარკეში რომ ვიყურები, ვფიქრობ ხოლმე, ასე ხომ 15 წლის ასაკში ვიცვამდი. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში. ყველას შეუძლია ჩაიცვას, რაც უნდა. არაერთხელ მცმია ისეთი რამ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყოლია. მერე რა?!ეს არაფერს ნიშნავს. ქალს თავისი სხეულის ფორმები და წონა ვერ შეაჩერებს, თუკი რაიმეს მოხდენილად ჩაცმა უნდა. თუ სარკეში იყურება და მოსწონს რასაც ხედავს, მაშინ სწორად იქცევა, რომ ატარებს იმას, რაც უნდა. ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მომისმენია ძალიან მკაცრი კრიტიკა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით,“ - უთხრა “Χαμογέλα και πάλι”-ის ჟურნალისტს მომღერალმა.ასევე ნახეთ:„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ - ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზეყოფილმა მოდელმა Guns N' Roses-ის სოლისტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულამედიის ცნობით, ილონ მასკი სასამართლოს მეშვეობით ცდილობს შეამციროს ალიმენტების თანხა, რომლებიც გრაიმსს 3 საერთო შვილის გამო უნდა გადაუადოს

თინათინ გოდუაძე

საზოგადოება 1692817401

,,გთხოვთ, გააზიაროთ..." - გერმანიაში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი თინათინ გოდუაძე დაიკარგა. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს.მისივე ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.,,ემიგრანტი დაიკარგა გერმანიაში, ბერლინში, თინათინ გოდუაძე. გოგონას არ ახსოვს თავისი სახელი და გვარი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ან შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახს, ეს არის თინათინის დედის ნომერი: +995579013160. გთხოვთ, გააზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს.ილოცეთ ამ ემიგრანტზე. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს... სანთელი აანთეთ მის სახელზე. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას უსურვებს თინათინს", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:ხანძარი ვარკეთილში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდაპრიგოჟინი იყენებდა ორეულებს - რა ინფორმაციას ავრცელებდა დასავლური მედია "ვაგნერის" დამფუძნებელზეუბედური შემთხვევა - კაცს მძიმე ტექნიკა დაეცა და ადგილზე დაიღუპა

ლელა და მამულიჩა

ტაბლოიდი 1690922910

„ეს ტროლ-ბოტები ძალიან გააქტიურდით ლელას ფეიჯზე, უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს..." - რას წერს მამულიჩა

პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლელა წურწუმიას „ფეიჯზე“ ტროლ ბოტები გააქტიურდნენ.როგორც მამულიჩა აღნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან.„ეს ტროლ-ბოტები ძალიან გააქტიურდით ამ ლელას ფეიჯზე, უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს.ცოტა ადეკვატურები იყავით და ქართულად წერეთ, საყვარლებო… მიხარია, რომ არსებობთ, ასე იგი სწორი მიმართულებით მივდივართ. გკოცნით. კიდევ დიდი ხანი მოგიწევთ ლელას მოსმენა, გაუძელით”, – წერს მამულიჩა.ასევე დაგაინტერესებთ:„სანამ ჩემს განსჯას დაიწყებთ...” – რა იყო მარიკუნა მიქატაძის ბოლო თხოვნაროგორ გამოიყურება სახლი, სადაც თამთა გოდუაძე გაიზარდა - დაათვალიერეთ ფოტოებიქალმა 75 000 ფუნტი დახარჯა, რომ კიმინს დამსგავსებოდა, 250 000 ფუნტი დახარჯა, რომ ბარბი გამხდარიყო და ახლა უნდა, რომ იყოს კენი

