ჯილი საქართველო

საზოგადოება 1744371675

„ჯილი საქართველო“ ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება - კომპანიის შედეგები და გეგმები

„ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურებასაქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლოგიური ბრენდის, Geely Auto-ს ელექტრიფიცირებული მოდელი Geely EX5 შეემატება. უსაფრთხოების გაზრდილი მაჩვენებლებითა და მართვის ჭკვიანი სისტემით გამორჩეული ელექტრომობილი „ჯილი საქართველოს“ შოურუმში ერთ თვეში გამოჩნდება. „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებაში შემავალ კომპანიას, რომელიც ცნობილი ჩინური ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს. ასევე განსაკუთრებული მოლოდინია კიდევ ერთი ელექტრომოდელის Geely Geome-ის მიმართაც. Geely-ს ელექტრიფიცირებული ავტომობილების ახალი სერიის ამ მოდელზე მოთხოვნა ჩინეთში ყველაზე მაღალია. მიზეზი შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა.გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „მიმდინარე წლის მთავარი სიახლე „ჯილი საქართველოს“ განახლებული სამოდელო რიგია. ჩვენი მომხმარებელი, რომელმაც უკვე გამოცადა Geely Auto-ს ხარისხი და სანდოობა, ახალ მანქანებს ელოდება. ბენზინისძრავიან მოდელებს სულ მალე ელექტრომობილები და დამუხტვადი ჰიბრიდები შეემატება. მნიშვნელოვანია, რომ „ჯილი საქართველოს“ მიერ იმპორტირებული ავტომობილები ევროპის ბაზრისთვის არის წარმოებული და ადაპტირებულია ევროკავშირის მოთხოვნებზე, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ნიშნავს. მაგალითისთვის, აქვს ხუთვარსკვლავიანი შედეგი ე.წ. ქრაშ-ტესტში და გამონაბოლქვის სერტიფიკატი. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, აპრილის ბოლოდან გვეყოლება Geely EX5, ელექტრომობილი, რომელიც  სრული დამუხტვის შემთხვევაში 450 კილომეტრს ფარავს. მომხმარებელი იღებს ოფიციალური დილერის 8-წლიან გარანტიას ავტომობილზე, ხოლო ნაწილებზე მოქმედებს 4-წლიანი გარანტია.იგივე პირობები ვრცელდება Geely Geome-ზეც, რომელიც, დახვეწილი ვიზუალის, კომპაქტურობის, გაუმჯობესებული რესურსისა და სუპერეკონომიურობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომოდელია ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ერთი სრული დამუხტვით ავტომობილი 400 კილომეტრს გადის. მისი ფასი $20 000-ის ეკვივალენტია ლარში“.მიმდინარე წლის გეგმებშია ასევე Geely Monjaro hybrid-ის შემოყვანა. მისი შერეული წვა 4.7 ლიტრია.ჩამონათვალშია კიდევ ერთი მოდელი - Geely Starship L7 –  საშუალო ზომის დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელიც თავისი სტილითა და ვიზუალით გამოირჩევა.ელექტრომობილებთან და დამუხტვად ჰიბრიდებთან ერთად, კომპანია წარადგენს Geely Atlas cool-საც, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობი Geely Coolray-ს სეგმენტია. მისი საბაზრო ღირებულება $24 000-ის  ეკვივალენტია ლარში. ავტომანქანა Geely Atlas-ის ფორმებს იმეორებს, თუმცა გაცილებით კომპაქტურია.Geely Atlas საქართველოს ბაზრისთვის უკვე გამოცდილი საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. ეს მოდელი „ჯილი საქართველომ“ გასულ წლის ნოემბერში წარადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარული საშუალო ზომის SUV-ია. 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა და 2.0-ტურბინიანი ძრავით Geely Atlas საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „გასული წლის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა. 2024 წელს, საერთო ჯამში, 125 ახალი და 40 მეორადი ავტომობილი გავყიდეთ. მიღებული შემოსავალი კი 9 მილიონს აღემატება. აქვე დავამატებ, რომ „ჯილი საქართველოს“ მომხმარებელი მაქსიმალურად გამარტივებული trade in შეთავაზებით სარგებლობს, რის გამოც ეს სერვისი ძალიან პოპულარულია. შედეგად, იზრდება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციაც.სულ ორი წელია, ბაზარზე ვართ და ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. დიდი მოთხოვნაა ჩვენს შოურუმში როგორც უკვე არსებულ, ისე Geely Auto-ს ახალ მოდელებზე. ამასთანავე, ჩვენს ავტორიზებულ სერვისცენტრში მომხმარებელი გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც იღებს. „ჯილი საქართველო“, ცხადია, მიჰყვება „თეგეტას“ სტრატეგიას, რაც მომხმარებლისათვის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებას და მასთან დაკავშირებული სრული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს“.„ჯილი საქართველოს“ საექსპოზიციო სივრცე და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი მულტიბრენდულ შოურუმშია წარმოდგენილი, რომელიც „თეგეტა ქარსში“ შემავალ ბრენდებს: Mazda-ს, Auto Gallery-სა და Geely Auto-ს აერთიანებს. საავტომობილო კომპლექსში „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ახალ მოდელებს სთავაზობს და ჩინური ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება. კომპანიის მთელი გუნდი სხვადასხვა დეპარტამენტიდან წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო ტრენინგს გადის როგორც ადგილზე, ისე ჩინეთში, სადაც ბრენდთან დაკავშირებულ სიახლეებს ეცნობა.„ყოველი ახალი მოდელის მიღებამდე Geely Auto-ს იმპორტიორები, ამ შემთხვევაში „ჯილი საქართველო“, მომზადებას ერთი თვით ადრე იწყებს. ეს გულისხმობს სრული ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და ავტომობილის თითოეული დეტალის სრულყოფილად შესწავლას. მათი ცოდნა ქულებით იზომება და შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრენდის წარმომადგენელი მოთხოვნილი მოდელის რეალიზაციისა და შემდგომი მომსახურების გაწევის უფლებას ვერ იღებს. ამ პირობით მწარმოებელი იცავს და ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას და, ამასთანავე, გასცემს გარანტიას მომხმარებლისათვის, რომ ის სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს. ამას ემატება ის თანამედროვე დანადგარები, რომლითაც ჩვენი სერვისცენტრია აღჭურვილი“, - ამბობს გიორგი შაქარაშვილი. კომფორტული და სასიამოვნოა შოურუმში ვიზიტიც. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ავტომობილის შეძენის მსურველებს საექსპოზიციო დარბაზი და მოსაცდელი სივრცე ხვდებათ. სერვისის მისაღებად თუ ტესტდრაივისთვის მომხმარებელი წინასწარ ჯავშნის თავისთვის სასურველ დროს.ჩინური ავტოგიგანტის Geely Holding-ში შემავალი ბრენდი Geely Auto „თეგეტას“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებას 2023 წელს დაემატა. ჰოლდინგის შემადგენლობაში კიდევ ერთი კომპანია გაჩნდა, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი ჩინური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა შეემატა. ჩინური წარმოების მიმართ ნაკლები ნდობისა და, ამასთანავე, მწარმოებლის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, თავის დამკვიდრება კომპანიისათვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რასაც „ჯილი საქართველომ“ მოსალოდნელზე სწრაფად გაართვა თავი. ბაზარზე შემოსვლიდან პირველ სამ თვეში კომპანიამ 50 ერთეული ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც წინასწარ გაწერილ გეგმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. მაშინ კომპანიას მხოლოდ ერთი ბენზინისძრავიანი მოდელი Geely Coolray ჰყავდა.2024-ში კი გაყიდვების მაჩვენებლები გასამმაგდა და ახალი მოთხოვნა გააჩინა, რასაც „ჯილი საქართველო“ უახლესი ავტომობილებითა და მრავალფეროვანი სამოდელო რიგით პასუხობს.თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1734083678

შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ - შაქარაშვილის შემთხვევაში, „მთავარის“ ჟურნალისტი აკრიტიკებდა მის ოჯახსაც, ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

 „ეს არის მათი ოცნება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, გაიხსენეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი. კეზერაშვილის ტელევიზია იყო მაშინ ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეს ზუსტად იმისთვის იყენებდნენ, რომ ასეთი მსხვერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიეღოთ.“ -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თუ  რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად“.პაპუაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელმა მისი ოჯახიც კი გააკრიტიკა, რაც იმას მოწმობს, რომ სხვისი ნების გამტარებელი ადამიანებისთვის, მორალური ზღვარი აღარ არსებობს.„იმასაც შეგახსენებთ, რომ „მთავარის“ ჟურნალისტი მაშინ აკრიტიკებდა  შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, იმიტომ, რომ  მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალზე და მორალურ კანონებზე ამბობ უარს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამ დღეებში ვიხილეთ. ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უვნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესვრი პოლიციელს და ვნახეთ, ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის, წაქეზებული იყო გარედან, ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა

საზოგადოება 1732087020

„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა

ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას  გადაეცემათ.Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა, ბენზინის 1.5 ატმოსფერული ძრავით, უმაღლესი კომპლექტაციითა და თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, ოფიციალური ავტოსალონის გარანტიით.გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიანსასიხარულოა, რომ Geely-ს საუკეთესო მოდელებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. „იდეა დეველოპმენტთან“ თანამშრომლობა აჩენს დამატებით შესაძლებლობას, რომ  მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ისეთი გამორჩეული კომფორტით, რომელსაც Coolray და Geely Emgrandსთავაზობს მომხმარებელს. Geely-ს სამოდელო ხაზის ორივე მოდელი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე და იდეალურია ქალაქში გადასაადგილებლად.  პარკინგისთვის Coolray-ც და Emgrand-იც ძალიან პრაქტიკულია. ორივეს აქვს თანამედროვე და დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი, რაც მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილის განცდას უტოვებს. გაყიდვების კუთხით ჩვენი ბესტსელერი არის Coolray, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, იქიდან გამომდინარე, რომ არის მაღალი კლირენსით, SUV სტილში და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვესისტემებით“.„იდეა დეველოპმენტის“ მხარდაჭერით გაიმართაTegeta Cars-ის მულტიბრენდული შოურუმის გახსნის ღონისძიებაც. სწორედ აღნიშნულ საავტომობილო კომპლექსშია წარმოდგენილი Geely Sakartvelo. ორი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში ამჯერად„იდეა პანორამას“ ახალ ბინადარს Geely Coolray ან Geely Emgrand გადაეცემა. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს სამ განსხვავებულ ბლოკს, საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.გიგი იორდანიდი, „იდეა დეველოპმენტის“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „იდეა პანორამა“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გიორგი დანელიას ქუჩაზე. ის გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური ლოკაციით, ოთხივე სეზონისთის განკუთვნილი ტერასებით და უცვლელი პანორამული ხედით, რომელიც თითოეული ბინიდან იშლება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპლექსში მაცხოვრებლებს დახვდებათ საბავშვო და რეკრეაციული სივრცეები, ასევე პადელის მოედანი.მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება, „იდეა დეველოპმენტის“ გუნდის სურვილი იყო, რომ მომავალი მაცხოვრებლისთვის სიახლის შეგრძნება ბინის შეძენისთანავე მიენიჭებინა.სწორედ ამიტომ „თეგეტა ქარსთან“თანამშრომლობით შევქმენით უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბინის ღირებულების 25%-იანი პირველადი შენატანიდან, „იდეა პანორამას“ მომავალ მაცხოვრებელს მომენტალურად გადაეცემა Geely-ს უახლესი ავტომობილი. აღნიშნული შეთავაზებით „იდეა პანორამას“ არაერთმა ბინადარმა  Geely Coolray ან Geely Emgrand უკვე მიიღო“.Geely Emgrand ექვსვსიჩქარიანი სედანია, ავტომატური გადაცემათა კოლოფით. წარმოდგენილია ხუთ ფერში: ნაცრისფერი, თეთრი, ოქროსფერი, შავი და ლურჯი. EMGRAND-ის დიზაინი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ავტომობილის სექციების საუკეთესო ვიზუალურ მოწყობას მისი გარე დაბალანსებული კონტურების, უკანა გაბარიტული ფარების დიზაინისა და ცენტრალიზებული მართვის მექანიზმის საშუალებით, რომელსაც „ოქროს სექციურ კვეთასაც“ უწოდებენ. ავტომობილი აღჭურვილია LED ფარებით, რაც გზაზე უკეთეს ხილვადობას უზრუნველყოფს.EMGRAND-ის ინტერიერის 85% დამზადებულია მასალისგან, რომელიც ხელით შეხებისას ძალიან რბილია. HD ციფრული ხელსაწყოების ეკრანი კი მძღოლს ავტომობილის მართვის პროცესის კონტროლში ეხმარება.რაც შეეხება Geely Coolray-ს, ეს არის SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია 1,5 ტურბო ძრავით. მაქსიმალური სიმძლავრე არის 172 ცხენის ძალა, რაც მართვის გამოცდილებას უფრო სპორტულს ხდის. Coolray-ს აქვს შვიდ სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი, რომელსაც აქვს ცვლის სუპერ სწრაფი სიჩქარე - 0,2 წამი და გადაცემის ეფექტურობა - 97%. ეს უზრუნველყოფს საწვავის უფრო მაღალეფექტიანობას და დაბალი CO2 გამონაბოლქვის გარანტიას.ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, 360-გრადუსიანი კამერითა და ავტოპარკინგით. Coolray წარმოდგენილია ხუთ ფერში: წითელი, ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი და მეწამული ნაცრისფერი.„იდეა დეველოპმენტმა“ Tegeta cars-სთან პარტნიორობის ფარგლებში ავტომობილი „იდეა პანორამას“ არაერთ ბინადარს უკვე გადასცა. არ გამოტოვოთ აღნიშნული შეთავაზება და მიიღეთ ავტომობილი საჩუქრად. აქცია მოქმედებს 30 ნოემბრამდე.----„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

giorgi

საზოგადოება 1729281843

„ერთად თამაშობდნენ. ამ ბიჭის გარდაცვალება გიორგისთვის უდიდესი ტკივილი იყო…“ - უმძიმესი პერიოდი გიორგი გოჩოლეიშვილის ცხოვრებაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი გოჩოლეიშვილის დედა, ხათუნა კვერნაძე ჟურნალ „გზასთან“ იხსენებს ყველაზე დიდ ტრაგედიას, რომელიც მის ვაჟს ცხოვრებაში გადახდა და ის გიორგი შაქარაშვილს უკავშირდება:„რთული პერიოდის გახსენება მიმძიმს, ეს ამბავი მეც ჩემს შვილთან ერთად განვიცადე. გიორგი შაქარაშვილი და ჩემი შვილი მეგობრები იყვნენ, ერთად თამაშობდნენ. ამ ბიჭის გარდაცვალება გიორგისთვის უდიდესი ტკივილი იყო. კადრებიც არსებობს, ერთ-ერთ თამაშზე ჩემმა შვილმა გოლი რომ გაიტანა, ჯიბიდან შავი ლენტი ამოიღო და ზეცას შეხედა, ეს გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.განიცადა ეს ამბავი. ძალიან ცუდად იყო. მთელმა გუნდმა უდიდესი ტრავმა მიიღო. შაქარაშვილს მეც ვიცნობდი. წარმატებული მომავალი ექნებოდა, ახლაც მეტირება, მასზე რომ ვლაპარაკობ…“

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1708710340

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც მარტში სირთულეები შეხვდებათ

