გიორგი და ნუცა გილიგაშვილები

საზოგადოება 1713789133

VIDEO: გიორგი და ნუცა გილიგაშვილების ემოციური მილოცვა და სიურპრიზი დედას - „ყოველი წამი მნიშვნელოვანია, რასაც ერთად ვატარებთ, დე“

მსახიობისა და მომღერელის გიორგი გილიგაშვილის დედა იუბილარია. და-ძმამ გიორგი და ნუცა გილიგაშვილებმა დედას „გვიანი დილას“ ეთერში სიურპრიზი მოუწყვეს და პირდაპირ ეთერში მიულოცეს დედას დაბადების დღე.„დღეს ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი დედიკო 65 წლის გახდა. უბედნიერესი ვარ, რომ შენი შვილი მქვია. მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო მამასთან და ჩვენთან ერთად უთვალავი წელი. ყოველი წამი მნიშვნელოვანია, რასაც ერთად ვატარებთ დე. ჩემი საჩუქარი ხარ“, – დაწერა ნუცა გილიგაშვილმა სოციალურ ქსელში. 

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1707137038

„ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი” - გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, “ჩემმა მზემ” – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.33 წლის, როგორც თავად ამბობს. ქრისტეს ასაკში გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა. მისი ყველაზე ძლიერი საყრდენი კი ყოველთვის დედაა, ქალბატონი ნანა ჭელიძე. გიორგიმ ,,სარკესთან” დედაზე ისაუბრა.– გიორგი, გულშემატკივრების სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ყველაზე მოყვარული და უპირობო მხარდამჭერი ალბათ დედაა თქვენთვის.– დედა-შვილის კავშირი მარადიულია, უწყვეტი. დედა უფლის საჩუქარია. ღმერთმა შექმნა ეს გასაოცარი, უკიდეგანო სამყარო, მერე ყოვლის შემოქმედმა თავი მოიდრიკა დედის წიაღში, დედის კალთაში, ამიტომ დედაზე ძვირფასი, დედაზე სანუკვარი, დედაზე თბილი არავინ და არაფერია. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი. როგორი ჯიუტი და ცუდი შვილიც უნდა ვიყო (არადა არ ვარ), ის არის ჩემ გვერდით, ის იბრძვის ჩემთვის გაჩენის დღიდან, აგერ უკვე 34 წელი. ის მომყვებოდა თურქეთში. ჩემმა დაიკოებმა უთხრეს, ჩვენ წავყვებით, დედიკო, შენ იქ სხვანაირად ინერვიულებო და არა, ჩემს გიორგის მე უნდა გავყვეო. დედიკო მიწყობს ხელს, რომ ჩემში ბავშვი შევინარჩუნო, არასდროს დამავიწყდეს, როგორ ვუყვარვარ და ეს სიყვარული ასმაგად დავუბრუნო.ვამაყობ ჩემი დედიკოთი, დაიკოებით, ჩემი ოჯახით. მივხვდი, რომ ადამიანები გარე-გარე არ უნდა ვეძებდეთ მოკეთეებს, საამაყო, მისაბაძ ადამიანებს. შენი ოჯახი უნდა შემოსაზღვრო ისეთი სიყვარულით, რაც გადაულახავი იქნება არაკეთილმოსურნეთათვის.რაც უნდა საყვარელნი იყვნენ გარშემომყოფნი, საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ და, თუ მაინც იტყვი, რომ ისინიც ისე გიყვარს, მაშინ არ ხარ გულწრფელი. როგორც საღვთო იერარქია, ასეთივე უნდა იყოს შენი ოჯახის იერარქია, დედ-მამა, და-ძმები. როცა შეიგრძნობ და გააცნობიერებ საკუთარი ოჯახის სიყვარულს, მიზიდულობას, პატივისცემას, შემდეგ შეგიძლია პატივი სცე და სიყვარული გამოხატო სხვა ოჯახების, შენი მეგობრების დედ-მამის, დედმამიშვილების მიმართ და ასე იზრდება წრე, რომელიც გაკრავს.ყველაფერი ერთი განგრძობადი ჯაჭვია, რომელსაც ფეხაკრეფით უნდა მიჰყვე. შენი ოჯახი და შენი წინაპრები არიან საწინდარი იმისა, როგორი მოქალაქე დადგები და როგორ გეყვარება შენი ქვეყანა. წყაროასევე ნახეთ:PHOTO: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილი 21 წლის ასაკში„ამდენი ადამიანი რომ არის ჩართული იმაში, რომ შენ გამოკეთდე და კარგად იყო, შენც აღარ უნდა ჩაიქნიო ხელი“ - გია ბურჯანაძე მძიმე სენზერატომ არ აქვეყნებენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს

ნინო ჩოგოვაძე

საზოგადოება 1705995008

სად და როგორ გაიცნეს ალექსანდრე კალანტაროვმა და ნინო ჩოგოვაძემ ერთმანეთი - „ნინოში ადამიანობამ მომხიბლა“

ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. წყვილმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავუი მილოცვა მიიღო.როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი ურთიერთობა აქვთ, ამაზე ალექსანდრე კალანტაროვი საუბრობს:„15 წლიანი მეგობრობა გვქონდა, ნინო პაციენტის ამპლუაშიც ყოფილა ჩვენთან... ერთმანეთი 2-3 წლის წინ აღმოვაჩინეთ. ნინოში, პირველ რიგში, ადამიანობამ მომხიბლა, მეგობრობამ... ამ შემთხვევაში, სულიერი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გარეგნული. დაკავებულები ვართ, სახლში დაღლილი მივდივარ ხოლმე, ხანდახან, მთელ დღესაც მიმდინარეობს ოპერაცია...  ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეჭვიანები არ ვართ და ჯერჯერობით, არც გვიკამათია...“ - ამბობს კალანტაროვი „დღის პოსტში“.ასევე ნახეთ:VIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილიVIDEO: „შესანიშნავი შვიდეულის“ შთამბეჭდავი შესრულება და აღფრთოვანებული მაყურებელი„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ქობულეთში 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ილია მეორე

საზოგადოება 1705661684

რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ილია მეორემ - დეკანოზის განმარტება

დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს.„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.ასევე ნახეთ:შეიძლება თუ არა ნათლისღების წყლის გამრავლება სახლშიVIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი

საზოგადოება 1705656900

VIDEO: ნაიარევი, რაც ყელზე მაქვს, უფლის საჩუქარია... ეს მახსენებს, როგორ ვუყვარვარ უფალს - გიორგი გილიგაშვილი

„სულ ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ზედმეტი მავნე ჩვვევისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი. უკვე ყველაფერი რაც ავთვისებიანი იყო ამოკვეთილია, თუ რამ დარჩა მალე დასხივების თერაპიას დავიწყებ და მალე დაგიბრუნდებით, თავს ლეგენდარულად ვგრძნობ და კიდევ უფრო ლეგენდარულად ვიქნები.მინდა ვთქვა, რომ სიყვარულზე წინ, არც ჯანმრთელობა და არც გარდაცვალება არ დგას. ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გარემო იმაზე მეტად შევიყვარო, ვიდრე დღეს მიყვარს. სიყვარულია მხოლოდ მარადიული..."  - ამბობს გიორგი გილიგაშვილი“,- ამბობდა გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. დღეს მსახიობი „რადიო ფორტუნას“ რუბრიკის სტუმარი იყო. გიორგი პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და დამარცხებულ მძიმე სენზე ჰყვება. 

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

კულტურა 1698131429

ბელგიის სამეფოში მოქმედი ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 29 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ოთარაანთ ქვრივი“ წარმოადგენს.ლიტერატურული თეატრის - „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა.„მნიშვნელოვანია ქართული თეატრის არსებობა უცხო მიწაზე, რადგან ემიგრანტის შვილებმა იცოდნენ ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია. მათ მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ქართულ იდენტობასთან. ვემზადებით პრემიერისთვის. სპექტაკლში ემიგრანტის შვილები და მათი მშობლები მონაწილეობენ. თავად „ოთარაანთ ქვრივს“ მე განვასახიერებ. გიორგის როლს სანდრო ახმეტელაშვილი; კესოს ნინო კაპანაძე ითამაშებს. არჩილის როლის შესასრულებლად თბილისიდან მსახიობი გიორგი გილიგაშვილი მოვიწვიეთ. ასევე, დიდგვაროვან ქალბატონს კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე ითამაშებს. სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც გამოთქვეს და ისინიც ჩამოვლენ რეპეტიციებზე ბელგიაში. დადგმის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა“, -განაცხადა მანანა ხორბალაძემ.მისივე ინფორმაციით, სპექტაკლს მუსიკალურად თათა კალანდია და ბაშა ბაშალეიშვილი გააფორმებენ. ქორეოგრაფიული ნომრების დასადგმელად თბილისიდან ბაქარ ხინთიბიძეა მოწვეული.როგორც მანანა ხორბალაძემ აღნიშნა, სპექტაკლს ბელგიის სამეფოში მცხოვრები ქართველების გარდა, ნიდერლანდების სამეფოში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.სპექტაკლზე დასწრების სურვილი იმ ბელგიელებმაც გამოთქვეს, რომლებსაც ქართული ხელოვნება და კულტურა უყვართ. სპექტაკლი ანტვერპენის საკონცერტო დარბაზში 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ავარია ნუცუბიძეზე