თამთა გოდუაძე

ტაბლოიდი 1690913295

როგორ გამოიყურება სახლი, სადაც თამთა გოდუაძე გაიზარდა - დაათვალიერეთ ფოტოები

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს იმ სახლის ფოტო-ვიდეო კადრებს უზიარებს, სადაც გაიზარდა. როგორც ჩანს, მომღერალი საქართველოში იმყოფებოდა, იგი იმ სკოლასაც ეწვია, რომელიც დაამთავრა.თამთა გოდუაძის სახლი სოფელ ახალ თერჯოლაში.ნახეთ ვიდეო აქ.ასევე დაგაინტერესებთ:ქართველი სერიული მკვლელები - სკანდალური საქმეების დაუჯერებელი დეტალები„საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ფარულად გადაუღო ფოტოები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ - საგამოძიებო სამსახურის განცხადებაVIDEO: „28 სწორი პასუხი!… მიშიკო ლაგვილავა იმეორებს ყველა დროის რეკორდს” - „წიგნების თაროს” საოცარი მონაწილე

თამთა გოდუაძე

ტაბლოიდი 1689921633

„ჩემი სიყვარული“ - რა კადრებს აქვეყნებს საქართველოში ჩამოსული თამთა გოდუაძე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველოშია. ამის შესახებ მისი Instagram აქტივობიდან ირკვევა.„თბილისი ჩემი სიყვარული“ – წერს თამთა და ფოტოებს აქვეყნებს.           View this post on Instagram                       A post shared by Tamta (@officialtamta) ასევე ნახეთ:VIDEO: სკანდალური ფარული ჩანაწერი - ნარკოტიკებით ორი მოქმედი ადვოკატიც ვაჭრობდა - სპეცოპერაციის დეტალებიმოერიდეთ ახალ ნაცნობობას, სარისკო მოქმედებებს - ცაგარელის პროგნოზიVIDEO: სალომეს ორიგინალური შესრულება - ის კლავიშზე ფეხშემოდებული უკრავს და მღერის„ამას ვერასდროს შევძლებ...“ - რას წერს მარიკუნა მიქატაძის შვილი

თამთა გოდუაძე

საზოგადოება 1675244520

VIDEO: „23 წლის შემდეგ ჩემი რიგიც მოვიდა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს თამთა გოდუაძე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ 23 წლის შემდეგ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას ესაუბრა.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთის მოქალაქეობა მივიღე. ბიუროკრატიის გამო დაგვიანდა. რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილე ყველა საჭირო პირობა, უბრალოდ 23 წლის შემდეგ ჩემი რიგიც მოვიდა. გამოცდები ჩავაბარე: ისტორია, გეოგრაფია, რაც იყო და საბოლოოდ, ავიღე.” - თქვა მომღერალმა.  

თამთა გოდუაძე

ტაბლოიდი 1674860024

,,რაც არ გკლავს, გაძლიერებს..." - რას წერს თამთა გოდუაძე

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, ,,ინსტაგრამზე" ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:„რაც არ გკლავს, გაძლიერებს!ახლა, მე ვაყალიბებ ჩემი  ცხოვრების გზას, რომ ვიყო  საკუთარი თავი ბოსი… იმიტომ, რომ ბოსებად არ იბადებიან, ხდებიან“. – წერს თამთა სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Tamta (@officialtamta)

თამთა გოდუაძე

ტაბლოიდი 1673597220

VIDEO: თამთა გოდუაძე 42 წლის გახდა - ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყვეს მომღერალს მეგობრებმა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე 42 წლის გახდა. მომღერალს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს, თამთას რეპეტიციის დროს სცენაზე ტორტით ეწვივნენ და მისთვის საუკეთესო სურვილებიც არ დაიშურეს. ნახეთ ვიდეო ⇓

tamta goduadze

ტაბლოიდი 1672990020

„23 წლის შემდეგ საბოლოოდ...დიდი სიხარული და ემოციაა“ - თამთა გოდუაძე

23 წლის შემდეგ ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო.გოდუაძემ ფოტო სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გაავრცელა. „23 წლის შემდეგ საბოლოოდ... დიდი სიხარული და ემოციაა“, - წერს მომღერალი.