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც მარტში „შავი“ ზოლის გამო დაზარალდებიან. მათ შეექმნებათ სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოუწევთ.თევზითევზებს შესაძლოა სერიოზული უთანხმოება ჰქონდეთ საყვარელ ადამიანებთან. თუ თქვენ განაწყენდით (ან სხვას აწყენინეთ), მაშინ დროა ბოდიში მოიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა მხოლოდ დაგროვდება და ერთ მომენტში ყველა ჩამოგშორდებათ. თქვენ რისკავთ სრულიად მარტო დარჩენას. მაშინ გაცილებით რთული იქნება ურთიერთობების დამყარება სხვასთან.კირჩხიბიკირჩხიბებსაც პრობლემები ექნებათ, მაგრამ მათ მეორე ნახევართან. შესაძლოა, ღალატის მომსწრე გახდეთ, ან ვინმემ მოგახსენოთ ეს უსიამოვნო ამბავი. ემოციებს ვერ შეიკავებთ, ამიტომ მაშინვე პარტნიორთან საქმის დალაგებას დაიწყებთ. ყვირილი არ უშველის მწუხარებას. ან დაიმშვიდეთ თავი და მშვიდად მოაგვარეთ პრობლემები, ან მიეცით დრო, რომ გაცივდეთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.მერწყულიმერწყულს შესაძლოა სამსახურში გაუჭირდეს. შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომელიც კარიერას დაგინგრევთ. შესაძლებელია უსიამოვნო საუბარი უფროსებთან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უფრო ფრთხილად იყოთ, თუ არ გსურთ სამსახურის დაკარგვა.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიხვალიდან ამინდი შეიცვლება და ტემპერატურა მოიმატებს - ნახეთ, განახლებული პროგნოზიVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

policiis lenta

სამართალი 1708689648

„12 წლის დის თვალწინ მოკლა მამა...“ - ახალი დეტალები გლდანში დატრიალებული ტრაგედიიდან

თბილისში, გლდანის რაიონში კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.ადგილობრივების ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცველებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“,- აცხადებს მეზობელი.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი„სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები გოგოს ოჯახის წევრს გაუგზავნა“ - ბრალდებული დააკავესVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

ოთარ რამიშვილი

საზოგადოება 1708682566

„ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა...“ - მიხეილ რამიშვილი მამასა და ბავშვობაზე

„შენი ინტერიერი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომელიც იხსენებს ბავშვობის სახლს, სადაც მის მამას, ოთარ რამიშვილს მუსიკალური სკოლა/სტუდია ჰქონდა გახსნილი და თაობებს ზრდიდა… მიხეილ რამიშვილს თავადაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და საუკეთესო ალტისტია… მისი მეუღლე ცნობილი მევიოლინეა, ქალიშვილი ლიზა რამიშვილი კი –  მსოფლიოში სახელგანთქმული ჩელისტი… მეორე შვილი, ლუკა რამიშვილი კი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ფარიკაობაში და ოჯახურ ტრადიციასაც არ არღვევს – გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს ისე, რომ როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ნოტებიც არ იცის… ასე რომ, რამიშვილების სახლში ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი მუსიკალური ინსტრუმენტია…გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან– გიამბობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელიც ბაბუაჩემმა და მისმა ძმამ, აკადემიკოსმა და ცნობილმა მევენახემ მაქსიმე რამიშვილმა ააშენეს. ამ სახლში ვცხოვრობდით რამიშვილები და იყო ძალიან დიდი. ისეთი კომფორტული განლაგება ჰქონდა, დღემდე მახსოვს… სახლში იყო გაერთიანებული უდიდესი სივრცის ოთახი, სადაც დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ასევე დიდი სამზარეულო, სადაც ვიღებდით სტუმრებს და იწყებოდა 24-საათიანი ქეიფი…მამაჩემს ამ სახლში ჰქონდა პატარა მუსიკალური სკოლა/სტუდია, სადაც თაოებები გაიზარდნენ და მეც ვმონაწილეობდი მოწაფეების აღზრდაში.ყველაზე კარგად რაც მახსოვს – ისეთი მაღალჭერიანი სახლი გვქონდა და ოთახებს ისეთი განლაგება ჰქონდა, რომ სიმყუდროვის შეგრძნება ყველა კუთხეში იგრძნობოდა.როცა წამოვიზარდეთ და ინტერიერის შეცვლა გადავწყვიტეთ, ერთ რამეს მივხვდით – ისეთი კარგი გაკეთებული იყო, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს შეცვლას. ერთადერთი დეტალი შევცვალეთ. ჩვენს სახლს ქუჩის მხარეს ჰქონდა მხოლოდ აივანი და ჩვენ ეზოს მხარესაც გავაკეთეთ… იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენი სახლის საქეიფო ოთახს კიდევ 35კვ/მ ფართის აივანი დაემატა.ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა და ეს იყო ოთარ რამიშვილის აივნიდან დანახული “თუთის ხესთან მდგომი გოგო”…არასდროს ჩვენს სახლს დარაბები არ ჰქონია და ძალიან სასიამოვნო, სტუმართმოყვარე, ღია ატმოსფერო სუფევდა… მახსოვს, ჩემი ან მამას დაბადების დღე რომ იყო, დაახლოებით 150 ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამ ოთახში იდგა როიალი და იქ მხოლოდ ქეიფი და სმა კი არა, ცხივრების აკადემია ისწავლებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ და ჩვენ, ძმები, ცალ-ცალკე დავსახლდით. თუმცა იმ სახლზე, კავსაძის ქუჩაზე, არის მემორიალური დაფა მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შესახებ… “ამ სახლში ცხოვრობდა ოთარ “კვაჭიჭო” რამიშვილი”…– ბატონო მიხეილ, როიალი ახსენეთ და გკითხავთ – ალბათ, თქვენი სახლის ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი იქნებოდა არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტი…– ჩემი უფროსი ძმა თბილისის კონსერვატორიის ჯაზის კათედრის დეკანია და ბავშვობიდან ფორტეპიანოს ხმა მესმოდა. შოპენი, შტრაუსი იავნანასავით ჩამესმოდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, გიტარა, რადგან მამაჩემი გიტარაზე უკრავდა და მათი ერთობლივი შესრულებაც მომისმენია. მე კი ბავშვობაში მევიოლინეს რომ დავინახავდი, ავიღებდი ღომის საზელ ჯოხებს და ერთმანეთზე ვუხახუნებდი. ამიტომ ნიჭიერთა ათწლედში ვიოლინოზე შემიყვანეს. შემდეგ კი კონსერვატორია დავამთავრე და ერთ-ერთი საუკეთესო ალტისტი ვიყავი (ალტი ცოტა დიდი ზომის ვიოლინოა). ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ პროფესია შევიცვალე. თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მუსიკალური მიმართულებით დიდ სიურპრიზს ვუმზადებ საზოგადოებას.– თქვენი ძმების და მამის მუსიკალურ ცხოვრებაზე საუბრობთ და აქვე მინდა ისაუბროთ თქვენს ქალიშვილზე – ლიზა რამიშვილზე, რომელიც ჩელოს ვირტუოზია და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი… ალბათ, ჩელოსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს თქვენს სახლში …– ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა, კლასიკა ისმოდა… ჩემი მეუღლე მევიოლინეა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში მოღვაწეობს. მეც ალტისტი… აქეთ გიტარა, იქით როიალი და ერთი ინსტრუმენტის დამატება გვინდოდა კვარტეტის შექმნისთვის. ამიტომ როცა ლიზა წამოიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩელოზე შესულიყო… როცა პირველად მამამ მოისმინა, ასეთი რამ მითხრა – დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი იქნება, ყველა რამიშვილს გვაჯობებსო. წაიკითხეთ სრულადასევე წაიკითხეთ:დაგჭირდებათ მარილი და შაქარი - რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად და გასამყარებლად"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიმოემზადეთ ხვალისთვის! - „აანთეთ სანთელი, ჩართეთ მუსიკა და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ“

პოლიცია ლენტა

სამართალი 1708681541

გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანის რაიონში კაცი საკუთარმა შვილმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ის წარსულში ნასამართლევია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.ასევე ნახეთ:"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანიხვალიდან ამინდი შეიცვლება და ტემპერატურა მოიმატებს - ნახეთ, განახლებული პროგნოზიVIDEO: ნახეთ, დანაშაულის შემაშფოთებელი ფარული კადრები, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 270 ადამიანი

ჩიქოვანი

სამართალი 1708681319

"ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ" - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ჩიქოვანი