შემთხვევა 1696518310

ავარია ნუცუბიძეზე - ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ჯგუფები. ავარიის გამო, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია.როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ასევე ნახეთ:„სათხოვარი მაქვს ქალაქთან...“ - გიორგი გილიგაშვილი მიმართვას ავრცელებსExclusive: რას საქმიანობს სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავი ქათამაძე და რას ამბობს ვიდეოზე, რომელიც ფარულად გადაუღეს„იურისტები განიხილავენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს...“ - ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსში" მომხდარ ინციდენტზე

ანანო ანა

ტაბლოიდი 1696498399

VIDEO: „ანას ზურა და ბესო ბრუნო მარსის კონცერტზე არ გაჰყვნენ და მთელი დღე ტიროდა...“ - გოგონების დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსის“ გარეთაც გრძელდება

„პრაიმ ჰაუსიდან“ წასული ყოფილი მონაწილე ანანო გიგინეიშვილი ანა ქურდაძის გაჟღერებულ ფრაზებს ეხმაურება და პროექტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს.„ანამ ჩემზე თქვა, რომ მე მომწონდა ზურა, მას მე არ მოვწონდი და ამას სათავისოდ იყენებდა. ამ განცხადებას აკეთებს გოგო, რომელიც ზურას მთელი დღე ეხვეწებოდა, რომ ბრუნო მარსის კონცერტზე გაჰყოლოდა. შემდეგ ბესოს და როცა ორივეგან უარი მიიღო, მთელი დღე იტირა და მარტა წაიყვანა. ვფიქრობ, ძალიან უადგილოა, შენ საუბრობდე ვის ვინ მოსწონს,“ - ამბობს ანანო გიგინეიშვილი.ვრცლად ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „ბედნიერი ვარ!“ - ანა ქურდაძის მიმართვა„სათხოვარი მაქვს ქალაქთან...“ - გიორგი გილიგაშვილი მიმართვას ავრცელებს„იურისტები განიხილავენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს...“ - ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსში" მომხდარ ინციდენტზე

გიორგი გილიგაშვილი

ტაბლოიდი 1696496245

„სათხოვარი მაქვს ქალაქთან...“ - გიორგი გილიგაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი გილიგაშვილი გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი იყო. გიორგი გადაცემაში ე.წ სკეიდით მივიდა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა.„სათხოვარი მაქვს ქალაქთან, რაც შეგვიძლია შევძლოთ და ჩამოვიდეთ მანქანებიდან, უფრო მეტად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს ჩვენს ლამაზ თბილისში, თუნდაც ფეხით, თუნდაც ასეთი საგორავებელი დაფებით, იმიტომ, რომ უფრო მეტად გავუღიმოთ ერთმანეთს, უფრო მეტი მშვიდობა ვუსურვოთ… მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ღიმილი მოვაგროვოთ ყოველ დღე,“ – აღნიშნა გიორგიმ.ნახეთ, ვიდეო:  ასევე ნახეთ:„იურისტები განიხილავენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს...“ - ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსში" მომხდარ ინციდენტზე,,პრაიმ ჰაუსის" 3 აუტსაიდერი ცნობილიაExclusive: რას საქმიანობს სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავი ქათამაძე და რას ამბობს ვიდეოზე, რომელიც ფარულად გადაუღეს

ირაკლი მაქაცარია

საზოგადოება 1689534837

„ჩვენი პირველი ზიარება“ - ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოს აქვეყნებს

ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას შვილი, გიორგი გასულ კვირას გაქრისტიანდა და როგორც მამის გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, უკვე ეზიარა კიდეც.ფოტოებში ბავშვის ნათლია, გიორგი გილიგაშვილიც ჩანს.

მაქაცა

ტაბლოიდი 1689224400

ვინ მონათლა პატარა გიორგი მაქაცარია - ნახეთ, კადრები ნათლობიდან

ტელეწამყვანმა, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ვაჟი, გიორგი გააქრისტიანეს.ნათლობის ამსახველი ფოტოები, ლიზამ instagram გამომწერებს გაუზიარა. „გიოს ნათლობა“, - წერს ლიზა.როგორც ფოტოში ჩანს, პატარას გიორგი მეჯვარეებმა მონათლეს. ერთ-ერთი ნათლია გიორგი გილიგაშვილია. 

ირაკლი

ტაბლოიდი 1689161640

დაათვალიერეთ ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას შვილის ნათლობის ფოტოები

ტელეწამყვანმა, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ვაჟი, გიორგი გააქრისტიანეს.ნათლობის ამსახველი ფოტოები, ლიზამ instagram გამომწერებს გაუზიარა.„გიოს ნათლობა“, - წერს ლიზა.  როგორც ფოტოში ჩანს, პატარას ერთ-ერთი ნათლია გიორგი გილიგაშვილია. ასევე ნახეთ:„დიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი...“ - ნიკა და დიასა გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებენVIDEO: შემაშფოთებელი და მძიმე კადრები სამეგრელოდან - „განადგურებულია ყველაფერი, ასეთი ზარალი არასდროს გვინახავს“