1732386875
კაცი, რომელმაც მშობლები ჯერ მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა დანაშაულს აღარ აღიარებს - ახალი დეტალები
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის პროცესი გაიმართა. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, ბრალდებულმა წინა სხდომაზე დანაშაული აღიარა და წარდგენილ ბრალდებას სრულად დაეთანხმა, დღეს პოზიცია შეცვალა. ის ბრალდებას აღარ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
გარდა ამისა, პროცესზე ბრალდებულმა მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.
გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.
ცნობისთვის, 27 აპრილს, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რასაც წინ მკვლელობა უძღოდა.
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს