,,გთხოვთ, გააზიაროთ..." - გერმანიაში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

თინათინ გოდუაძე

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი თინათინ გოდუაძე დაიკარგა. 

ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

,,ემიგრანტი დაიკარგა გერმანიაში, ბერლინში, თინათინ გოდუაძე. გოგონას არ ახსოვს თავისი სახელი და გვარი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ან შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახს, ეს არის თინათინის დედის ნომერი: +995579013160.

გთხოვთ, გააზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს.

ილოცეთ ამ ემიგრანტზე. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს... სანთელი აანთეთ მის სახელზე.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას უსურვებს თინათინს", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

ხანძარი ვარკეთილში - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

პრიგოჟინი იყენებდა ორეულებს - რა ინფორმაციას ავრცელებდა დასავლური მედია "ვაგნერის" დამფუძნებელზე

უბედური შემთხვევა - კაცს მძიმე ტექნიკა დაეცა და ადგილზე დაიღუპა