kekelidze

საზოგადოება 1748544100

„ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა... ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ“ - გიორგი კეკელიძის ინტერვიუ ქალიშვილზე

„მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა“- „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ პატარა ინტერვიუში ამბობს გიორგი კეკელიძე. ახლად გამომცხვარი მამა პაწია ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში სიამოვნებით აქვეყნებს და ბედნიერ წუთებს ასათაურებს - „ჩვენი წილი გაზაფხული“, „მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს...“კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.„არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას“ - ეს ფრაზები გიორგიმ მას შემდეგ დაწერა, რაც ქალიშვილის ქვეყნად მოვლინებას დაესწრო. თან დარიგებაც მიაყოლა:„იცოდე, ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება“.***- ახალი შეგრძნებები...- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.- ფიქრები?- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.- რა შეიცვალა შენში?- ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე? - მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.-  ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება? - ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?  - ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.

გიორგი კეკელიძე

faceამბები 1747396860

„ასე დარაჯობს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე მამა გახდა.წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა.„...მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.ამჯერად, გიორგი სოციალურ ქსელში მისი ოთხფეხა მეგობრის და კეკეს ფოტოს აქვეყნებს:„ასე დარაჯობს ცუგი კეკეს, თუ ჩვენ არ შევახსენეთ, რომ კვების დროა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

კეკე კეკელიძე

ტაბლოიდი 1746891116

„დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა...“ - გიორგი კეკელიძის მეუღლე ჩვილის ფოტოს გვიზიარებს

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი კეკელიძის ცოლმა სოციალურ ქსელში მამა-შვილის ფოტო გაავრცელა:„7 მაისს დედა გავხდი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.მიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძის მეუღლე.            View this post on Instagram                       A post shared by Mariam Soselia (@maarsoselia)

კეკელიძე

საზოგადოება 1746639056

„დაუშვი შეცდომები... იტირე, იცინე, იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს... იყავი ადამიანი“ - გიორგი კეკელიძის ემოციური წერილი შვილს

გიორგი კეკელიძე მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას, ემოციურ პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა. მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას.თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა - რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო - არა. ,,მე ხომ არ ვეწევი" - ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა - ,,აღარც მე.გადააგდე.",,მაგრამ შენ ხომ..." - და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა.გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო. რადგან კეკე დაიბადა. ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა - დავინახეთ. და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

კეკელიძე

საზოგადოება 1746630757

„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა“ - გიორგი კეკელიძე მამა გახდა

გიორგი კეკელიძე მამა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა. მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას. თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა - რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო - არა. „მე ხომ არ ვეწევი“ - ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა - „აღარც მე.გადააგდე.",,მაგრამ შენ ხომ..." - და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა. გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო. რადგან კეკე დაიბადა. ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა - დავინახეთ. და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე - ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ნკ

საზოგადოება 1740727278

“უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ” - რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საბერიოში დამწვარი სახლის ადგილას ახალი ააშენეს. "საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია.  უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ",-წერს ის. შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ. 

