სურსათის სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს
1744107931
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩა N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბრალდებულებმა ჯგუფურად სცემეს დაზარალებულს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.