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატომრობაში რომ ვართ,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბრალდებულის ჩვენებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.სხდომაზე ვახტანგ ჩიქოვანმა და კიდევ ორმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც ოქროს მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს.სამივე მათგანს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისთვის, ვაჟა ფუხაშვილისთვის ერთი სათქმელი ჰქონდათ - საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოეტანა, თუმცა, იქვე დასძინეს, რომ აღნიშნულის მოლოდინი არ აქვთ.„იმედი მაქვს, სწრაფი და ეფექტიანი იქნება ეს პროცესები. [გურამ ამირხანაშვილის] 5-ჯერ შეცვლილი ჩვენება როგორ მიიღო სასამართლომ, ამას ვერ ვხვდები. სასამართლოს პატივი რაზე უნდა ვცეთ? ჩვენ არ გვცემენ პატივს, ჩვენ უფლებებს არღვევენ, სულ არ მინდა ადვოკატი მყავდეს, სამართლიანი სასამართლო ჩამიტარეთ და ევროკონვენციაზე რომ წამიკითხეთ, იმ სტანდარტებით გამასამართლეთ და არა იმით, რაც წინაზე გვაქვს ნანახი. ვერ ვხვდები, ჩვენ მიმართ რატომ არის სასამართლო ასეთი არასამართლიანი? მოწმე ამბობს არ გავუტაცებივართ, ჩემით ჩავჯექი მანქანაშიო და ჩვენ მაინც ციხეში ვართ. მერე პრეტენზია გაქვთ, უპატივცემულოდ რატომ იქცევითო. რითი დაიმსახურა მოსამართლემ ვინც გაგვასამართლა, ან პროკურომა ჩვენი პატივისცემა? ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ. ეს საქმე ხელახლა უნდა იყოს გამოძიებული, სულ არაა იურიდიული განათლება საჭირო, რომ ვერ მიხვდე, ამ საქმეში რა სისულელე ხდება.ერთი მოწმე არ გყავთ, ვინც ხელს დაგვადებს, რომ [გიორგი შაქარაშვილი] მოვკალით. ერთი მტკიცებულება მომიტანეთ? ვერ ვხვდები, 4 წელი რატომ ვიმყოფები ციხეში. ვერ ვხვდები ასეთი უსამართლოები რატომ უნდა იყოთ? ასე არ უნდა გექცეოდეს სასამართლო, სასამართლო თვითონ ქმნის ადამიანებს დამნაშავეებად, ასე ხალხს არ უნდა ექცეოდეთ. თქვენც, ბატონო მოსამართლევ, შესაძლოა, ჩემი ტოლი შვილიშვილები გყავდეთ და შეიძლება დაიჭირონ უსამართლოდ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მსჯავრდებული არიან გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.წყარო IPN

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1707569103

დღეს შაქარას დღეა... - ფეხბურთელი 23 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგის დედა აქვეყნებს.„შეუსრულებელი 23“ - წერს გიორგი შაქარაშვილის დედა.2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

გიორგი შაქარაშვილი

საზოგადოება 1687155504

„ჩემო მოუშუშებელო ტკივილო...“- გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვასწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი ემოციურ პოსტს წერს: „3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო.“ასევე ნახეთ:👉 „როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება👉 „... ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდება!“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

შაქარას მეგობარი იხსენებს

საზოგადოება 1687153465

„როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვასწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა ბექამ, რომელიც ამავდროულად მისი გუნდელი იყო, შაქარას დარიგება გაიხსენა. „შაქარა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან რელიგიური ადამიანი. როცა გუნდელები ვიყავით, სულ ერთად ვიყავით. ასეთი რაღაც მითხრა, დარიგება მომცა, სანამ ვარჯიში დაიწყებაო, ან როცა თამაში გექნებაო, გასვლამდე თქვი ეს სიტყვებიო: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ძალიან დაგეხმარებაო. ყოველთვის ამ სიტყვებს ვიძახი. ამ სიტყვებზე ყოველთვის შაქარა მახსენდება” – თქვა გიორგის მეგობარმა ბექა ფილფანმა.ასევე ნახეთ:👉 VIDEO: ატირებული დიასა, გოგონების მწვავე დაპირისპირება და კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა