„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
აჭარაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძეთან ერთად სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„მნიშვნელოვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებაში. პროფესიონალიზმითა და თავდადებული სამსახურით, უკვე წლებია, აძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ანზორ ჩუბინიძეს. მისი ხელმძღვანელობითა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტანდარტების ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც მზად არის უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.