giorgi

საზოგადოება 1739483170

„ახლა პალატაში ვწევარ. უფრო სწორედ ოთახში, სადაც ქიმიას ასხამენ... ქიმიოთერაპია - ასე ეწოდება ამ საქმეს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტურ ამბავზე, რომელიც ბრძოლას და გამარჯვებას ასახავს კიბოსთან და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც ახლა შეიტყო ამ დიაგნოზის შესახებ.მისი თქმით, წიგნი მალე გამოიცემა. „ახლა პალატაში ვწევარ. უფრო სწორედ ოთახში, სადაც ქიმიას ასხამენ. ქიმიოთერაპია - ასე ეწოდება ამ საქმეს. ადვილი ამბავი როდია. მე პირადად ერთ სიკვდილს ვათავებ. ,,სიკვდილის გათავებას’’ პატარა უპირატესობა აქვს - რადმენჯერაც გადარჩები, იმდენად ნაკლებად გეშინია მომდევნო გარდაცვალების. თითქოს იახლოვებ და ითვინიერებ.კედელზე საათი წუთების თვლას ზარმაცად იწყებს. ანელებს და ამდორებს დროს. შუქი აქ უცნაურია—არც მკვეთრი, არც ბნელი - თითქოს ფანჯრებიდან შემოჟონილი ბუნდოვანი დღეების დაობებული ნარჩენია. თვალს ვავლებ ოთახს - ისევ იგივე ხალხი, იგივე ხმები - იშვიათი და ფრთხილი, იგივე მზერა - უფიქრო და თითქოს ინსტიქტური. ზოგი ჩუმად ზის, ზოგი სევდიანად იღიმის, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე წერტილს გასცქერის სადღაც ჰორიზონტზე. ეს ჰორიზონტი არ ისე სადღაცაა - მომწვანო კედელია. უსახური და უშინაარსო. მაგრამ ამავდროულად ზუსტი და შესაბამისი ამ მზერების დასასრულითვის. მშობლიური. ყველა სხვა ჰორიზონტი იქნება ყალბი და გაუგებარი.ვენაში ნემსი გულგრილად შეჰყავთ. კათეტერი აუცილებელ საზეპიროს დაემსგავსა - უკვე მეექვსედ მეორდება კანქვეშ. თხელი მილი ყინულის საცეცივით, ნელ-ნელა იჭრება სხეულში. პირველი წუთები თითქოს არაფერია – უბრალოდ გრძნობ, როგორ მიედინება სხეულში ცივი სითხე და მეტი არაფაერი. მერე ნელა, შეუმჩნევლად, შიგნიდან მიყინავს ვენებს. მაჯაზე თითებს ვიჭერ - პულსი ნორმალურია, მაგრამ გული მაინც ამოვარდნაზე მაქვს. უცნაური შეგრძნებაა. თითქოს სხეული ჩემივე საკუთრება აღარ არის. მგონია, რომ შუშის კედლის მიღმა ვდგავარ და საკუთარი თავი იქეთიდან უნდა დავინახო. მაგრამ დაორთქლილია ეს კედელი და მხოლოდ კონტურს ვამჩნევ და ვერ ვხვდები - მე ვარ თუ ჩემი ქიმიური მეზობლები, კიბოიანი დები და ძმები - ამ ოთახში ერთად შეყრილები უჯრედების უცნაური განაჩენით.უცებ ვიბოჭები - საკუთარი ძარღვები შიგნიდან მეხვევიან ყელზე და მახრჩობენ. გულმკერდში დაუნდობელი სიმძიმე ჩნდება, თითქოს ვენებში უკვე ყინულივით წყალი კი არა, ლითონის მდინარე მიედინება. ნერვული დაბოლოებები საპროტესტო სიგნალებს გზავნიან ტვინში, მაგრამ პასუხი უიმედოა – სხეული გაწვრთნილი რობოტივით რეაგირებს, ტაატით, დაყოვნებით. გული მერევა. მინდა ვაღებინო, მაგრამ ვგრძნობ რომ ამის ძალაც არ მაქვს. შორიდან გუგუნი მოისმის. ჯერ ბუნდოვნად, მერე უფრო მკაფიოდ, უფრო მძაფრად მოადგება ყურებს, ნიჟარებს აცობს და თავი მისკდება. ერთი წამით წარმოვიდგენ, როგორ ვდგები, მოვიგლეჯ ამ კათეტერს და იმ ინდიელივით გავამსხვრევ ფაჯნარას, ,,გუგულის ბუდეში’’ რომ არის. გამავსხვრევ და ამ პაციენტებსაც გავიყოლებ - იქ, მწვანე კედლის მიღმა, სადაც სიცოცხლე ისეთია, როგორიც აქამდე ვიცოდი.მეღიმება. სასაოწარკვეთილს. უკვე მეექვსედ.მერე ტვინში დოფამინის დონე ეცემა. ყოველგვარი მოტივაცია ნადგურდება. აღარაფრის კეთება მინდა. ვზივარ და მილს ვუყურებ, ვაკვირდები, როგორ ჩადის სითხე და როგორ ჩაღდება სხეულში უჯრედების ომი. მცივა. და თან თითქოს მცხელა. ოქსიმორონია, მაგრამ ჭეშმარიტი ამბავი - ყინული დუღს ჩემში.ისევ გულისრევა იწყება. ექიმი არსენი ცდილობს პაციენტ არსენს აუხსნას და დაამშვიდოს - ,,რეაგირებს ქიმორეცეპტორული ტრიგერული ზონა!’’ პაციენტი არსენი უგრძნობია. ექიმი არსენი გაწბილებული. მერე ექიმი არსენი და პაციენტი არსენი ისევ ერთი ხდება და ხედავს, რომ ოთახი ტრიალებს და კარუსელის სკამებზე პაციენტები შეშინებული ბავშვებივით სხედან. კარუსელი ჩქარდება. სივრცე იდღაბნება. პირში მეტალის გემო მოდის – თითქოს ვენებში რკინა ჩამიდგეს, რომელიც ნელ-ნელა იხრწნება.ეს ორგანიზმის პასუხია. კიბოს საწინააღმდეგო წამლები ნელ-ნელა შლიან ყველა სწრაფად გამრავლებად უჯრედს, ვერ არჩევენ მტერს და მეგობარს. მალე დაღლილობა დამარტყამს, მალე იმუნიტეტი ჩამომენგრევა, მალე შეიძლება მცირე ჭრილობამაც კი სისხლდენა ვეღარ შეაჩეროს.თვალებს ვხუჭავ. თავბრუსხვევის შეგრძნება მატულობს. თითქოს შუა ზამთარში გაყინულ მდინარეში მტოვებენ. და თან ოფლი მასხამს – შიგნიდან ვდნები, თითქოს მუცელში ცეცხლი მინთია. სხეული კონტროლს კარგავს. სუნთქვა მიჭირს. ფიტლვებს ჰაერი ყოფნის, უბრალოდ უჯრედები ვეღარ იღებენ საკმარის ჟანგბადს. და სწორედ მაშინ, როცა მგონია, რომ უნდა დავიხრჩო - ქიმია ზღვის მიქცევას ემსგავსება. ტალღები უკუმიიქცევიან. გონება ნელ-ნელა იწმინდება. თვალებს ვახელ – მწვანე კედლები, მოწყენილი სახეები. ყველა საკუთარი მორჩილი დუმილის გისოსებში თვლემს.გარეთ გასვლა მინდა. მზის შუქი მინდა. მაგრამ სხეული ჯერაც არ მემორჩილება. ორი საათი ვიქნები და მერე გავალ“,- წერს გიორგი კეკელიძე. 

ნო

საზოგადოება 1736496209

“ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო…” - რას წერს გიორგი კეკელიძე

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს. უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც. მე რელიგიური ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ ის კაცი ვარ, სანუგეშო სიტყვა რომ უკეთესი საყრდენი მგონია, ვიდრე სხვა რამ ნებისმიერი. ამიტომაც, ხან, ალბათ ასე თქმა სჯობს, როგორც ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა: - ,,სიკვდილი არა არის რა,  მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი". მაინც სიტყვაა ყავარჯენი, თუნდაც კოჭლი ყავარჯენი, მაგრამ ერთადერთი, რაც ადამიანს აქამდე მოუგონია. და მე მინდა, რომ მშობლებმა შეძლონ და ახლა ძალა გამოიგონონ - ცოცხლად დარჩენის ძალა. ეს იქნება ჩემი შენათვალი, მეტი არაფერი. მგონი იმ მტრედისაც ეს იყო",-წერს გიორგი კეკელიძე.შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ. 

ხანძარი გალში

საზოგადოება 1736181398

Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს - გიორგი კეკელიძე

 აბერიოში, ტრაგიკულად დაღუპული 5 მცირეწლოვანის ოჯახს "გალფი" 50 000 ლარს გადასცემს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.„Gulf Georgia ოჯახის დარჩენილ წევრებს საბერიოდან, 50.000 ლარს გადასცემს.ვიცით, ამ ტკივილის ყავარჯენიც კი ვერ იქნება ეს, მაგრამ უსახლოდ დარჩენილებისთვის ჭერს მაინც გააჩენს.ამ საჭიროებაზე MMA Georgia - ს შემქმნელმა ერთმა შესანიშნავმა გოგომ მითხრა გუშინ, მათმა ნაცნობმა. მე ჩემს ნაცნობებს შევეხმიანე. მადლობა ნინო ჯიბლაძეს ამ საოცარი პასუხისთვის“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კეკელიძე

საზოგადოება 1732082340

VIDEO: ბავშვობაში გვქონდა ერთი დაფუშული ბურთი, რომლითაც ვთამაშობდით მსოფლიო ჩემპიონატს... ბებიაჩემიც კი იდგა კარში - გიორგი კეკელიძე

გადაცემა „მამების დროს“ მწერალი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა. გიორგი კეკელიძემ ბავშვობის დრო გაიხსენა და თქვა, რომ „მსოფლიო ჩემპიონატს“ ჩაფუშული ბურთით თამაშობდნენ, თამაშში მამა და ბებიაც კი მონაწილობდა. კარი სახლის კედელი იყო... 

