ფული

სოციალური თემა 1769797290

ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5000 ლარამდე გაიზარდა - აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.„საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა.სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა 1766734821

სულხან თამაზაშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე

ბათუმში, აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია - „მაგნოლია 2025“ გაიმართა. დაჯილდოების ფარგლებში, წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.,,აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია არის ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ეს შედეგი მიღწეულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით. სწორედ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიური შრომით ჩვენს რეგიონს სტუმრებისთვის გამორჩეულს ხდის. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ხოლო თითოეულ მონაწილეს - ხარისხზე და სტუმართმოყვარეობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი და მიზანმიმართული შრომით ჩვენ არა მხოლოდ გავაძლიერებთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, არამედ ტურიზმს ვაქცევთ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ღონისძიების ფარგლებში, ჯამში 10 ნომინაციაში ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობის და შეფასების მქონე განთავსებისა და კვების ობიექტები, გიდები და ტურისტული სააგენტოები გამოვლინდნენ. ასევე, გაიმართა საპატიო ტურიზმელების დაჯილდოება და ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელების გადაცემა.,,მაგნოლია 2025” აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მინისტრთა კაბინეტის და მთავრობის წევრები, ასევე, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სულხან თამაზაშვილ

საზოგადოება 1766127137

სულხან თამაზაშვილმა სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center ოფიციალურად გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში ახალი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center, „ტურინვესტ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი აბაშიძესთან ერთად გახსნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა რეგიონში ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, რასაც მსგავსი ინიციატივების განხორციელებაც ადასტურებს.Hampton by Hilton-ის ბრენდი ასოცირდება სანდოობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებთან, რაც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის.რვა სართულიანი, 143 ნომრიანი სასტუმრო წარმოადგენს მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს მზარდ სასტუმრო ინდუსტრიაში.სასტუმროს გახსნის ღონისძიებას, ასევე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ

პოლიტიკა 1766059960

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 90 ეკომიგრანტ ოჯახს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცა

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.ეკომიგრანტ ოჯახებს ახალი, ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, პროექტების დასრულების შემდგომ, 2000-ზე მეტ ოჯახს ექნება კეთილმოწყობილი ბინა.„სოციალური სახლების მშენებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა. ამ ეტაპზე, რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი გვაქვს. კერძოდ, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2026 წელს კი, ქედაშიც დაგეგმილი გვაქვს სოციალური სახლის მშენებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონის განვითარებას პასუხისმგებლობიანი, პრინციპული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკით,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა 1760610536

სულხან თამაზაშვილი: აჭარის გრძელვადიანი სტრატეგია ფოკუსირებულია რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციაზე, საჯარო და კერძო პარტნიორობის გაძლიერებასა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე

,,ინფრასტრუქტურის განახლებით, სპეციალური ეკონომიკური ზონებითა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკით, აჭარა მზადაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ლოჯისტიკის, წარმოებისა და მაღალი კლასის უძრავი ქონების მიმართულებით“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.გამოცემისთვის მიცემულ ქართულ ენაზე ნათარგმნ ინტერვიუს აჭარის მთავრობა ავრცელებს.მისივე თქმით, მრავალფეროვანი კულტურული გარემო აჭარას ინვესტორებისთვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს.„აჭარა არის ადგილი, სადაც ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორი აქტიურად ვითარდება. რეგიონი გთავაზობთ ინვესტიციების მზა შესაძლებლობას სტუმარმასპინძლობის, მაღალი კლასის და ეკო ტურიზმის მიმართულებით. რეგიონში მიმდინარეობს ,,Batumi Ambassadori Island”-ს მშენებლობა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, გთავაზობთ ხმელეთისა და ზღვის ჰარმონიულ შერწყმას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ეკონომიკურ უპირატესობებს, რაც რეგიონს მასშტაბური ინვესტიციებისთვის კონკურენტუნარიან დანიშნულების ადგილად აქცევს.,,საქართველო დაბალი საგადასახადო განაკვეთებით გამოირჩევა და არ აწესებს შეზღუდვებს უძრავი ქონების საკუთრებაზე. ქონების გაყიდვიდან მიღებული კაპიტალის მოგება იბეგრება უფრო დაბალი განაკვეთით, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც ასტიმულირებს ინვესტიციებს. გარდა ამისა, საგადასახადო შეღავათები ხელმისაწვდომია ტურიზმთან დაკავშირებული პროექტებისთვის, მათ შორის, სასტუმროების განვითარებისა და ,,მწვანე მშენებლობის“ ინიციატივებისთვის, რაც ქმნის მყარ საფუძველს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესისთვის“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.მისი თქმით, აჭარის გრძელვადიანი სტრატეგია ფოკუსირებულია რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციაზე, საჯარო და კერძო პარტნიორობის გაძლიერებასა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე.,,ტურიზმის ზრდასა და საინვესტიციო გარემოს შექმნასთან ერთად, ჩვენი სტრატეგიული განვითარების ხედვა მიზნად ისახავს ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და მდგრად ინდუსტრიებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რათა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ამასთან, აქცენტი კეთდება თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასა და რეგიონის მდგრად განვითარებაზე“- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა Gulf News-თან ინტერვიუში.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა 1760601270

