გიორგი ბეროზაშვილი

სამართალი 1674050880

მშობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენს 23 იანვარს გამოაცხადებს

საქალაქო სასამართლო მშობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენს 23 იანვარს გამოაცხადებს.დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.მისი თქმით, საქმეზე სამართალდამცველებმა გარკვეული არასამართლებრივი ქმედებები ჩაიდინეს. ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

მშობლები მოკლა

სამართალი 1674040510

„მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე...“ - რა თქვა სასამართლოზე მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა

ედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე, ლოგინში სისხლი არაა აღმოჩენილი და თუ მე გადმოვასვენე, დედაჩემზე ჩემი კვალი არაა. რით ახსნით ამას? - ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მოსამართლეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა, რომ მშობლები მას არ მოუკლავს. უფრო მეტიც, ბეროზაშვილს კითხვები გამოძიების მისამართით თავად ჰქონდა.„მეც და ჩემი დაც ავედით სახლში და მალევე გამოგვიყვანეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან. თუ არაფერი უსინდისობა არ აქვთ პოლიციელებს ჩადენილი, ჩემმა დამ დაკითხვისას განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ტელეფონი გამოართვევინეს, როცა გადაღება დაიწყო. რაში უშლიდა ხელს ეს საგამოძიებო პროცესს? თუ არაფერი ჰქონდათ "ნამაიმუნარი", გადაღებაზე დაერთოთ ნება, ან თავად გადაეღოთ. რატომ გაჩნდა აგრესია პოლიციის მხრიდან ჩემსა და თამარ ბეროზაშვილს შორის და არა ნინო ბეროზაშვილის მიმართ? ბოლოს თამარი ბინაში ვნახე, ვაზისუბნის პოლიციაში ნინო ვნახე, სადაც მან დააფიქსირა, რომ დავინახე გიორგიმ პოლიციელებს როგორ გადასცა "მერსედესის" გასაღებიო. თურმე, კახა მურადაშვილის ჩვენებით, შემთხვევით გადავაწყდი მას. ლეგენდა და სასწაული...ნერწყვის აღება მოხდა ქალაქის სამმართველოში, პოლიციელებს 5 საათი ჰქონდათ ნერწყვის მანიპულაცია მოეხდინათ ნებისმიერ ნივთზე, თან მანამდე მანქანის გასაღები პოლიციელებისთვის მიცემული მქონდა. ექსპერტიზის დასკვნას მინდა შევეხო, ბენზინის კვალი იყო მთელ სახლში აღმოჩენილი, თუმცა ბენზინის კვალი არც ჩემ ტანსაცმელზე და არც სხეულზე არ არის აღმოჩენილი. 2 იარაღზე მედავებიან, დენთის კვალი არ არის არც ჩემ ხელზე და არც ჩემ სახეზე.მანქანაში აღმოჩენილ ოქროულობაზე მინდა ვთქვა, რატომ არ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა? აღმოჩნდა სადმე ჩემი კვალი? ტანსაცმელი მოაქვს პროკურატურას აქ და კედები სულ სხვა ფერისაა, კადრებში ჩანს სხვა ფერი, ჯადოქრობა მოხდა რამე? თუ ექსპერტებს გადავუხადე ფული და ჩაანაცვლეს? მე განვაცხადე, რომ მამაჩემს სახლში გაფორმებულთან ერთად რამდენიმე გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა. პროკურორს მინდა ვკითხო, იცით რისი ვაზნებია ეს? მედავებიან, რომ დედაჩემი ლოგინშია მოკლული და მერეა გადმოსვენებული იატაკზე, ლოგინში სისხლი არაა აღმოჩენილი და მე თუ გადმოვასვენე, დედაჩემზე ჩემი კვალი არაა. რით ახსნით ამას? თითქოს, მე ფინანსური პრობლემები მქონდა თამაშის გამო, მერე თქვეს, სესხის გამოო. წლის განმავლობაში 100 000 ბრუნვა მქონდა. მედავებიან თითქოს, თანხა მოვპარე მამაჩემს, ჩემმა დებმაც თქვეს, რა თანხაც უნდოდა, ნებისმიერ დროს სთხოვდა და აიღებდაო. პოლიციელის ხელფასი 1 400 ლარია, მამაჩემი მაძლევდა ფულს, როცა მჭირდებოდა. ჩემმა დებმაც განაცხადეს და მეც, მამაჩემზე არაერთხელ მოხდა თავდასხმა, ადგილი არ ჰქონია, სადაც ტყვია მოხვედრილი არ ჰქონია. მის წარსულზე არ ვლაპარაკობ, პროკურორმა არ იცის, კრიმინალური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ბიძა მომიკლეს.თქვენო ღირსებავ, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია, როცა სამსჯელოდ გახვალთ, იმედი მაქვს, ობიექტურად შეაფასებთ ჩემ ნათქვამსაც, მოწმეებმა რაც თქვეს და იმ ფაქტებსაც, რაც მე ვთქვი“, - განაცხადა ბეროზაშვილმა.