kekelidze

საზოგადოება 1728034380

"ოჯახის წევრებთან არაერთხელ ვთქვი, "გიჟთან" ვმუშაობ-მეთქი..." - რას წაიკითხავთ ილია თოფურიაზე დაწერილ წიგნში

"დედა და ილია" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს შედგება. წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი - SMH Sports-ია. ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე, ომიდან - მშვიდობამდე, ტკივილიდან - გამარჯვებამდე, დაცემიდან - ჩემპიონის პედესტალამდე! ქალბატონი ინგა წიგნის თანაავტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მის ემოციურ მონათხრობს, კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა და წინ დიდი, ტკივილიანი სიამოვნება გველის. გიორგი კეკელიძე ამბობს, ეს წიგნი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის წყალობით, ბესთსელერობისთვისაა "განწირულიო". ასეც იქნება. ჩემპიონის დედამ "პრაიმტაიმს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. ეს კი წიგნთან დაკავშირებული ამონარიდია. ინგა ბენდელიანი-თოფურია: ჩემი ტკივილიანი ბიოგრაფია წიგნად მინდოდა მექცია. შემდეგ პერიოდულად, სულ მეხმიანებოდნენ ადამიანები და ილიაზე წიგნის დაწერას მთხოვდნენ. მათ შორის, უცნობები. ვერავინ მოვიდა ისე ახლოს, როგორც გიორგი. მწერალი ფსიქოლოგიცაა, ვისთანაც გამჭვირვალე უნდა იყო და შეგეძლოს თავისუფლად ისაუბრო. მასთან სულიერ კავშირში იყო. მივედი დედა თინათინთან. გიორგიც იქ იყო. გავიცანი. მას თავდაპირველად მხოლოდ ილიაზე სურდა წიგნის დაწერა. თუმცა ვუთხარი, მე უფრო მეტი მაქვს სათქმელი-მეთქი...გიორგის წერის მანერა ჩემთვის ახლობელია და მისი გამოჩენა ამ წიგნის დასაწერად, მე პირადად, დიდ საჩუქრად მივიღე.საქმე, მეც და გიორგისაც, ალბათ, იმან გაგვიადვილა, რომ მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემს ტკივილს და სიხარულს მშრალად ვერ გადმოვცემ. ამდენად, ჩვენ შორის ძლიერი ემოციური ველი გაჩნდა. ჩემი მონათხრობი გიორგიმ ზუსტად ისე გადმოსცა, როგორც მინდოდა. დამუშავებულ თავს რომ გამომიგზავნიდა, პრაქტიკულად შენიშვნა არ მქონია. ოჯახის წევრებთან, არაერთხელ ვთქვი, "გიჟთან" ვმუშაობ-მეთქი. გიორგის ვუყვებოდი, ვთქვათ, ალიკანტეზე, უცებ გამაწყვეტინებდა, ქალბატონო ინგა, სოხუმში ამა და ამ დღეს... და მკითხავდა რაღაც სხვაზე. ვფიქრობდი, კონტექსტიდან არ ამოვარდეს-მეთქი. სინამდვილეში, თავში ალაგებდა ინფორმაციებს, ახლანდელსა და 20 წლის წინანდელს. და ფაზლიც შეკრა. თავი საუკეთესოდ გაართვა. კმაყოფილი ვარ.გიორგი კეკელიძე: ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.ვფიქრობ, რომ წიგნი "განწირულია" ბესტესელერობისთვის" და ეს, ცხადია, დიდწილად, სწორედ ქალბატონი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის მიზეზით - აფხაზეთი, ომი, სისხლი, ჭუბერი, დევნილობა, ორგზის ემიგრანტობა, ჩემპიონი შვილი - უამრავი მიზეზი არსებობს ამ წიგნის წაკითხვის.მკითხველისთვის ეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალის ხელახლა გადავლება და სულაც, გაცნობაა - ახალი თაობისთვის, მაგალითად. ასევე დაგაინტერესებთ:"დიახ, მე 15 წლის შვილი მყავს“ – გელა დაიაურის ემოციური პოსტიროგორ გავთავისუფლდეთ შემოდგომის მელანქოლიისგან

ilia

საზოგადოება 1727556023

"ილიას ვეუბნები, შინაგანად, ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერი მშიერმა და ფეხშიშველმა გადმოიარა-მეთქი..." - ჩემპიონის დედის ემოციური ინტერვიუ

"მიჭირს გადმოვცე ის ტკივილიანი განცდები, რაც 27 სექტემბერს მოაქვს. გული ამომიღეს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. გადავრჩი, არ დავნებდი, მაგრამ ჩემი გული აფხაზეთშია; ჩემი ძმის საფლავი იქ არის. ჩემთვის ყოველი დილა დაბრუნების იმედით თენდება. ვნახოთ... " - ამბობს  "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, მალე ამ ძლიერ ქალს წიგნის მეშვეობით გაიცნობს საზოგადოება. "დედა და ილია" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს შედგება. წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი - SMH Sports-ია. ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე, ომიდან - მშვიდობამდე, ტკივილიდან - გამარჯვებამდე, დაცემიდან - ჩემპიონის პედესტალამდე! ქალბატონი ინგა წიგნის თანაავტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მის ემოციურ მონათხრობს, კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა და წინ დიდი, ტკივილიანი სიამოვნება გველის. "მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. ეს წიგნი კი მკითხველს ეტყვის, არ შეგეშინდეს. არ შეაჩერო წინსვლა!" - ამბობს ილია თოფურია. ***ყველას არ შეუძლია ცხოვრების თავიდან დაწყება. აბა, წარმოიდგინეთ, ომისგან გათელილი 21 წლის გოგონა, ორი შვილით მოდის ჭუბერის უღელტეხილზე. მოდის ფეხშიშველი, ფეხებზე ცელოფნებ შემოხვეული, ზურგზე ზეწრით მოკიდებული ექვსი თვის პატარით, მშიერი. მოდის, მაგრამ უკან ახლად დაკრძალული ქმრისა და ძმის საფლავები ექაჩება. წინ კი, ერთდროულად, უიმედობასა და იმედს ისეა მოჭიდებული, შიშველ ტერფებზე ცივ ლაფსა და ტალახს ვერ გრძნობს... გადარჩა, ფონს გავიდა, ადგა და სვლა განაგრძო...გიორგი კეკელიძე ამბობს, ეს წიგნი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის წყალობით, ბესთსელერობისთვისაა "განწირულიო". ასეც იქნება. ინგა ბენდელიანი- თოფურია: ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, კლასელია. მასთან მქონდა ნათქვამი, რომ ჩემი ტკივილი წიგნად მინდოდა მექცია. შემდეგ პერიოდულად, სულ მეხმიანებოდნენ ადამიანები და ილიაზე წიგნის დაწერას მთხოვდნენ. მათ შორის, უცნობები. ვერავინ მოვიდა ისე ახლოს, როგორც გიორგი. მწერალი ფსიქოლოგიცაა, ვისთანაც გამჭვირვალე უნდა იყო და შეგეძლოს თავისუფლად ისაუბრო. მასთან სულიერ კავშირში იყო. მივედი დედა თინათინთან. გიორგიც იქ იყო. გავიცანი. მას თავდაპირველად მხოლოდ ილიაზე სურდა წიგნის დაწერა. თუმცა ვუთხარი, მე უფრო მეტი მაქვს სათქმელი-მეთქი... გიორგის წერის მანერა ჩემთვის ახლობელია და მისი გამოჩენა ამ წიგნის დასაწერად, მე პირადად, დიდ საჩუქრად მივიღე. საქმე, მეც და გიორგისაც, ალბათ, იმან გაგვიადვილა, რომ მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემს ტკივილს და სიხარულს მშრალად ვერ გადმოვცემ. ამდენად, ჩვენ შორის ძლიერი ემოციური ველი გაჩნდა. ჩემი მონათხრობი გიორგიმ ზუსტად ისე გადმოსცა, როგორც მინდოდა. დამუშავებულ თავს რომ გამომიგზავნიდა, პრაქტიკულად შენიშვნა არ მქონია. არაერთხელ ვთქვი ოჯახის წევრებთან, გიჟთან ვმუშაობ-მეთქი. გიორგის ვუყვებოდი, ვთქვათ, ალიკანტეზე, უცებ გამაწყვეტინებდა, ქალბატონო ინგა, სოხუმში ამა და ამ დღეს... და მკითხავდა