სულხან თამაზაშვილი: ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას

აჭარა არის  მთავარი დანიშნულების ადგილი გალფის ქვეყნების იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ მომგებიან შესაძლებლობებს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.სულხან თამაზაშვილის თქმით, რეგიონში მიმდინარე ყველა ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას."აჭარამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი განვითარება და შესანიშნავი პროგრესი განიცადა. მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.სტატიაში ვრცლად არის განხილული აჭარის, როგორც კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა. ასევე, აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობა სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის მეშვეობით ორიენტირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, საუბარია რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნულია,  რომ Emaar ჯგუფის მიერ განხორციელებული 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია - ისტორიული გონიო მარინას პროექტის ფარგლებში,  კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის პოზიციებს ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებით.

ელისო ბოლქვაძე

კულტურა 1758616440

ელისო ბოლქვაძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის, ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების, საჯარო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა. ასევე შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.სამუშაო შეხვედრებზე საქართველო-უნგრეთს შორის, კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონულ დონეზე კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს.მომავალი წლისთვის, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა და ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლები დაიგეგმა.

ნკ

პოლიტიკა 1757658174

ქობულეთში ხინოწმინდობის დღესასწაული აღინიშნა

 ქობულეთში ხინოწმინდობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო ზეიმი მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.„დღეს ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ეს არის ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის ზეიმი. ჩემთვის, როგორც კინტრიშის ხეობის მკვიდრისთვის, უდიდესი პატივია, რომ სიტყვით მოგმართავთ და თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ დღეს. ოდითგანვე ჩვენი მთავარი ძალა იყო რწმენა და სულიერება. დღეს, როდესაც ჩვენი ერის წინაშე კვლავ მრავალი გამოწვევა დგას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთიანობით ემსახურებოდეს საერთო მიზანს – ქართველი ხალხის კეთილდღეობას, სამშობლოს გაძლიერებას მშვიდობიანი პოლიტიკით და მომავალი თაობების აღზრდას. ჩვენს რეგიონში აქტიურად გაგრძელდება ეკლესიებისა და მონასტრების, როგორც რესტავრაცია, ასევე მშენებლობა, რაც ჩვენი რწმენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ხინოწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძრის აღდგენის სამუშაოები. დღეს ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. სამუშაოების დასრულება კი 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.ღონისძიების ფარგლებში, ხინოწმინდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამსახურებულ პირებს, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „საპატიო ხინოწმინდელის“ დიპლომი გადაეცათ.ხინოწმინდობის სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქობულეთის მერობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამაშველო საგუშაგოები

საზოგადოება 1756108812

მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა 1753883412

სულხან თამაზაშვილი: აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის 2 500 000 ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, მიმდინარე წელს, 7 მილიონ ნახევარ ლარამდე გამოიყო ჩვენი მოსახლეობის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად;700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას, რაც რეალურად შეცვლის სოციალურ ფონს რეგიონში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ადამიანების ცხოვრების პირობებს“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

პოლიტიკა 1752133390

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორივე სახელმწიფოსთვის.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკაა სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.შეხვედრის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონი მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.

თამაზაშვილი

პოლიტიკა 1751453773

აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა

აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძეთან ერთად სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებაში.„მნიშვნელოვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებაში. პროფესიონალიზმითა და თავდადებული სამსახურით, უკვე წლებია, აძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მისი ხელმძღვანელობითა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტების ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მზად არის უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.