მოკლულია ორი ადამიანი ! - მუხრანში მომხდარი დანაშაულის დეტალები
1769269812
გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი ეპიზოდის სტუმარია მწერალი, გიორგი კეკელიძე
კეკელიძემ გადაცემაში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავისი ცხოვრებიდან ურთულესი დღე გაიხსენა:
„ის დღე გახდა უბრალოდ ცნობილი, მაგრამ ის დღე არ ყოფილა ყველაზე მძიმე ჩემთვის, იმიტომ რომ მაშინ, რადგან საჯაროდ დავწერე ეს, მინდოდა გადარჩენა… ყველას ვისაც ეს გადაწყვეტილი აქვს, უნდა მოვუწოდოთ პირიქით, არა იმიტომ, რომ გადაცემის ფორმატი გვავალდებულებს, არამედ ფაქტი, დღეს ცოცხალი ვარ, ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაც სიხარულები ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ეს ხომ დადასტურებული ამბავია, მათ ცხოვრებაშიც ასე იქნება. მე მახსოვს დღე, როდესაც საკუთარი თავი ვიგრძენი ამ სამყაროს ნაწილად… რაღაცა წინასწარი სურვილები არ მაქვს, ახლა ცხადია მინდა, რომ რაღაცები გახანგრძლივდეს მათ შორის თუნდაც ჩემი შვილის, კეკეს გამო…“ – ამბობს კეკელიძე.
გიორგი კეკელიძემ პირად ცხოვრებაზე, მეუღლესა და შვილზეც ისაუბრა.
მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას თუ როგორი მამაა:
„მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც შემდეგ შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ბიოლოგიურად, მაგრამ ჩემთვის ემოციურად გაგრძელებს. შვილი ჩემთვის აღმოჩნდა არა იმდენად რაღაცა ტიპური ამბავი, არამედ საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი, გარდა იმისა, რომ ის ჩემს სიცოცხლეს აგრძელებს… შვილისთვის შენვე უნდა იყო მიზეზი იმისა, რომ ის უფრო უკეთ ცხოვრობდეს და გაცილებით ბედნიერად, ვიდრე შენ იცხოვრე, მშობლად ყოფნა მე ასე მგონია და არა ვთქვათ ინსტინქტის ნაწილი… ვერ გეტყვით როგორი მამა ვარ, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მცდელობა მაქვს, რომ ვიყო კარგი მამა. არ მაქვს რაღაც განსაზღვრული წესები ამ თვალსაზრისით, რომ ეს უნდა ვქნა და კარგი მამა ვიქნები. ვაკვირდები და მის სიხარულს რაც გამოიწვევს იმის გაკეთება მირჩევნია…“ – ამბობს კეკელიძე.