რაღაც სხვაზე. ვფიქრობდი, კონტექსტიდან არ ამოვარდეს-მეთქი. სინამდვილეში, თავში ალაგებდა ინფორმაციებს, ახლანდელსა და 20 წლის წინანდელს. და ფაზლიც შეკრა. თავი საუკეთესოდ გაართვა. კმაყოფილი ვარ... *** მეორე ქალიშვილზე 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მეუღლე და ძმა სამხედრო დავალების დროს ერთად რომ დაიღუპნენ. აგარაკზე ვიყავით გულრიფშში, რადგან სოხუმში ჩვენი სახლი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. გულრიფშშიც პრაქტიკულად წინა ხაზზე ვიყავით, მაგრამ უფრო დაზღვეული იყო, შედარებით.ორივე ერთად გავიდა სახლიდან. 5 დეკემბრის საღამო იყო. დაჭრილები გადაჰყავდათ. მერე თავიანთი სამხედრო დავალება ჰქონდათ და რამდენიმე საათში, კარზე მომიკაკუნეს... 21 წლის ვიყავი, დღეს 53 წლის ვარ, კაკუნის ხმას მას შემდეგ ვერ ვუსმენ. ჩემს კარზე ვერავინ დააკაკუნებს, გაფრთხილებულია ყველა. ვინმემ რომ მომიკაკუნოს, შეიძლება სასწრაფოს გამოძახება დამჭირდეს...იმ ღამით შემზარავად ბნელოდა, ძაღლები ყეფდნენ. ჩემს ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, მეზობლის ძმა გარდაიცვალა და წივილ-კივილი ატყდა. ეს შემზარავი ხმები სულ ყურში მაქვს. არ არსებობს დედამიწის ზურგზე რაიმე ფსიქოლოგია, რაც მე ამ ხმებს დამავიწყებს. მიუხედავად ჩემი სიძლიერისა, ვერაფერი მოვუხერხე ამ ჩაბეჭდილ ხმებს. ...მეზობლისგან დავბრუნდი, წამოვწექი. და ჩემს კარზე ბიძაჩემმა და დეიდაჩემმა დააკაკუნეს...!შორიდან დავინახე მაშინდელი სასწრაფო დახმარების მანქანის მოტრიალე შუქი. ბიძაჩემს ჩავეხუტე და რომელი გარდაიცვალა-მეთქი ვკითხე. 21 წლის ასაკში, შვიდი თვის ფეხმძიმემ, ორი წლის ბავშვით ხელში, თოვლში, უკუნ სიბნელეში... დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი ამის კითხვა?!ორივეო...!!!ჩემი ქმარი რომ მიდიოდა, წინდები გამხადა და ჩაიცვა, ციოდა. რომ გააღეს "სასწრაფოს" კარები, პირველი ეს წინდები დავინახე! ასე მეგონა, ჭკუიდან გადავედი. არაფერი მახსოვს! მახსოვს მიწის გემო! არ ვიცი, სიმწრისგან როგორ შევძელი იმ გაყინული მიწის ჩაბღუჯვა და მისი ჭამა! ვერასდროს გადმოვცემ იმ შეგრძნებას... იმ დიდი ტკივილისას... გიორგის ეს ყველაფერი საოცრად აქვს წიგნში გადმოცემული.ორივე დავკრძალეთ და დედაჩემს უთხრეს, ბიჭი მოგიკვდათ და ესეც ვერ გადარჩებაო. ამიტომ ქუთაისში გადავფრინდით. შემდეგ მარიამი თბილისში დაიბადა. მერე შევარდნაძემ პერემერიას მოაწერა ხელი და ჯარისკაცების თვითმფრინავით დავბრუნდით უკან, აფხაზეთში. 27 სექტემბრამდე იქ ვიყავით...აგარაკზე ვიყავით, კამაზი რომ მოადგა ჭიშკარს, სოფელში აღარავინ იყო დარჩენილი. მამა ნიჩბით იდგა და მიწას თხრიდა. ამოთხრილ მიწაში ჩავდგები, თუ მომკლავენ, მიწაში მაინც ვიქნებიო. ვეუბნებოდი, ბავშვებიანად ვრჩები და ყველას დაგვხოცავენ, ჩვენი ცოდვა შენ დაგედება-მეთქი. ათი წუთი წლებივით გაიწელა. 20 კილომეტრში რუსები იყვნენ. და პირდაპირ წავედით იქით, საიდანაც ტანკის ლულები ჩანდა. სხვა გზა არ იყო. ეს გზა უნდა გაგვევლო, რომ ჭუბერზე გადასვლა მოგვესწრო. ჭიშკრებთან ადამიანები იდგნენ, არ იცოდნენ სად წასულიყვნენ... მივდიოდით იმედით. იმედი მაგარი რამეა!.. 27 სექტემბერს წამოვედით და 12 დღე ჭუბერზე ვიარეთ. სამი დღე ფეხსაცმელი მქონდა, ღვთის წყალობით და მერე ესპადრელები ტალახში ჩამრჩა. ცელოფნის პარკებშემოხვეულმა ჭუბერი ორი ბავშვით გადმოვიარე. ანა ფეხით მოდიოდა, ხან მამაჩემი აიყვანდა ხელში. მარიამი კარვებში 6 თვის გახდა. ზეწრით მობმული მყავდა ზურგზე. დღესაც დეფორმაცია მაქვს ბეჭის. ექვსი თვის ბავშვის 12 დღე ზურგით ტარება იოლი არ არის. ჭუბერი საშინელებაა. მთავარია, გადავრჩით. დანარჩენი დეტალები წიგნში ისე კარგად არის გადმოცემული, რომ უკეთ ვერ მოვყვები. საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იმდენი დევნილია, ვერასოდეს ვერ იტყვი, რომ შენი ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე - სხვისი. იმდენი ტკივილი აქვს ხალხს გადატანილი, მოუშუშებელი ტრაგედიები... მართლა უგულო უნდა იყო და საქართველო არ უნდა გტკიოდეს, რომ ეს ყველაფერი არ გაითავისო, არ გახსოვდეს... ერთადერთი, რაზედაც ყველა უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია! შეურიგებელი ვიქნები და მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ რუსეთი პოლიტიკის წინააღმდეგ. არა მგონია, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, რუსეთის გარეშე კონფლიქტი ყოფილიყო. წიგნში აფხაზეთის ტკივილიც არის გადმოცემული. ომი რომ დაიწყო, როგორც ჩვენ ვიყავით შოკირებულნი და სასოწარკვეთილნი, ისე იყვნენ აფხაზებიც. მე ის საწყალი მეზობლები მყავს მხედველობაში, რომლებიც ისევე არ იყვნენ აზრზე, რა მოხდა და რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ და არა ისინი, ვინც რუსებთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ ომობდნენ. ***არ დავნებდი. სიცილი მომიწია მაშინ, როცა ყველაზე მეტად მეტირებოდა. მომიწია არტისტად გადაქცევა. ოჯახი რომ მეორედ არ შემექმნა და ცხოვრება არ გამეგრძელებინა, ისევ 27 სექტემბერში ჩავრჩებოდი. ადამიანმა არ იცის, რა რესურსია მასში დაკონსერვებული. რომ არა აფხაზეთის ომი, მე ასეთ სიძლიერეს ვერ გამოვიჩენდი. იქ, სოხუმში მცხოვრებს, ხმამაღლა საუბარიც არ შემეძლო. ჩემი ხმა ტელეფონში არ ესმოდათ. დედა რომ მიშვებდა მეზობელთან, ვთქვათ, წნევის აპარატი გამოართვიო, ორი დღე ვტიროდი. ვიქნებოდი ნაზი და საყვარელი გოგო; პრინცესული ცხოვრებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომმა ჩემში ძლიერი ქალი გამოაღვიძა. ფორსმაჟორში უნდა გადამეწყვიტა დაოჯახებაც. 90-იან წლებში, აფხაზეთიდან დევნილს, რუსთავში ჩასახლებულს ხელი მთხოვეს. მომავალი სწორად უნდა დამელაგებინა... და მეც განვაგრძე სვლა.ასეა, ომმა პრაგმატულობა შემძინა. მას შემდეგ არანაირ დაბრკოლებას არ ვუშინდები. ჩემი მეოთხე შვილი, ილია რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი. დავახასიათო? პირველი, რაც ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე არის მისი სენტიმენტალობა. გერმანიიდან რომ დავბრუნდით, ჩემი მშობლები იქ დარჩნენ. პირველი ახალი წელი იყო ბებია-ბაბუის გარეშე. ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ტრადიცია გვაქვს - "მრავალჟამიერს" ვრთავთ და ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ გაიგონა და ბებია-ბაბუა გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და ტიროდა...