1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგის დედა აქვეყნებს.
„შეუსრულებელი 23“ - წერს გიორგი შაქარაშვილის დედა.
2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდადებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვანებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.