VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ვაზისუბანში შვილის მიერ მოკლული მამაკაცი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი, ზაზა ბეროზაშვილია.
ბეროზაშვილი საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაზისუბანში ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს.
პირველადი ვერსიით, გარდაცვალება ხანძარს დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
ნახეთ ვიდეო- პოლიცია დაკავების კადრებს ავრცელებს
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გარდაცვლილის შვილი, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დააკავა.
სავარაუდოდ, ორივე მათგანი ჯერ იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს.
ზაზა ბეროზაშვილი