გიორგი ბეროზაშვილი

სამართალი 1671784214

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს - რას ამბობს გიორგი ბეროზაშვილი

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დღეს 8-თვიან დუმილს დაარღვევს.გიორგი ბეროზაშვილი ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას აძლევს. მან დაკავების დღეს სასტიკი დანაშაული აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და დუმილი აირჩია.უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო დასკვნით ეტაპზე გადადის, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში განაჩენი გამოცხადდება. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.ბეროზაშვილმა უპასუხა მისი ადვოკატის შეკითხვებს და გაიხსენა, რატომ გავიდა დილით, რა თანხით გადაადგილდებოდა  და შემდგომ რა ვითარებაში იპოვა მშობლები.ბეროზაშვილმა მშობლების მკვლელობის ფაქტი ისევ უარყო. რამდენიმეთვიანი დუმილი ამით დაარღვია და განაცხადა, რომ პირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა.საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალდებულს დღეს დაცვის მხარე დაკითხავს, რის შემდეგაც ჩაინიშნება შემდეგი პროცესი.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. გიორგი ბეროზაშვილი აპრილში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მან საკუთარი დედ-მამა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ძარცვის ინსცენირება გაითამაშა.

policiis lenti

სამართალი 1671563849

რას მალავდა და რა ნივთმტკიცებები ამოიღო პოლიციამ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის მანქანიდან

ავტომობილი, რომელიც მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, კურიერმა გადაიღო.გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საკუთარი სახლიდან გატანილ ოქროს და ფულს მამის მანქანაში მალავდა, ამ გზით კი, ყაჩაღობის ინსცენირებას ცდილობდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მშობლების მკვლელობის შემდეგ, ბინაში ცეცხლი გააჩინა და ტერიტორია აღნიშნული ავტომობილით დატოვა. ნივთმტკიცება მოსამართლემ ბრალდებულის თანდასწრებით დაათვალიერა.პროცესზე პროკურორებმა ავტომობილიდან ამოღებული დიდი ოდენობით თანხა და ოქროც მიიტანეს. გაირკვა, რომ სოლიდური თანხა სამართალდამცველებმა დამწვარი ბინიდანაც ამოიღეს. საუბარია კიდევ 50 ათასი დოლარზე, რომელიც დამნაშავემ სახლში ვერ იპოვა. მტკიცებულებები მოსამართლემ გამოიკვლია.პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. შემდეგი ეტაპი ბრალდებულის დაკითხვაა. გაირკვა რომ 8-თვიან დუმილს გიორგი ბეროზაშვილი 2 დღეში, სასამართლო სხდომაზე დაარღვევს. გამოძიების ეტაპზე მას მხოლოდ ერთი, აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული, რაც მალევე უარყო და დუმილით შეცვალა.პროკურორი დარწმუნებულია, რომ მშობლები გიორგი ბეროზაშვილმა ოჯახური კონფლიქტის მოტივით მოკლა, რაც მტკიცებულებებით დასტურდება.შემზარავი ფაქტი ვაზისუბანში 8 თვის წინ მოხდა. ცეცხლწაკიდებულ ბინაში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მამაკაცის გვამი მთლიანად დამწვარი იყო. გარდაცვლილ ქალს კი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში ყაჩაღობის ინსცენირების და მშობლების განზრახ, უმწეო მდგომარეობაში მკვლელობისთვის, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მაქსიმალურ სასჯელად უვადო პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ბეროზაშვილი

სამართალი 1671513102

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დუმილს დაარღვევს - გიორგი ბეროზაშვილი სავარაუდოდ, სასამართლოს ჩვენებას მისცემს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.ფარული ჩანაწერიდან ცნობილი გახდა, რომ დაკავებულმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. ამ მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მკვლელობა ვაზისუბანში აპრილში მოხდა."ბრალდების მხარემ წესით უნდა ამოწუროს მტკიცებულებების გამოკვლევა. ნივთიერი მტკიცებულებები აქვს დარჩენილი, რაც ჩხრეკის და დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული და თუ ბრალდების მხარემ დაამთავრა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა, შემდგომ უკვე ბრალდებული მისცემს ჩვენებას. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ამ დუმილს დაარღვევს და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მისცეს ჩვენება," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.

გიორგი ბეროზაშვილი

სამართალი 1668269100

რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის წინააღმდეგ

საქალაქო სასამართლოში დღეს მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ გამომძიებლები და ექსპერტები.ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით არ შეიძლება დაკავებულის ბრალეულობაზე საუბარი, რადგან იქ მხოლოდ გადაადგილების მარშრუტებია ნაჩვენები.დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობა ვაზისუბანში, აპრილში მოხდა.,,რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ ფაქტობრივად წარმოადგინა ალიბი, რომ დანაშაულის ჩადენის დროს და ადგილს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რეალურად იმყოფებოდა სულ სხვა ტერიტორიაზე და მოძრაობდა სულ სხვა ავტომობილით.რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტმა განმარტა, რომ უშუალოდ კვლევის ობიექტზე გენეტიკური მასალა როგორ და რანაირად აღმოჩნდა ამის დადგენა ზოგადად შეუძლებელია“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.პროკურატურა კი ამბობს, რომ როგორც საქმეში არსებული ფარული ჩანაწერიდან ჩანს, ბეროზაშვილმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა.,,წარმოდგენილი იყო ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა საქმეში ამოღებულ სხვადასხვა ნივთიერ მტკიცებულებებზე და დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ არაერთ ნივთიერ მტკიცებულებაზე ბრალდებულის მიერ დატოვებული იყო ბიოლოგიური კვლები, მათ შორის ორ ცალ პისტოლეტზე, რომელზედაც ერთის მხრივ აღმოჩნდა ბრალდებულის ბიოლოგიური კვალი, ასევე ერთ-ერთ პისტოლეტზე აღმოჩნდა გარდაცვლილის სისხლის კვალიც“, - აცხადებს პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე.

გიორგი ბეროზაშვილი

კრიმინალი 1667591640

VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, სადაც მშობლების მკვლელობაში ბრალდებული შემზარავ დეტალებს იხსენებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.„დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე... დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა...“, - აცხადებს ჩანაწერში ბრალდებული.მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ. ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც. დედა ცოტა შეფხიზლებული იყო, შემეშინდა...ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, - აცხადებს ბეროზაშვილი.ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას გააგრძელებდა“.

გიორგი ბეროზაშვილი

სამართალი 1667551996

„დეტალურად აღწერდა, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა...“ - ჩვენება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეში

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმეები იკითხებიან.მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი. მისი განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე დანაშაული დეტალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა."მას გავესაუბრე, დეტალებს ამბობდა კონკრეტული დანაშაულის შესახებ. პატაკით მივმართე ხელმძღვანელს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელებულიყო ჩემი მონაწილეობით, რათა ეს ინფორმაცია დაფიქსირებულიყო. ის უარზე იყო მოწმის სახით ჩვენება მიეცა. განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მას გავესაუბრე, დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ჩაწერილია. დეტალურად აღწერდა ყველაფერს, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა და როგორ ცდილობდა ალიბის შექმნას", - განაცხადა მურადაშვილმა.გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს ვაზისუბანში 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

berozashvili

სამართალი 1659608110

კაცი, რომელმაც მშობლები ჯერ მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა დანაშაულს აღარ აღიარებს - ახალი დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, ბრალდებულმა წინა სხდომაზე დანაშაული აღიარა და წარდგენილ ბრალდებას სრულად დაეთანხმა, დღეს პოზიცია შეცვალა. ის ბრალდებას აღარ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.გარდა ამისა, პროცესზე ბრალდებულმა მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.ცნობისთვის, 27 აპრილს, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ მკვლელობა უძღოდა. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სამარტალი

სამართალი 1651340231

რა შეცდომა დაუშვა და როგორ გავიდა მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ შვილზე გამოძიება - ის მოკლული დედის სიმ-ბარათმა „გასცა“

27 აპრილს ვაზისუბანში 29 წლის  გიორგი ბეროზაშვილმა დედ-მამა მოკლა. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა მამის განეიტრალების ოპერაციაზე ფიქრი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის პოლიციაში მუშაობდა, თავდაპირველად აპირებდა, რომ მამას დააჭერინებდა,  თუმცა შემდეგ შეეშინდა, რომ ასევე ყოფილი პოლიციელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილს ამას არ აპატიებდა. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბეროზაშვილს, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, რომ მშობლებს ისე მოკლავდა და შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირებას ისე მოახდენდა, რომ მის კვალზე ვერ გავიდოდნენ,  თუმცა ერთი საბედისწერო შეცდომით სავარაუდო დამნაშავე გაიშიფრა. ირკვევა, რომ გიორგი ბეროზაშვილმა მკვლელობის შემდეგ, საკუთარი და მშობლების მობილური ტელეფონები გათიშა, აპარატიდან სიმ-ბარათები ამოიღო, და მისი კუთვნილი მობილური მხოლოდ ნუცუბიძის ქუჩაზე ჩართო. თუმცა ბრალდებულს კარტები აერია და საკუთარ ტელეფონში დედის სიმ ბარათი ჩადო, სადაც მეზობლის ზარი განხორციელდა. რომელიც ხანძრის შესახებ იტყობინებოდა. სავარაუდოდ, ასე გავიდა შსს ყოფილი პოლიციელის კვალზერაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, ბეროზაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დედა იმიტომ მოიშორა, რომ ის მკვლელობის თვითმხილველი გახდა.„მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, დების ოთახში წავედი, სადაც დედას ეძინა, როცა კარი შევაღე თავი წამოწია, ვიფიქრე, რომ ის ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვიფიქრე, რომ მამის მკვლელობა გაიგო. დედის მკვლელობაც გადავწყვიტე. დედასაც იარაღით თავში ვესოლე"- წერს გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი.დედა ერთი გასროლით არის მოკლული, ირკვევა ისიც, რომ ბეროზაშვილმა დედა, ლელა თავაძე დების ოთახში მოკლა, თუმცა შემდეგ დერეფანში გამოიტანა.  რაც შეეხება მამას, ის მთლიანად დამწვარი იყო. ამავე თემაზე - რას ჰყვებიან მეზობლები  დუჩა ბეროზაშვილი ჩვენებაში მამასთან კონფლიქტის მიზეზებზეც საუბრობს, ამბობს, რომ დაპირისპირება 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა ბეროზაშვილომა მას ავტოფარეხში 40 000$ აჩვენა და უთხრა, რომ მას მალავდა.„მალევე მე აზარტული თამაშები დავიწყე, როცა ონლაინ კაზინოსთვის ფული მჭირდებოდა, მას მამაჩემის დანაზოგიდან ვიღებდი. ჯამში ამ თანხიდან ტოტალიზატორში 21 000$ გადავრიცხე. კონფლიქტი ჩვენს შორის იმ დღეს გამწვავდა, როცა მამამ ავტოფარეხიდან თანხის სახლში ატანა მთხოვა. აღმოჩნდა, რომ ფული გაცილებით ნაკლები იყო. ამის გამო ვიჩხუბეთ, მან იარაღი დამიმიზნა"- აცხადებს ბრალდებული.გიორგი ბეროზაშვილი პოლიციას უყვება იმასაც, რის შემდეგ გადაწყვიტა მამის მკვლელობა. მისი თქმით, მამა მისგან ფულის დაბრუნებას მოითხოვდა და ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ პოლიცია დატოვა.მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.წყარო: ტელეკომპანია პირველი

ვაზისუბანი

სამართალი 1651179300

ახალი დეტალები ვაზისუბანში მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე - რა თქვეს მეზობლებმა მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

გუშინ, ვაზისუბნის მეოთხე მიკროში, მე-14 კორპუსში ხანძარი იყო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფაქტს წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. როგორც მეზობლები ,,პრაიმთაიმთან” საუბრისას ამბობენ, უჭირთ იმის დაჯერება, რომ მშობლები გიორგიმ მოკლა.მათივე თქმით, ხანძრის დროს ბიჭი ძალიან ცუდად იყო. ტიროდა და მას დები ამშვიდებდნენ.,,ძალიან კარგი ბიჭი იყო. მშვიდი, წყნარი. საკმაოდ, მოწესრიგებული ოჯახი. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, საშინელება მოგვიხდა. ხანძრის დროს აქ იყო, ტიროდა. დები ამშვიდებდნენ. ყველას გვიკვირს ეს ფაქტი. ისეთი ბიჭი იყო ჭიანჭველას ფეხს, რომ არ დაადგამდა. ვეჭვობთ, რომ ის ყოფილიყო”.„ჩვეულებრივი, კარგი ოჯახი იყო.  ბიჭი - კარჩაკეტილი. მხოლოდ სახლი და სამსახური. დედას ვიცნობდი. გამორჩეული ქალი იყო. ბიჭი გუშინ ვნახე. ტიროდა. ცუდად გახდა. ეხუტებოდნენ, ამშვიდებდნენ. ამას ვერ ვიფიქრებდით. მათი ოჯახიდან არასდროს არ გაგვიგია რაიმე ზედმეტის, ან კამათის ხმა”. ნახეთ ვიდეო  ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის  ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დოქტორი

სამართალი 1651141833

ვაზისუბანში შვილის მიერ მოკლული მამაკაცი ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორია (ფოტო)

ვაზისუბანში შვილის მიერ მოკლული მამაკაცი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი, ზაზა ბეროზაშვილია.ბეროზაშვილი საზღვარგარეთ მუშაობდა და  საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა.შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაზისუბანში ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი გაჩნდა.ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს.პირველადი ვერსიით, გარდაცვალება ხანძარს დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ნახეთ ვიდეო- პოლიცია დაკავების კადრებს ავრცელებს  მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გარდაცვლილის შვილი, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დააკავა.სავარაუდოდ, ორივე მათგანი ჯერ იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს.ზაზა ბეროზაშვილი