მენტალურად ძლიერია, მაგრამ სენტიმენტები ეძალება როცა ვიღაც ენატრება, როცა ნახავს, რომ ვინმეს უჭირს. ამბობს, ჩემი ისტორიით მინდა ბევრს მოტივაცია მივცეო. ძალიან სამართლიანი, კეთილსინდისიერი და საოცრად მშრომელი ადამიანია. მე ახლა მას ვახასიათებ, როგორც დამკვირვებელი, რომელიც წლებია მოჰყვება და არა, როგორც დედა. მე რომ ჩემში დედას არ ვბლოკავდე, მე მის ბრძოლებს ვერ ვუყურებდი. მშობელმა შვილს მადლობა სულ არ უნდა ახდევინოს. თავადაც უნდა ისწავლოს მადლობის გადახდა შვილისთვის. მადლობა ილიას კეთილსინდისიერებას, მან გზა ისე გააგრძელა, როგორც ჩავიფიქრეთ და დღეს ისეთ მოცემულობაშია, შემიძლია როგორც მისმა გულშემატკივარმა, ტაში დავუკრა. ბრავო! შემიძლია მადლობა უსაზღვროდ ვუხადო ოთხივე შვილს და ილიას მით უფრო. ის ჩემპიონია.ილია ორივე მშობელს გავს. მამამისი, ზაზა აფხაზეთის ომში ნაბრძოლი მეომარი კაცია, სამხედრო გზა გაიარა. ძლიერია და ეს სიძლიერე, ილიას, მისგანაც აქვს, თუმცა მეტწილად მე მგავს. მე ბევრად უფრო ოპტიმისტი ვარ.ოთხივე შვილს შთავაგონებდით, "შენ შეგიძლია, გამოგივა, შეძლებ". თითქოს ბანალურია, მაგრამ შვილს უნდა უთხრა, რომ შეუძლია. ცუდ ნიშანზე არ უნდა ლანძღო. ეს ძალიან მოქმედებს ბავშვზე, მოზარდზე. თუმცა ყოველთვის ყველაფერს, შვილებს ვერც მე ვუწონებ.ილია 28 წლისაა, მაგრამ ჩემთვის მაინც ის პიპოა, როგორც პატარაობიდან ვეძახით დღემდე. ის პატარა პიპოა...პირად კონტროლზე მყავს და რჩევებს მუდმივად ვაძლევ, რადგან არ მინდა საზოგადოების თვალში შეიცვალოს და ვეუბნები, შინაგანად ყოველთვის იყავი იმ დევნილი ქალის შვილი, რომელმაც ჭუბერზე საშინელი დღეები ფეხშიშველმა და მშიერმა გადმოიარა-მეთქი. არ დაგავიწყდეს, რომ დედაშენი დევნილია და საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი აქვს.ვთხოვ, არასოდეს დაივიწყო საიდან მოდიხარ და არასოდეს თქვა, რომ ღარიბი ქვეყნიდან ხარ-მეთქი. ის სიღარიბე, რაც მის ბავშვობაში იყო, რუსეთის წყალობით გვჭირდა და არა იმიტომ, რომ გაჭირვებული ქვეყანაა და ზარმაცი ერი ვართ. არა! ვეუბნები, თუკი რაიმე დაგაკლდა საქართველოში, იცოდე, რომ რუსების წყალობით დაგაკლდა-მეთქი.ყველაზე მშრომელი და ღირსეული დედები ქართველებს ჰყავთ.ჩვენ 18 წელია ალიკანტეში ვცხოვრობთ. ალიკანტე პატარა სოხუმია. ზღვისპირა ლამაზი ქალაქია. ილია, ჩემპიონობის შემდეგ, მადრიდში გადავიდა. რეალ მადრიდის სპორტსმენების რაიონში ცხოვრობს. დაცვის კუთხით, იქ უფრო მშვიდადაა.ამაყი? ამაყი იმით ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. თავაწეული დავდივარ და სულ თავს ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით ბევრ დედას შეიძლება იმედი გაუჩნდეს და ეს მახარებს. გიორგი კეკელიძე: ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.ვფიქრობ, რომ წიგნი "განწირულია" ბესტესელერობისთვის" და ეს, ცხადია, დიდწილად, სწორედ ქალბატონი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის მიზეზით - აფხაზეთი, ომი, სისხლი, ჭუბერი, დევნილობა, ორგზის ემიგრანტობა, ჩემპიონი შვილი - უამრავი მიზეზი არსებობს ამ წიგნის წაკითხვის.მკითხველისთვის ეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალის ხელახლა გადავლება და სულაც, გაცნობაა - ახალი თაობისთვის, მაგალითად.